x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
10 ნიშანი იმისა,რომ მამაკაცისთვის სათადარიგო ვარიანტი ხართ
image

ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ იმედებით ხარ სავსე, აგებ ურთიერთობას მამაკაცთან, ჩუქნი სიყვარულს, ზრუნავ მასზე, დიდ დროს უთმობ...შემდეგ კი ირკვევა, რომ მას შენთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები არ აქვს. შენ მისთვის მხოლოდ სათადარიგო ვარიანტი იყავი, სანამ მისთვის საინტერესო ვარიანტს იპოვიდა. ან სულაც, უკვე არსებობდა სხვა ქალი და შენც “ყოველი შემთხვევისთვის" იყავი.

imageიმის გაგება, თუ რას წარმოადგენს ქალი მამაკაცისთვის, რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ასეთი მამაკაცის ამოცნობაში ეს პუნქტებიც დაგეხმარებათ:


1.ბოლო წუთში ადგენს გეგმებს შენთან დაკავშირებით


მასთან ერთად გინდა დროის გატარება, მაგრამ გეგმას წინასწარ ვერ ადგენ. ყოველთვის ჩქარობ შხაპის მიღებას და მოწესრიგებას, რადგან უშუალოდ შეხვედრის წინ დაგირეკა. შვებულებაშიც უცებ გიწევს გასვლა, რადგან მას მოეპრიანა უცებ შენთან ერთად სადმე წასვლა.


2.დიდხანს არ პასუხობს შეტყობინებებს

შესაძლოა თავადაც დაიწყოს დიალოგი, მაგრამ თქვენს შეტყობინენებებს დიდხანს არ პასუხობს, მით უფრო, ხედავთ რომ ის ონლაინ არის, რაღაც პოსტებსაც დებს და აზიარებს და ამავე დროს არ ჩქარობს პასუხის გაცემას თქვენს კითხვაზე. არ დაიჯეროთ, რომ თქვენი შეტყობინება ვერ ნახა, უბრალოდ თქვენთან გულითადი საუბრის სურვილი არ აქვს.


3.ყოველთვის აგვიანებს

შეთანხმდით, რომ 8 საათზე შეხვდებოდით. შენ მიხვედი, ის კი ეს-ესაა სახლიდან გამოვიდა. და ასე ხდება გამუდმებით. რათქმაუნდა, თავის გასასამართლებელი უამრავი მიზეზი მოეძებნება, მაგრამ არაფერი ამართლებს იმას, რომ წინასწარ არ გირეკავთ და დაგვიანების შესახებ არ გაფრთხილებთ.ის თქვენ პატივს არ გცემთ და არც თქვენს დროს უფრთხილდება. აკეთებს იმას, რაც სურს და თქვენს გრძნობებს არ ითვალისწინებს.


4.არ ეძებს მიზეზებს თქვენთან შესახვედრად

არ გთავაზობთ სადმე ერთად ივახშმოთ ან საინტერესოდ გაატაროთ დრო. ურჩევნია მას ესტუმროთ სახლში. ასე უფრო კომფორტულადაა: თქვენ მასთან ხართ და არც ფულის დახარჯვა უწევს.


5. მხოლოდ ცხოველური ინსტინქტი ამოძრავებს

ლოგინში კარგად ეწყობით ერთმანეთს. ამ მიზეზით შეხვედრაზე უარს არასოდეს ამბობს და ბოლომდე იხარჯება. აი, თავის გეგმებზე კი არასდროს გელაპარაკებათ და არც თქვენი საქმეებით ინტერესდება. მას მხოლოდ თქვენი სხეული აინტერესებს.


6.გეგმებს ცვლის

მასთან ერთად დროის გატარებაზე განგაწყობთ, შემდეგ კი იმედს გიცრუებთ, თანაც ისე, რომ მაინცდამაინც შეხვედრის წინ გეუბნებათ ამის შესახებ. თითქოს სპეციალურად უცდის ბოლო მომენტს, სანამ თქვენ სახლიდან არ გამოხვალთ გამოპრანჭული, რათა გითხრათ, რომ ვეღარ ახერხებს შეხვედრას.


7.არ გაცნობთ ახლობლებს

მხოლოდ თქვენ ორნი ატარებთ დროს ერთად. არასოდეს გეპატიჟებათ წვეულებაზე, მეგობრის ქორწილში, არ გაცნობთ თავის ნათესავებს ან ახლობლებს. თუ მისმა მეგობრებმა და თანამშრომლებმა შენი სახელიც კი არ იციან, შენ მისთვის არაფერს წარმოადგენ.


8.არ გისმენთ

ამ პუნქტში ბევრი არაფერია სალაპარაკო. თუ სოციალური ქსელის “შეხსენების" გარეშე შენი დაბადების დღე როდის არის არც კი ახსენდება, რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი?გარდა ამისა, იშვიათად ახსოვს რა უთხარით ან სთხოვეთ.


9.მხოლოდ შენ ცდილობ

ქალები ყოველთვის იმედიანად არიან განწყობილნი. ისინი ცდილობენ, ტირიან, პატიობენ და სჯერათ, რომ ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ არაფერი იცვლება და ურთიერთობის შენარჩუნებასაც მხოლოდ შენ ცდილობ.აქედან კარგს არაფერს უნდა ელოდეთ.


10.ყოველთვის აქვს თავის გასასამართლებელი მიზეზი

დრო არ აქვს შენთვის, რადგან სამსახურში დაკავებულია. დააგვიანდა, რადგან რაღაც დაავიწყდა სახლში. სერიოზულ ნაბიჯს ჯერ ვერ გადადგამს, რადგან მწარე გამოცდილება აქვს წარსულიდან და ა.შ... მას ყოველთვის აქვს თავის გასასამართლებელი მიზეზი. მაგრამ როცა ადამიანს რაღაც სურს, ის შესაძლებლობებს ეძებს და არა თავის გასასამართლებელ საბუთებს.


ძალიან რთულია იმ ფაქტის გაცნობიერება და მიღება, რომ ურთიერთობას მომავალი არ აქვს.მით უფრო იმის გაგება, რომ მამაკაცისთვის არაფერს წარმოადგენდი. რათქმაუნდა, ეს მხოლოდ ზედაპირული ჩამონათვალია, ნებისმიერი ურთიერთობა ხომ უნიკალურია, მაგრამ მამაკაცის არასერიოზულ განზრახვას ნამდვილად გასცემს მისი ქცევა.


0
215
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0