x
image
ხატია გელბრეიტი
მსოფლიოს უკანასკნელი მამრობითი სქესის ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა გარდაიცვალა
image

სუდანი, მსოფლიოს უკანასკნელი მამრობითი სქესის ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა, ხანდაზმულობისგან გამოწვეული ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სუდანი კენიაში, ოი პეჯეტას ნაკრძალში ცხოვრობდა. დღესდღეობით მისი სახეობის მხოლოდ ორი წარმომადგენელია ცოცხალი - მისივე ქალიშვილი და შვილიშვილი. ამ სახეობის გამრავლების ერთადერთ იმედად ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) ტექნიკის განვითარებაღა რჩება.



მარტორქები, რომელთა ხუთი სახეობა არსებობს, სპილოების შემდეგ ხმელეთის ყველაზე დიდი ძუძუმწოვრები არიან. თეთრი მარტორქები ორ ქვესახეობად იყოფიან : სამხრეთის თეთრ მარტორქებად, რომელთა დაახლოებით 20000 წარმომადგენელი არსებობს და უფრო იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ ჩრდილოეთის თეთრ მარტორქებად.



სუდანი, რომლისთვისაც 45 წელი 90 ადამიანურ წელს უტოლდებოდა, ამ უიშვიათესი სახეობის უკანასკნელი მამრობითი წარმომადგენელი იყო. ბოლოსწინა 2014 წელს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.




თეთრი მარტორქას ამ სახეობის დიდი ნაწილი უგანდაში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანში და ჩადში 1970-80-იან წლებში ბრაკონიერობას შეეწირა. მათზე ნადირობის დიდი ინტერესი გამოწვეული იყო მარტორქის რქაზე მოთხოვნით, რომელიც აზიაში ტრადიციული მედიცინისთვის და იემენში ხანჯლის დასამზადებლად გამოიყენებოდა.


2008 წლისთვის ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა გადაშენების პირას გამოცხადდა.


2009 წელს ამ სახეობის ბოლო 4 ცოცხლად დარჩენილი წარმომადგენელი, მათგან ორი მდედრობითი და ორი მამრობითი, ჩეხეთიდან კენიაში გადაიყვანეს. ტრანსფერის მიზეზი იმედი იყო, რომ მშობლიურ გარემოში მოხვედრა მათ გამრავლებას შეუწყობდა ხელს.თუმცა, განაყოფიერების მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.


აღსანიშნავია, რომ Tinder-ზე სუდანისთვის პროფილიც შექმნეს, რომელიც მიზნად არა მისთვის სიყვარულის პოვნას, არამედ მარტორქებისთვის საჭირო ინ ვიტრო განაყოფიერების განვითარებისთვის საკმარისი თანხის მოგროვებას ისახავდა მიზნად.


ბუნების დამცველები ისევ არ ნებდებიან. სუდანის სიკვდილამდე, მათ მისი გენეტიკური მასალა აიღეს, რომლითაც და ცოცხლად დარჩენილი მარტორქების კვერცხუჯრედებით მომავალში განაყოფიერების ექსპერიმენტებს ისევ ჩაატარებენ .



წყარო : BBC

0
214
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0