x
მეტი
  • 20.07.2018
  • სტატია:78754
  • ვიდეო:331478
  • სურათი:435438
"ბატონმა გიორგი გაბუნიამ, ნამდვილად დაუშვა შეცდომა, როცა ირონიულად წარმოთქვა გადაცემაში, ის რაც თქვა, რადგან მან წინასწარ იცოდა..."-ათონის მონასტერში მოღვაწე ბერი მამა იერონიმე

მამა იერონიმე ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერია, აი, რას წერს გუშინდელ

თავდასხმასთან დაკავშირებით რუსთვი2-ზე:


image


1) ბატონმა გიორგი გაბუნიამ, ნამდვილად დაუშვა შეცდომა, როცა ირონიულად წარმოთქვა გადაცემაში, ის რაც თქვა, რადგან მან წინასწარ იცოდა, რომ იესო ქრისტეს სახელი, ქართულ საზოგადოებაში არის ძალზედ სენსიტიური და მის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებას, აუცილებლად მოჰყვებოდა უარყოფითი დამოკიდებულება, ამიტომ მიზანმიმართულ პროვოკაციულ განცხადებად მივიჩნევ მის მიერ გაჟღერებულ სიტყვებს. ამიტომ მან აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში საჯაროდ!

2) ის რაც მოვისმინე და დავინახე ''რუსთავი 2''-ის შენობასთან, არის მეორე უკიდურესობა და ანტიქრისტიანული ბრბო, რომელშიც ქრისტეს გარდა ყველაფერი დავინახე. როგორ შეიძლება ქრისტიანმა ადამიანმა, ამ მძიმე მარხვაში მეორე ადამიანს, თუნდაც ათეისტს და მტერს მიაყენოს ამ დონის შეურაცხყოფა და დარწმუნებული ვარ, მანქანაში რომ არ მჯდარიყო ბატონი გაბუნია, აუცილებლად მოკლავდნენ სიამოვნებით, მინიმუმ დაასახიჩრებდნენ.

3) მიმაჩნია რომ ბატონი გაბუნიას ნათქვამი იმდენად დიდი სიმძიმის სიტყვა არ იყო, რამდენადაც ე.წ "ქრისტეს დამცველთა" მიერ შეძახილები: "იესო ქრისტეს როგორ აყენებ შეურაცხყოფას შენი დედა...", "ქრისტეს როგორ ახსენებ შე თე**ო" და ა.შ, ამის გაგონებაც კი მზარავს...

4) ჭეშმარიტი ქრისტიანები ორმოცეულის მარხვის პროცესში არიან და ელოდებიან უფლის აღდგომის დღესასწაულს, სინანულით და სიხარულით... რომელ იქ მყოფ ადამიანში ამოიცანით მმარხველი?!

5) გაიჟღერა სიტყვებმა, "ეს რომ მუსლიმანურ ქვეყანაში მომხდარიყო, გაბუნიას ჩამოახრჩობდნენ, ან ცოცხლად გაატყავებდნენ და ჩვენ რატომ უნდა მოვითმინოთო".

ანუ გესმით თქვენ ეს სიტყვები რას ნიშნავს?! ადამიანებმა ისიც კი არ იციან რატომ არ უნდა მოკლან სხვა ადამიანი... იმიტომ რომ იმ უფალს, რომელსაც თითქოს თქვენ იცავთ, ნათქვამი აქვს თქვენდამი საუკუნეების წინ რომ არა "კაც-ჰკლა"!

თქვენ ვერ იაზრებთ, რომ ქრისტიანობა არ არის ჯიჰადისტობა?!

რომ გჭირდებათ მუსლიმებს ჰბაძავთ, მაგრამ მუსლიმებს კიარა ჯიჰადისტებს და რომ გჭირდებათ, ღორის თავს უკიდებთ მუსლიმებს მედრესეზე!

ღმერთმა შეგვამეცნებინოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა!"-წერს იგი.

3
848
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
Mediator image
848
  
7 ივნისი, 13:19
SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
7 ივნისი, 13:19
SEV.GE - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! SEV.GE გვეწვიეთ ეხლავე!!!
21 მარტი, 11:20
"ანტიქრისტიანული ბრბო, რომელშიც ქრისტეს გარდა ყველაფერი დავინახე" - აი, საეკლესიო პირი, რომელიც ნამდვილად აზროვნებს. სამწუხაროდ ასეთები ნაკლებადაა შემორჩენილი ჩვენში და სწორედ ეს იწვევს ამ "ანტიქრისტიანული ბრბოს" ჩამოყალიბებას. მხოლოდ ერთ რამეში ვერ დავეთანხმები მამა იერონიმეს: გაბუნიას არავითარი შეცდომა არ დაუშვია, დარწმუნებული ვარ, ათასჯერ ჰქონდა ეს ფრაზა დამუშავებული, ამით ორი კურდღელი ერთად დაიჭირა: ბიძინასაც ჩაკორტნა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაზეა წამსვლელი ეს ვითომდა მართლმორწმუნე "მრევლი".
0 1 3