x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დღეს ბუნიაობაა-რა ვიცით ბუნიაობის შესახებ?
image

20(21) მარტს ბუნიაობოაა, ანუ როცა დღე და ღამე თანაბრდება, წელიწადში ორჯერაა ბუნიაობა, გაზაფხულზე- 20 ან 21 მარტს და შემოდგომაზე -22 ან 23 სექტემბერს.პირველ შემთხვევაში მზე გადაინაცვლებს სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩრდილოეთით, ხოლო მეორედ პირიქით, ჩრდილოეთიდან სამხრეთში.



ამ დროს მზე ეკვატორის მიმართ ზენიტშია, რის გამოც ჩრდილოეთი და სამხრეთი ნახევარსფეროები სინათლისა და სითბოს თანაბარ რაოდენობას იღებენ.



დღეიდან დღე ყოველდღიურად მოიმატებს და პიკს მიაღწევს 21-22 ივნისს, ანუ როდესაც დღე ყველაზე გრძელია. ამ დროს დღის ხანგრძლივობა 17 საათი და 33 წუთია.შემდგომ კვლავ იკლებს.


image

გრიგონიალური კალენდარი ისეა მოწყობილი, რომ პერსპექტივაში ბუნიაობა ერთი და იგივე დროს დაემთხვეს, თუმცა მცირე ცდომილებები მაინც შემოინახა ისტორიამ.


ნაადრევი ძირითადად ნაკიან წელს ხდება, ხოლო დაგვიანებული ნაკიანის წინა წელს.გაზაფხულის ყველაზე ადრეული ბუნიაობა დაფიქსირდა 1696 წელს. 19 მარტს, 15 საათზე და 5 წუთზე, ხოლო შემოდგომის- 22 სექტემბერს 3 ს. და 8 წუთზე.


რაც შეეხება ყველაზე დაგვიანებულ ბუნიაობას, 1903 წელს მოხდა :გაზაფხულის -21 მარტს, 19 საათზე და 15 წუთზე, შემოდგომის-24 სექტემბერს, 5 საათზე და 45 წუთზე.

image

უახლოესი ასი წლის განმავლობაში ყველაზე ნაადრევი ბუნიაობა 2096 წელსაა მოსალოდნელი, ხოლო გვიანდელი 2013 წელს იყო:21 მარტს 6 საათზე და 27 წუთზე და 23 სექტემბერს 15 საათზე და 28 წუთზე.


imageიხილეთ აგრეთვე

image

0
482
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0