x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ადრინდელი ფეოდალიზმის ხანა,ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა და კლასიკური ლიტერატურის ჩასახვის პირობები
image


ქართველი ერი იმ ერთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელთაც თავის ენაზე შექმნეს მდიდარი ქრისტიანული ლიტერატურა, შინაარსიანი საეკლესიო მწერლობა.ამავე დროს ის ერთგვარ გამონაკლისსაც შეადგენს როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქრისტიან ერთა შორის:მაშინ, როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანი ერები შებოჭილი იყვნენ მხოლოდ რელიგიურ-დეოლოგიური ბორკილებით, ქართველებმა მნიშვნელოვან საეკლესიო მწერლობასთან ერთად, განავითარეს მდიდარი საერო მხატვრული მწერლობა, რომელსაც მხედველობაში ყავს ჩვეულებრივი ადამიანი ამქვეყნიური ცხოვრების პირობებში, მისი არამარტო სულიერი, არამედ მატერიალური, ხორციელი მოთხოვნილებებით და მისწრაფებებით.სწორედ, ეს ჰ უ მ ა ნ ი ზ მ ი, დასავლეთ ევროპის ისტორიაში შედარებით გვიანი მოვლენაა.



საინტერესოა, თუ რამ შეუწყო ხელი ამ გარემოებას, რამ გამოიწვია ჩვენში შვიდსაუკუნოვანი საეკლესიო მწერლობის პარალელურად შექმნილიყო და გაფურჩქვნილიყო მეტად საყურადღებო საერო მხატვრული ლიტერატურა?



პირველი ქართული წარწერა დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვის 433 წლით(ის ღმოჩენილია ისრაელში).493-94 წლებში საქართველოში აღმოჩენილია ბოლნისის სიონის წარწერა.მეხუთე საუკუნეში შეიქმნა ი.ცურტაველის- ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები "შუშანიკის წამება".მეექვსე საუკუნის მნიშვნელოვანი თხზულებაა უცნობი ავტორის "ევსტათე მცხეთელი".ქართველმა სასულიერო პირებმა ბიბლიის უძველესი ხელნაწერები აღმოაჩინეს ათონის ივერთა მონასტერში, რომელიც 979 წელს დაარსდა, მანამდე კი ბიბლია საქართველოში მეშვიდე-მერვე საუკუნეებში იქნა სრულად ნათარგმნი.



საეკლესიო მწერლობის მძლავრმა განვითარებამ მეათე-მეთერთმეტე საუკუნისათვის შექმნა ჩამოყალიბებული და დამუშავებული ქართული ლიტერატურული ენა, რომელსაც შეეძლო გადმოეცა ადამიანის სულიერი თუ ხორციელი გრძნობების ყოველი ნიუანსი. მეთერთმეტე საუკუნიდან მწიგნობრობა ეკლესია-მონასტრებიდან გადავიდა უფრო ფართო მასებში, -საერო-სამხედრო წრეებში და სალიტერატურო ენა დაუახლოვდა სასაუბრო, ხალხურ ენას.და ამ ორი სასაუბრო ენის შერწყმით ჩვენ მივიღეთ საერო პოეზიის ნამდვილი მარგალიტები.


საერო ლიტერატურას შინაარსობრივად ამზადებდა ძველი ჰაგიოგრაფია, რომლითაც ასე მდიდარია ჩვენი პირველი პერიოდის მწერლობა, როგორც ნათარგმნი, ისე ორიგინალური.


რა იყო მთავარი მიზეზი, რომ ასე მალე ცამოყალიბდავ ჩვენში საერო მხატვრული ლიტერატურა?ამის მთავარი მიზეზი იყო რა წინაქრისტიანული, წარმართული ლიტერატურის ტრადიციები, ასეთი ტრადიციები მრავლად იყო და უფრო ძლიერად ძველ წარმართულ საბერძნეთში, მაგრამ ამ ეტაპზე იქ ვერ შეიქმნა საერო მხატვრული ლიტერატურა.


ქართული საერო ლიტერატურის წარმოშობის მიზეზები არის შემდეგი პირობები:1.საქართველოს აქამდე ერთმანეთისგან გათიშული სხვადასხვა ფეოდალური ნაწილის დამოუკიდებელ მონარქიაში გაერთიანება საერთო კულტურულ-ლიტერატურული მშენებლობისთვის.


2.ამ პერიოდში ეკლესიას, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს, მიუხედავად მისი ძლიერებისა, არ ეპყრა ხელში ქვეყნის მართვის სადავეები, რომელიც მას წინა პერიოდში ჰქონდა ვმოპოვებული.მმართველი ძალა იყო საერო სახელმწიფოებრივი ხელისუფლება.


3.პოლიტიკურ-ეკონომიკური ძლიერება ერისა.ამ დროისათვის ეკონომიკურად გაძლიერებული საქართველო თავისუფლად ამოისუნთქავს გარეშე მტრებთნ ომებისა და შინაური არეულობებისგან, საზოგადოებამ ეკლესიას შეურწმო ამქვეყნიური ცხოვრების ღირებულება, შეიმუშავა ჰუმანური იდეალები და მისწრაფებანი.


4.მონარქიული ბრწყინვალე სამეფო კარის არსებობა.სამეფო კარი გადაიქცა საერო მხატვრული ლიტერატურული ცხოვრების მთავარ ცენტრად.სასახლეში ბევრი ცნობილი და არაცნობილი, სხვადასხვა პროფესიის ხალხი იყო თრავმოყრილი, როგორც სამეფო კარის მგოსანნი.


5.აბსოლუტური მონარქიის რაინდული შინაარსი.იმ სადევგმირო და ვსამიჯნურო-რომანტიკული მოტივების დამუშავება, ქალის კულტი და სხვ.გახდა პირობა ჩვენში საერო მხატვრული ლიტერატურის იმ პერიოდში აღმოცენებისა ჩვენში.ყველაფერი ეს ის ნიადაგი იყო, რომელზედაც უნდა ამოსულიყო საერო ლიტერატურის მარცვალი.

0
178
1-ს მოსწონს
ავტორი:მირზა88
მირზა88
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0