x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
დინოზავრები (ნაწილი მეშვიდე)

დინოზავრები



1) ალიორამუსი - ბინადრობდა აზიაში ცარცული პერიოდის მაასტრიხტულ ხანაში, 72, 1 - 66 მილიონი წლის წინ. მისი განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია მონღოლეთში. იზრდებოდა დაახლოებით 6 მეტრის სიგრძის და 2 მეტრზე მაღალი. იყო ხორცისმჭამელი ტირანოზავრისებრი.


ალიორამუსი. დინოზავრი


2) ალოზავრი - ბინადრობდა 3 კონტინენტზე - აფრიკაში, ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში იურული პერიოდის კიმერიჯიული ხანიდან ტითონიურ ხანამდე, 157, 3 - 145 მილიონი წლის წინ. იყო ხორცისმჭამელი მონადირე. იზრდებოდა 9.7 მეტრის სიგრძის და 3 მეტრზე მაღალი.



ალოზავრი. დინოზავრი



3) ალნაშეტრი - ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში ცარცული პერიოდის კენომანურ ხანაში 100, 5 - 93, 9 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია არგენტინაში. რიო ნეგროს პროვინციაში, კანდელეროს ფორმაციაზე. იყო ხორცისმჭამელი და ასევე ინსექტივორი ანუ მწერიჭამია და იზრდებოდა დაახლოებით ლაბრადორის ზომის და ძალიან ჰგავდა დღევანდელ ფრინველებს.


ალნაშეტრი. დინოზავრი



4) ალოკოდონი - ბინადრობდა ევროპაში შუა იურულ პერიოდში, 174, 1 - 163, 5 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია პორტუგალიაში. იყო ყველაფრისმჭამელი და იზდებოდა სიგრძის ერთ მეტრზე მეტი და სიმაღლით 50 სმ.


ალოკოდონი



5) ალტირინუსი ბინადრობდა აზიაში ცარცული პერიოდის აფციურიდან ალბიურ ხანამდე, 125 - 100, 5 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია მონღოლეთში. დორნოგოვის პროვინციაში, ხუხტეკის ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი და იზრდებოდა სიგრძით 8 მეტრი, ხოლო სიმაღლით 2, 5 მეტრი.


ალტირინუსი. დინოზავრი






ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
49
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
49
  
2018, 20 მარტი, 23:39
რატომ არ გაინტერესებთ პალეონტოლოგია? დედამიწის და სიცოცხლის უძველესი ისტორიაა. წინაპრებიო რომ იძახით ქართველები სულ, აი პალეონტოლოგია აღწერს ჩვენს უძველეს წინაპრებს :)))
2018, 20 მარტი, 17:52
ielts-ის ტესტში შემხვდა დინოზავრებზე ტექსტი ,სულ თავბედი ვიწყევლე ეს ვის აინტერესებს მეთქი და თურმე ეგრე არაა :D
0 1 2