x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
სარეცხი მანქანის გამოყენების 3 მთავარი წესი
გინდათ იცოდეთ როგორ გამოიყენოთ სარეცხი მანქანა ისე, რომ დაზოგოთ ელექტროენერგია და შეასაბამისად ფინანსები? სწორად ამ საკითხზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში.

სარეცხი მანქანის გამოყენების წესები

image

წესი #1 - ბოლომდე გაავსეთ სარეცხი მანქანა


არ ჩართოთ სარეცხი მანქანა ნახევარი დატვირთვით. არასდროს გარეცხოთ ერთი ნივთი, სანაცვლოდ გაავსეთ მანქანა. სარეცხი მანქანის სრული დატვირთვით მუშაობა უმჯობესია მექანიზმისთვის, ამ დროს იგი ნაკლებად იცვითება.


წესი #2 - არ დააყენოთ რეცხვა მაღალ ტემპერატურაზე


თუ თქვენ აყენებთ რეცხვის ტემპერატურას 30°C-ს, 40°C-ის ნაცვლად, რასაც ვიყენებთ სტანდარტულად, მაშინ თქვენ დაზოგავთ 35%-მდე ელექტროენერგიას ერთ რეცხვაზე. წარმოიდგინეთ რამდენს დაზოგავთ 1 წლის მანძილზე.


წესტი #3 - აირჩიეთ დაბალი ელექტრომოხმარების მქონე სარეცხი მანქანა.


სარეცხი მანქანის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ «А+»-ს - ენერგომოხმარების კლასი. «А+» კლასის მანქანები გაცილებით უფრო ეკონომიურია და მეტად ზოგავს ელექტროენერგიას, ამავდროულად გარეცხვის ხარისხი არანაირად არ ჩამოუვარდება სხვა კლასს.

დაიცავით ეს 3 მარტივი წესი და თქვენ ყოველდღიურად დაზოგავთ ოჯახის ბიუჟეტს.


სწორად მოვიხმაროთ სარეცხი მანქანა


სარეცხი მანქანის "სიცოცხლის" გახანგრძლივებისთვის რეკომენდირებულია პროფილაქტიკური წმენდის ჩატარება მის შიდა დეტალებზე. გამოიყენეთ პროფესიონალური საშუალებები ან ლიმონმჟავა. ჩაყარეთ 50-100 გრამი სპეციალურ განყოფილებაში და ჩართეთ რეცხვის რეჟიმი ტანსაცმლის გარეშე 90°C-ზე.



მას შემდეგ რაც მანქანა დაასრულებს მუაობას გამორთეთ დენიდან, რადგან დენში შეერთებული მანქანა მაინც იყენებს მცირე ელექტროენერგიას.



თუ გინდათ, რომ გარეცხილ თეთრეულს კარგი სუნი ქონდეს, რეცხვის შემდეგ დატოვეთ კარი ღია. თუ დაკეტავთ კარს დროთა განმავლობაში გაჩნდება უსიამოვნო სუნი, რომელიც შემდეგ თეთრეულს გადაეცემა.



ახლა უკვე თქვენ იცით, თუ როგორ გამოიყენოთ სარეცხი მანქანა.ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რათა თავიდან აირიდოთ ზედმეთი უსიამოვნება.






0
281
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით ჩხვირკია
დავით ჩხვირკია
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0