x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დაპირისპირება დედოფლისწყაროში - აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ბიჭი ერთი თვეა სკოლაში არ დადის (ვიდეო)
image


დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯში აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ბიჭი თვეზე მეტია სკოლაში აღარ დადის. მოსწავლის ოჯახში ამბობენ, რომ იძულებულნი გახდნენ პროტესტი ამ ფორმით გამოეხატათ.


ბიჭის დედა მაკა შარმაზანაშვილი სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართული საჯარო სკოლის ადმინისტრაციას და ინკლუზიური სწავლების სპეც-პედაგოგს ჟანა ბაბაიანს უყურადღებობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვისთვის სკოლამ შესაბამისი გარემო ვერ შექმნა. არასათანადოდ შედგენილი სასწავლო გეგმით კი მისი შვილი განვითარებას ვერ ახერხებს. ამიტომ პედაგოგის შეცვლამდე ბავშვის სკოლაში მიყვანას არ აპირებენ.


ოჯახმა განათლების სამინისტროს განცხადებით მიმართა, ბავშვის უფლებების დაცვა და დროული რეაგირება ითხოვა.



ბავშვის ბებია, მაყვალა მამულაშვილი ამბობს, რომ სხვა მოსწავლეების მშობლები და პედაგოგები ხშირად ცრუობდნენ, თითქოს აუტისტური სპექტრის ბავშვი კლასში აგრესიული იყო, სხვა ბავშვებს კი განათლების მიღებაში ხელი ეშლებოდათ.


ბრალდებებს უარყოფს სპეცპედაგოგი ჟანა ბაბაიანი. ის ირწმუნება, რომ მოსწავლის უფლებები არასოდეს დაურღვევია, ბიჭი კლასში თავს კარგად გრძნობს და მათ შორის იდეალური ურთიერთობაა. პედაგოგი ამბობს, რომ პრობლემა არა ბავშვში, არამედ მშობელშია. ის ადასტურებს, რომ გაკვეთილის მსვლელობისას ბავშვს კოლიდორიდან მეთვალყურეობდა და ეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით იყო განსაზღვრული. მისთვის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით მშობლისგან წამოსული პრეტენზიებიც გაუგებარია. ამბობს, რომ 40 წელია ამ სკოლაში მუშაობს, ინკლუზიურ სწავლებაშიც საკმაო გამოცდილება აქვს და სათანადო გადამზადებაც გაიარა. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ჯილდოს, ღირსების ორდენს უსაფუძვლოდ არ მიანიჭებდნენ.


0
115
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0