x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ეგვიპტის სულთანი - სალადინი

სალადინი-ეგვიპტის სულთანი

ევროპაში ცნობილი, როგორც სალადინი, სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი, იყო ეგვიპტის სულთანი 1171 წლიდან. ის არის აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი, რომელიც მართავდა სირიას, ეგვიპტეს, ერაყს“ჰიჯაზს და იემენს.წარმოშობით ქურთი, დაბადებული ერაყის ქალაქ ტიკრიტში, საიდანაც მისი ოჯახი გაძევებული იქნა მოსულში.მამამისი ნეჯმ ად-დინ აიუბი ბაალბეკის მმართველი იყო.ახალგაზრდობაში სალადინი რამდენიმე წელი ცხოვრობდა დამასკოში, სადაც მიიღო მრავალმხრივი განათლებაის წარდგენილი იყო ალეპო და დამასკოს ამირა ნურ ად-დინთან, ვისთანაც მისი ნათესავები მსახურობდნენ.1164-1169 წლებში მონაწილეობდა მოსულის მმართველების-ზ ე ნ გ ი დ ე ბ ი ს ლაშქრობაში ეგვიპტეში.ეგვიპტის ვეზირი გახდა 1169 წელს, ხოლო 1171 წელს ფ ა ტ ი მ ი დ ე ბ ი ს დამხობის შედეგად ერთპიროვნული ძალაუფლების მქონე სულთნის ტიტული მიიღო.ამ დროიდან ეგვიპტეში დაიწყეს მისი სახელობის ფულის მოჭრა.1174-76 წლებში დამპყრობელური ომების შედეგად შეიერთა სირია, შუამდინარეთი, იემენი და დიდი იმპერია შექმნა, რომელიც წინ აღუდგა ჯვაროსნულ ლაშქრობებს.სალადინი ისტორიაში შევიდა, როგორც ჯვაროსნების უდიდესი მოწინააღმდეგე.1187 წლის 3-4 ივლის შებრძოლება მოხდა სოფელ ჰატინთან, პალესტინაში, სადაც მან დაამარცხა ჯვაროსნები.იმავე წლის ოქტომბერში აიღეს იერუსალიმი და განდევნეს ევროპელები სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილიდან.1191 წელს სალადინი ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულს დაუპირისპირდა, რომელთანაც დამარცხდა.რიჩარდმა იერუსალიმის აღება მაინც ვერ შეძლო.ეს ორი მონარქი, რომლებიც ერთმანეთის მტრები იყვნენ, მიუხედავად ამისა უდიდეს პატივს სცემდნენ ერთმანეთს, რაც აისახა კიდეც იმდროინდელ ევროპულ რომანსებში.საბოლოოდ 1192 წელს დადებულმა ზავმა დროებითი სიმშვიდე ჩამოაგდო დაპირისპირებულებს შორის.საბოლოოდ რიჩარდმა მხოლოდ აკრას და ახლომახლო ტერიტორიების დაკავება მოახერხა, შემდეგ იძულებული გახდა ინგლისსწი დაბრუნებულიყო, რადსგან შეიტყო რომ მისი არყოფნით საგებლობდა მისი ძმა ჯონი და სამეფო ტახტის ხელში ჩაგდებას ცდილობდა.საბოლოოდ უპირატესობა მაინც სალადინის მხარეს დადგა, რადგან მიუხედავად დამარცხებისა, მან შეაჩერა ჯვაროსნული ჯარი და იერუსალიმიც შეინარჩუნა.

1193 წლის 4 მარტს სალადინი ყვითელი ციებ-ცხელებისგან გარდაიცვალა.ის დამასკოში, ომეიდების მეჩეთშია დაკრძალული.

0
216
შეფასება არ არის
ავტორი:მირზა88
მირზა88
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0