x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20 მარტი – სურვილების ჩაფიქრების დღეა

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 20 მარტი მაგიური დღე არის. ასეთი დღე, წელიწადში ერთხელ დგება და ამიტომ, გვირჩევენ არ გავუშვათ შანსი და გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომელსაც ეს დღე გვთავაზობს. და მაინც, რით არის განსაკუთრებული ეს დღე?!

როგორც ვიცით, 20 მარტი გაზაფხულის ბუნიაობის (დღე როდესაც მზე სამხ. ნახევარსფეროდან ჩრდ. ნახევარსფეროში გადადის) დღე არის. ძველი ხალხებისთვის ეს დღე გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდებოდა. ამიტომ, მას ყოველთვის ზეიმით აღნიშნავდნენ და მზის სადიდებელ რიტუალებს ატარებდნენ. ითვლებოდა, რომ ამ დღეს, ბუნება ზამთრის ძილისგან იღვიძებდა, ბინდი იხევდა და დღე იზრდებოდა.


image


ასტროლოგიური თვალსაზრისით, ჭეშმარიტი ახალი წელი, სწორედ 20-21 მარტის ღამე დგება და ეს პერიოდი საუკეთესო დრო არის საკუთარი სურვილების კოსმოსში გასაშვებად, ძველი პრობლემების დასავიწყებლად, ახალი ცხოვრების დასაწყებად...

თბილისის დროით, ბუნიაობა 20 მარტს, 20 : 15 სთ-ზე დგება და სურვილი სწორედ ამის შემდეგ, 8 საათის განმავლობაში, ანუ მეორე დღის, დილის 4:15 სთ-მდე უნდა ჩაიფიქროთ. ზუსტი დრო განსაზღვრული არ არის. მთავარია, რომ სურვილის ჩათქმის დროს, მარტო იყოთ და საკუთარ აზრებზე, მიზანზე და სურვილებზე შეძლოთ კონცენტრირება.

სურვილის ჩაფიქრების წესები კი ასეთია:

I. უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ ისეთი მიზანი უნდა დაისახოთ ან ისეთი სურვილი უნდა ჩაიფიქროთ, რომლის ასრულება უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ 1 წელში იქნება შესაძლებელი. დაწერეთ ფურცელზე მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სურვილი. სურვილი სწორედ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, ამიტომ ვიდრო დაწერთ, კარგად დაფიქრდით.

II. კარგი იქნება, თუ სურვილების ნაცვლად, იმ მიზნების სიას შეადგენთ, რომლის მიღწევაც გინდათ. ამ სიაში 9 ან 9-ზე ნაკლები (აუცილებლად 1-ზე მეტი) სურვილი შეგიძლიათ შეიტანოთ.

III. სურვილი ხელით უნდა დაწეროთ, შეეცადეთ, რომ ლამაზად გამოგივიდეთ.

IV. წერის დროს, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების სრული მობილიზება შეძლოთ და პროცესი არ შეწყვიტოთ. ამიტომ, გამორთეთ ტელეფონი, ტელევიზორი და საერთოდ, ყველა სახის ელ. მოწყობილობა, რომელიც ხმას გამოსცემს. მოიხსენით საათი და სამკაული.

V. ჩააქრეთ სინათლე და აანთეთ წითელი სანთელი (სანთელი დიდი არ უნდა იყოს).

VI. მოდუნდით და დაიწყეთ წერა.

VII. როდესაც ყველა სურვილს, თუ მიზანს ჩამოწერთ, სია ხმამაღლა წაიკითხეთ.

VIII. ამის შემდეგ, 20-30 წუთის მანძილზე იფიქრეთ საკუთარ სურვილებზე. ყოველი მიზანი საკუთარ თავში გაატარეთ. წარმოიდგინეთ ძალიან ლამაზი ფილმი, რომელშიც თქვენი ყველა სურვილი რეალიზებული იქნება და მნიშვნელოვანია, რომ მისი პასიური მაყურებელი კი არა, მთავარი როლის შემსრულებელი იყოთ.

IX. სანთელი ბოლომდე უნდა ჩაიწვას. თქვენს მიერ შედგენილი სია მის გვერდით დადეთ და შეგიძლიათ თქვენს საქმეებს მიხედოთ.

X. სანთლის ჩაქრობის შემდეგ, სია შეინახეთ. შეგიძლიათ ჩანთით, საბუთებთან ერთად, სულ თან ატაროთ ან სახლში, თქვენთვის წმინდა ადგილზე შეინახოთ.image1 წლის შემდეგ, ახალი სურვილების ჩაფიქრების წინ, სია დაწვით და ახალი სურვილების წერას შეუდგეთ. image

ყველა ინტერმედიელს და საიტის სტუმარს წარმატებულ წელს და ყველა სურვილის ასრულებას გისურვებთ!!!image

0
255
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0