x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134479
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
„გაბუნიას ეთიკის საბჭომ საყვედური გამოუცხადა“ - ნიკა გვარამია

image

.

გადაცემა P.S.-ის წამყვანს გიორგი გაბუნიას, გუშინ გადაცემის მსვლელობისას ისეო ქრისტესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, საყვედური გამოეცხადა. ამის შესახებ განცხადება, სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.
.
ნიკა გვარამიას თქმით, დღეს შეიკრიბა შიდა ეთიკის საბჭო, რომელმაც ჩათვალა, რომ გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადება, ლახავდა მორწმუნეთა გრძნობებს. გვარამიამ მორწმუნეებს ბოდიში მოუხადა.
.
"არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა ამ მორწმუნეებში ა რ ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვიც აქ იყვნენ, ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად, არცერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად, შესაბამისად ამ ადამიანებს არ ვგულისხმობთ. დღეს დილიდან რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირის რელიგიური გრძნობების შელახვას გაბუნიას განცხადებების გამო, ყველას შევახსენებ რომ იერო ქრისტე არ არის მხოლოდ მართლმადიდებლური აღმსარებლობის საკუთრება და მასთან დაკავშირებული განცხადებები ლახავს ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის გრძნობებს. გიორგი გაბუნიას გამოეცხადა საყვედური, "- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ.
.
ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
.
დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშის“ წევრების მიერ გამართული აქციის შესახებ „112“-ში შეტყობინება 16:32 ზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟების მობილიზება „რუსთავი-2“-ის ეზოსთან 16:39 საათზე დაიწყო.
.
0
60
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0