x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძველი ქართული საერო ლიტერატურის ისტორიის სამი პერიოდი
image


ძველი ქართული საერო ლიტერატურის ისტორია სამ ეტაპად იყოფა.


პ ი რ ვ ე ლ ი პ ე რ ი ო დ ი - ქართული კულტურისა და ლიტერატურის კლასიკური ხანაა.იგი "პატრონყმური" ფეოდალიზმისა და ფეოდალური მონარქიის ხანას ემთხვევა.ეს პერიოდი იწყება მეათე საუკუნის 80-იანი წლებიდან, როდესაც საფუძველი ეყრება საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებასა და პატრონყმურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებას. ამ პერიოდმა დაგვიტოვა შეუდარებელი თხზულებები, რომელნიც მისაბაძი და სამაგალითო გახდა შემდეგ ეტაპისათვის, მაგ:"ვეფხისტყაოსანი".ეს პერიოდ არ დასრულებულა არც მე-12 და არც მე-13 საუკუნის მეორე ათეულის ბოლოს, მონღოლების პირველი შემოსევის წელს, როგორც ეს მიღებულია ჩვენში.მართალია მონღოლებმა ბოლო მოუღეს ჩვენი ისტორიის კლასიკურ პერიოდს, მაგრამ არა მაშინვე“არამედ გაცილებით გვიან, არაუადრეს 60-იანი წლების დამდეგისა.


ჩვენი საერო მწერლობის კლასიკური პერიოდი თავის მხრივ, შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად.პირველი ხანა- ეს არის მე-10 საუკუნის 80-იანი წლებიდან მე-12 ის ნახევრამდე, როცა საერო მწერლობას ჯერ კიდევ არა გაუშლია ფრთები შინაარსისა თუ ფორმის მხრივ და მეორე ნაწილი, -ამ პერიოდის მეორე ნახევარი, რომელიც გრძელდება ერტ ვსაუკუნეს, მე-12 ეს ნახევრიდან მე-13 ეს 60-იან წლებამდე, ეს უკვე არის ნამდვილი კლასიკური ხანა.ამ დროს ქართველთა ნიჭი და ფანტაზია მკვეთრად იჩენს თავს ამ დროის არაჩვეულებრივ და საუკეთესო ნაწარმოებებში.ასეთი მარგალიტებია:"ვეფხისტყაოსანი", "თამარიანი"“ე.წ."აბდულმესიანი" და დღეს დაკარგული "დილარიანი".თხზულებები იწერებოდა როგორც პროზით, ისე საუცხოო ლექსებით.



მ ე ო რ ე პ ე რ ი ო დ ი- ჩვენი ძველი საერო მწერლობისა მე-13 საუკუნის 60-იანი წლებიდან მე-15 საუკუნის დამლევამდე გრძელდება.ის ემთხვევა ფეოდალური მონარქიის თანდათანობით რღვევასა და დაშლას.ამ პერიოდს ცალკე გამოვყოფთ, რა იმიტომ რომ დაგვიტოვა განსხვავებული ამაღლებულად მნიშვნელოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა, არა იმიტომ რომ გაამდიდრა მან ჩვენი მწერლობა სხვადასხვა ორიგინალური თხზულებებიტა ტუ ნათარგმნებიტ, ანდა შეექმნას ახალი კულტურულ-ლიტერატურული ნაწარმოებები, არა, მიზეზი სულ სხვაა და საპირისპირო!ცალკე გამოვყოფთ სულ საწინააღმდეგო მოვლენატა მიზეზით:ეს არის მწერლობის დაკნინებისა და დაცემის პერიოდი.თუ ამ მწერლობის წინა პერიოდი იყო კლასიკური ხანა მისი ზრდა-განვითარებისა, ეს პერიოდი შეიქმნა "კლასიკური" ხანა მისი დაქვეითებისა!ამ მოვლენის მიზეზი იყო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური ცხოვრების უსაზღვრო დაცემა-დაქვეითება, განადგურებაც კი., რაც გამოწვეული იყო მონღოლების შემოსევითა და გაბატონებით.მონღოლების ბატონობამ მოშალა სახელმწიფოებრივი აპარატი, რომელიც მერე აღარ გამრთელებულა.განადგურდა ვაჭრობა, დაცარიელდა ქალაქები და სოფლები, გაბატონდა კარჩაკეტილი ნატურალური მეურნეობა და მთელი ეს ცსიმძიმე ტვირთად დააწვა განსაკუთრებით გლეხებს. განადგურდა განატლებისა და მწერლობის ცენტრები. ჩვენი ლიტერატურული ჰორიზონტი საშინელმა წყვდიადმა მოიცვა, წინა პერიოდის ლიტერატურული მემკვიდრეობაც კი განადგურდა და განიავდა.დაიკარგა მრავალი ლიტერატურული ძეგლი.



მ ე ს ა მ ე პ ე რ ი ო დ ი - ჩვენი საერო მწერლობის ისტორიისა დაახლოებით 3 საუკუნენახევარს გრძელდება. ეს არის საერო კულტურის გამოღვიძება-აღორძინების ხანა.ს პერიოდი დაიწყო მე-16 საუკუნს დამდეგიდან.მონღოლების, განსაკუთრებით თემურ-ლენგის აწიოკების და რბევის ხანასთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისევ უმძიმესი პერიოდი ედგა, ქართულმა კულტურამ იპოვა იმის ძალა, რომ ამ პერიოდში კვლაქვ აღორძინებულიყო.მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება და ძლიერდება ქართველების მისვლა-მოსვლა და კავშირი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან, რისი მიზანიც იყო ომი ოსმალეთთან კონსტანტინოპოლისა და მცირე აზიის განთავისუფლების მიზნით. ეს იყო დრო, როცა ევროპაში იწყებოდა ჰუმანიზმი და რენესანსი, ხელოვნებისა და მეცნიერების აღორძინება.ქართველები ამ კავშირების დროს ეცნობოდნენ ევროპული ჰუმანიზმის მიღწევებსა და მიმართულებას.ამიტომაც ვიწყებთ აღორძინების ეპოქას მე-16 საუკუნის დამდეგიდან.


აღორზინების ეპოქის დასრულება ხდება მე-18 საუკუნეში, რადგან მე-19 საუკუნის დამდეგიდან იწყება ახალი ხანა ჩვენს ცხოვრებაში და ლიტერატურაშიც.რათქმა უნდა ძველი ქარტული ლიტერატურის ტრადიციები ასე უცებ არ შეწყვეტილა, მათი გამოზახილი მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედშიც გვესმის.ამ დროს ლიტერატურაში ძველი ნაკადის წარმომადგენლები უფრო გვხვდება, ისინი უფრო გავლენიანი და მრავალფეროვანნია.



7
1272
3-ს მოსწონს
ავტორი:მირზა88
მირზა88
1272
  
2019, 5 ოქტომბერი, 11:29
,,შუშანიკის წამება" საერო ლიტერატურა არაა, :)
2019, 5 ოქტომბერი, 11:28
სწორად უწერია : ,,ძველი ქართული საერო ლიტერატურის ისტორია..." საერო ლიტერატურის ისტორიის პერიოდიზაციაა და არა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია :)
2018, 20 მარტი, 2:16
თუნდაც,მხოლოდ სათაური წაგეკითხათ...
2018, 20 მარტი, 2:15
7 საუკუნოვანი საეკლესიო მწერლობის პარალელურად შეიქმნა მნიშვნელოვანი ქართული საერო ლიტერატურა.ჰაგიოგრაფიულ და საერო მწერლობას შორის მნიშვნელოვნი განსხვავებაა.ეს კონკრეტული სტატია საერო მწერლობას ეხება,აკი სათაურში ეს დაუფარავად და გარკვევით წერია.
2018, 20 მარტი, 1:59
ეს "რელური ისტორია"კარგად მომეხსენება და "საერო ლიტერატურის"არსიც კარგად მესმის!გადახედე რეალურ ისტორიას ყურადღებით და გაიგებ,რომ საერო ლიტერატურაში არ შედის "შუშანიკის წამება",ის საეკლესიო-აგიოგრაფიული ნაწარმოებია!!!!
2018, 20 მარტი, 0:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 20 მარტი, 0:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7