x
image
ნინო ბაისონაშვილი
ვინ იყო სტივენ ჰოუკინგი
“ეს იყო დიდი მეცნიერი და არაჩვეულებრივი პიროვნება, რომლის შრომებიც კიდევ დიდხანს იცოცხლებს“ -განაცხადეს მისმა შვილებმა: ლუსიმ, რობერტმა და ტიმმა 2018 წლის 14 მარტს, მისი გარდაცვალების დღეს.



image



1959 წელს სტივენ ჰოუკინგი ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სამი წლის შემდეგ კოსმოლოგიის შესასწავლად კემბრიჯის უნივერსიტეტს მიაშურა.

21 წლის ასაკში ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს: ეგრეთ წოდებული შარკოს დააავდება ანუ გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, რასაც ადამიანი პარალიზებამდე მიყავს. მედიკოსები მას მხოლოდ ორი-სამი წლის სიცოცხლეს აძლევდნენ, მაგრამ ჰოუკინგმა ყოველგავარ მოლოდინს გადააჭარბა. ის განაგრძობს სწავლას და კვლევებს, რომლებიც შეუმჩნეველი არ რჩება. 32 წლის ასაკში ბრიტანული საზოგადოების, ბრიტანულ მეცნიერებათა პრესტიული აკადემიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ხდება.



43 წლის ასაკში დაკარგა მეტყველების უნარი. სამაგიეროდ, თვითონვე შექმნა კომპიუტერული, ხმოვანი პროგრამა, რომლის დახმარებითაც გადმოსცემდა სათქმელს. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესებისა, 46 წლის ასაკში გამოაქვეყნა “ დროის მოკლე ისტორია“. ნაშრომი ათ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. ამ ნაშრომში მან ახსნა კოსმოლოგიის უმთავრესი პრინციპები.

ჰოუკინგი ფიქრობდა, რომ 2600 წელს ადამიანს მიწა უნდა დაეტოვებინა. მისი აზრით, კარგი იქნებოდა მეტი ინვესტიციის ჩადება სივრცეში “ ალტერნატიული პლანეტების მოსაპოვებლად, სადაც ადამიანები შეძლებდნენ ცხოვრებას.“ ის ამბობდა: “მალე დედამიწაზე სივრცე შემოგვაკლდება. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ტექნოლოგიური ზონა, რომელიც დღეს ხელს გვიშლის სხვა სამყაროში ვიცხოვროთ“.


სტივენი თავს არ მიიჩნევდა აინშტაინის მასშტაბების მეცნიერად, ამბობდა, რომ მას უფრო მეტად “ ინვალიდი მეცნიერის სტერეოტიპის“ ჩარჩოებში აქცევდნენ და მის პოპულარობას თავის ინვალიდობას მიაწერდა: “ხალხი იხიბლება იმ კონტრასტით, რაც ჩემს ფიზიკურ სისუსტესა და ჩემი კვლევის საგნების სიღრმეს შორის არსებობს“.- თქვა ერთხელ მეცნიერმა.

/სტატიის წყარო : www.francetvinfo.fr/


0
27
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0