x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
7 სწრაფი მეთოდი ფეხსაცმლის გასაახლებლად
თუ ფეხსაცმელი დაგიზიანდათ ან პეწი დაკარგა, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას ან მეწაღესთან მიტანას. შესაძლოა, ყველაფერი თქვენ თვითონ გამოასწოროთ, თანაც ძალიან იაფად და ადვილად.


1. ფეხსაცმელი+ბანანი


image


თუ ფეხსაცმელი “დაიბურა" და აღარ პრიალებს, ნუ იჩქარებთ სხვადასხვა საცხის შეძენას. ჩვენ უბრალო ბანანს გირჩევთ. კარგად წაუსვით ბანანის რბილობი ფეხსაცმელს, შემდეგ კი ქაღალდის ხელსახოცით გააპრიალეთ. მორჩა, მზადაა.




2. ფეხსაცმელი+საშლელი


image


თუ სპორტული ფეხსაცმლის თეთრი ძირები დაისვარა და ვეღარ ათეთრებთ, უბრალო საშლელი გამოყენეთ, რომელიც ჭუჭყს უკვალოდ წაშლის თქვენი ფეხსაცმლიდან.


3.ფეხსაცმელი+წბოვანი ლენტი



imageთუ ახალი ფეხსაცმელი კანს გიხეხავთ და ხელთ სხვა საშუალება არ გაქვთ-შეგიძლიათ ჩვეულებრივი წებოვანი ლენტი (“სკოჩი") გამოიყენოთ პრობლემური ადგილებისთვის.


4.ფეხსაცმელი+ქლიბი


image



ჭუჭყიანი ზამშის ფეხსაცმლისთვის შესანიშნავი საშუალებაა ქლიბი, რომელიც შესანიშნავად გაასუფთავებს თქვენს ფეხსაცმელს. მთავარია, ძალა არ დაატანოთ, რომ სულ არ გადახეხოთ პრობლემური ადგილები.



5.ფეხსაცმელი+მინის საწმენდი სითხე



image


ძველი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური მეთოდი ფეხსაცმლის სიპრიალის აღსადგენად. სცადეთ.



6.ფეხსაცმელი+ვაზელინი


image


ნაკაწრები და გახეხილი ადგილები ლაკის ფეხსაცმლიდან შეგიძლიათ ვაზელინის და ბამბის ჩხირის დახმარებით გააქროთ.



7.ფეხსაცმელი+თხევადი ტყავი



image



არის ასეთი შესანიშნავი საშუალება-“თხევადი ტყავი", რომელიც ავეჯის მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ. იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელი გადაიხეხა, აიქერცლა“, თხევადი ტყავი" შესანიშნავი საშუალებაა ნაკლის აღმოსაფხვრელად.





0
303
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0