x
image
ხატია გელბრეიტი
რას მალავენ ცნობილი ლოგოები
ამაზონის მოქმედი ლოგო 2010 წელს იქნა წარმოდგენილი. მანამდე არსებულ ვერსიაზე წარწერა amazon.com-ი ქვემოდან ყვითელი მრუდით იყო ხაზგასმული. ახალი ლოგოს მრუდი თითქოს სმაილის ასოციაციასაც იწვევს, თუმცა ასევე ისარსაც წარმოადგენს, რომლის ერთი ბოლო ასო A-თან იწყება, ხოლო მეორე- Z-თან მთავრდება. აქ იგულისხმება, რომ ამაზონს A-დან Z-ის ჩათვლით ყველანაირი საქონლის შეთავაზება შეუძლია.

image


Toblerone-ს შოკოლადის წარმოება ბერნში, შვეიცარიაში დაიწყო. ეს ქალაქი ახლოსაა ცნობილ მატერჰორნის მთებთან.სწორედ ეს უკანასკნელია შოკოლადის ლოგოზე გამოსახული. თუმცა, თუ გულდასმით თუ დავაკვირდებით მთის შუაგულში ბერნის სიმბოლოს, დათვს აღმოვაჩენთ.image


ტურ დე ფრანსის ლოგოზე ველოსიპედისტია გამოსახული. ხედავთ მას? სხეული ასო R-ს წარმოადგენს, ხოლო ასო O და ყვითელი მზე ველოსიპედის ბორბლებია.



image


ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის, კარფურის ლოგო ორი მოპირდაპირე მიმართულების ისრებს წარმოადგენს (კარფური ფრანგულად გზაჯვარედინს ნიშნავს ), რომელთა შუაგულში სტილიზებული ასო C შეიმჩნევა.image


სტარბაქსის უახლესი, ცოტათი ასიმეტრიული ლოგო 2011 წელს წარადგინეს.თუ ახლოდან შეხედავთ, ცხვირის კონტურის მარჯვენა მხარე მარცხენასთან შედარებით უფრო ქვემოთაა ჩაღრმავებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს სილამაზის სიმეტრიულობის ცნებას ეწინააღმდეგება, დიზაინერების ჩანაფიქრით, ცოტათი ასიმეტრიულობა ქალთევზას უფრო ადამიანურად წარმოაჩენს.image

გერმანული BMW-ის ლოგო დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, როგორც სტილიზებული საჰაერო პროპელერი ლურჯი ცის ფონზე.წარსულში BMW თვითმფრინავების ძრავების მწარმოებელი იყო და ეს მოსაზრებაც ამ ფაქტზე დაყრდნობით წარმოიშვა.თუმცა, კომპანიამ დიდი ხანი არაა, რაც განმარტა, რომ სინამდვილეში ლოგო გერმანიის ერთ-ერთ ფედერალური მიწის, ბავარიის დროშას წარმოადგენს. ადგილს, სადაც BMW-მ ფუნქციონირება დაიწყო.imageimage



წყარო : CNN

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0