x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
პირველყოფილი საზოგადოება საქართველოს ტერიტორიაზე
image
ძალიან დიდი ხნის წინათ კავკასია ზღვით იყო დაფარული.მილიონი წლების განმავლობაში ხდებოდა ცვლილება ბუნებაში, ნელ-ნელა წყალი ხმელეთს ათავისუფლებდა, ადგილს უთმობდა.ზღვიდან ამოიწია კავკასიონმა და სხვა მთებმა, კასპიის ზღვა და შავი ზღვა გაიყვნენ და მათ შორის კავკასიის ყელი გაჩნდა.

ხმელეთის გაჩენასტან ერტად მომრავლდა მცენარეები და ცხოველები.ბოლოს აქ გაჩნდა ადამიანიც.პირველყოფილი ადამიანის კვალი საქართველოში ბევრგანაა აღმოჩენილი:იმერეთში, სამეგრელოში, აფხაზეთში, თრიალეთში.

უძველესი ადამიანები თავიანთ სადგომებს ხშირად გამოქვაბულებში იკეთებდნენ, სადაც უფრო ადვილი იყო გადაერცინათ თავი სხვადასხვა მტაცებელი ცხოველებისგან და უკეთ დამალვოდნენ სიცივეს.

image მშინდელი ბუნება უფრო მდიდარი იყო დღევანდელისაგან განსხვავებიტ, მდინარეები უფრო წყალუხვი იყო, ტყე ხშირი და გაუვალი, სადაც ცხოველიც მეტი იყო და მცენარეებიც.არსებობდა ბევრი ისეთი ცხოველი, რომელნიც დღეს აღარ არსებობენ ან გადაშენების პირას არიან(მაგალითად:გამოქვაბულის დათვი).


უმწეო იყო პირველი ადამიანი.მას არ შეეძლო მიწის დამუშავება, არ ჰყავდა მოშინაურებული ცხოველები.თავს მხოლოდ ტყის ნაყოფითა და ნანადირევით ირჩენდა.მის იარარებს შეადგენდა:კაჟის ქვა, ობსიდიანის ნამსხვრევები(ვულკანური ქვა), წვეტიანი ძვალი და ხის კეტი.ამ ნივთებს ამუსავებდნენ, როგორც კი ეს შესაძლებელი იყო მათთვის და იყენებდნენ.დასავლეთ საქართველოში მრავლადაა ასეთი იარაღები აღმოჩენილი, კერძოდ ხარაგაულის მახლობლად გამოქვაბულ "დევის ხვრელში".

გამოქვაბული "დევის ხვრელი"ვულკანური ქვაჯგუფებად ცხოვრობდნენ და სანადიროთაც ჯგუფებად დადიოდნენ, ყოველგვარ სამუშაოებს ძირითადად საერთო ძალით ასრულებდნენ."ძველი ქვის" ანუ "პალეოლითის" ხანაში ადამიანმა უკვე იცოდა ცეცხლის გამოყენება.

ადამიანის განვითარების მომდევნო ეტაპი არის "ახალი ქვის" ანუ "ნეოლითის" ხანა.მრავალი ათასი წელის შემდგომ ადამიანები მიუახლოვდნენ ამ პერიოდს, რა დროსაც უკვე იცოდნენ ქვის ხერხვა, ხვრეტა, გალესვა.ცულების გაკეთება ქვებისაგან, რომლებსაც ხვრეტდნენ და ნახვრეტში ტარს უკეთებდნენ.

imageგამოჩნდნენ იარაღის ოსტატები და სახელოსნოები.ადამიანებმა ისწავლეს კალათების დაწვნა, ქსოვილების ქსოვა, თიხის დამუშავება.მოიშინაურეს ცხოველები, უპირველესად ძაღლი.ისწავლეს ცხოველების წველა, შეითვისეს მიწათმოქმედება.

ნეოლითური იარაღები ნაპოვნია იმერეთში, რაჭაქ-ლეჩხუმში, სამეგრელოში, აფხაზეთში.

სწორედ ნეოლითურ ხანაში ჩამოყალიბდა პირველი სოფლები.


1
3278
1-ს მოსწონს
ავტორი:მირზა88
მირზა88
3278
  
2018, 24 სექტემბერი, 21:05
ნეტა რა მოხდება თუ დროში უკან დაბრუნდები და იქ დარჩები
0 1 1