x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134489
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ცირკ დიუ სოლეის შემსრულებელი შოუს მიმდინარეობისას ჩამოვარდა
image
17 მარტის საღამოს ფლორიდაში, ტამპაში ცირკ დიუ სოლეის შოუს VOLTA -ს მიმდინარეობისას იან არნოდი საჰაერო აკრობატული ნომრის შესრულებისას, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა, რამაც მოგვიანებით მისი სიკვდილი გამოიწვია.

“მთელი დიუ სოლეი შოკშია და შეძრულია ამ ტრაგედიით. შენ ჩვენთან 15 წლის განმავლობაში იყავი და უყვარდი ყველას, ვისაც შენი გაცნობის ბედნიერება ჰქონდა.’’ განაცხადა ცირკის გასართობი ჯგუფის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა დანიელ ლამარემ. მისი თქმით, ცირკი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

ინტერნეტში ვრცელდება არნოდის დაცემის ვიდეომასალაც, სადაც კარგად ჩანს როგორ ვარდება ის ილეთის შესრულებისას. 38 წლის არნოდი ტამპას მთავარ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.

VOLTA-ს ბოლო ორი დაგეგმილი შოუ, რომლებიც კვირას უნდა გამართულიყო, გაუქმდა.


ადგილობრივი მედია იუწყება, რომ არნოდი თოკს ვეღარ ჩაებღაუჭა, რამაც მისი ჩამოვარდნა გამოიწვია. შემთხვევას ამერიკის შრომითი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის ადმინისტრაცია იძიებს.image

შოუმდე რამდენიმე საათით ადრე არნოდმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ფოტო განათავსა წარწერით, თუ როგორ ელოდებოდა ხანგრძლივი შრომის და მომზადების შემდეგ მეწყვილესთან ერთად სცენაზე გასვლას.image

არნოდი მეორე შემსრულებელი გახდა, რომელიც ცირკ დიუ სოლეის შოუს მიმდინარეობისას ტრაგიკულად გარდაიცვალა. პირველი ფრანგი აკრობატი სარა გაიარდ-გილოტი გახდა, რომელიც 2013 წელს ლას ვეგასში გამართული შოუს დროს ჩამოვარდა.


წყარო :Telegraph, Guardian

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0