x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ გამოვიყენოთ ბანანის ქერქი - უნიკალური საშუალება, რომელიც ბევრ რამეში დაგეხმარებათ!
image

ალბათ არავისთვის იქნება უცხო, თუ ვიტყვით, რომ ბანანი გარდა იმისა, რომ გემრიელია, ძალიან სასარგებლოც არის. მაგრამ შეგვიძლია თუ არა რაიმეში გამოვიყენოთ ბანანის ქერქი? რა თქმა უნდა შეგვიძლია! უფრო მეტიც, იგი ძალიან სასარგებლო და გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში.


1. ბანანის ქერქი შესანიშნავი საშუალებაა წყლის გასაწმენდად: იგი შთანთქავს ტყვიასა და სპილენძს და უზრუნვეყოფს ეფექტურ ბარიერულ წმენდას.


2. გაღიზიანებული კანის დასამშვიდებლად და ქავილის შესაჩერებლად საკმარისია ბანანის კანი დაიდოთ დაზიანებულ ადგილზე. ამგვარი პროცედურის საშუალებით ჩალურჯებულ ადგილსაც მოირჩენთ.


3. ბანანის ქერქი მეჭეჭების წინააღმდეგაც მშვენივრად მოქმედებს - შეგიძლიათ ბანანის კანი ლეიკოპლასტირით მიიკრათ მეჭეჭზე ყოველ ღამით და ერთ კვირაში კანი გასუფთავდება.




image



4. ნაფხაჭნები და ნაკაწრებიც მალე ხორცდება ბანანის კანში არსებული დამამშვიდებელი ნივთიერებების ზემოქმედებით.



image



5. თუ კანში ხიწვი შეგესოთ, ბანანის ქერქი აქაც დაგეხმარებათ: ხელს შეუწყობს კანიდან უცხო სხეულის გამოდევნას და მოახდენს ჭრილობის დეზინფიცირებას.



image



6. ბანანის ქერქის გამოყენება სასარგებლოა პრობლემური კანისთვისაც. თუ ყოველ ღამით სახეს ბანანის კანით გაიწმენდთ მალევე შეამჩნევთ, როგორ დამშვიდდება კანი და სახეც უფრო ქორფა გახდება.



7. ბანანს აქვს ჯადოსნური თვისება - შეამცირონ კანის სიმშრალე და მოხსნან ქავილი. აქედან გამომდინარე, ისინი ისეთი პრობლემის შემთხვევაშიც კი მუშაობს, როგორიც არის ფსორიაზი. ბანანის კანის დადება სასარგებლოა ასევე დამწვარ ადგილზეც.



image



8. თუ ბანანის კანს რეგულარულად დაიდებთ სახის კანზე, შეამცირებთ ნაოჭებს და ფორებს. შეიძლება უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ შუბლზე მისი დადება თავის ტკივილსაც შეგიმსუბუქებთ, რადგან ორგანიზმს კანის მეშვეობით მიაწვდის მკვებავ ნივთიერებებს.



image



9. ყოველდღე ბანანის კანით კბილებს თუ გაითეთრებთ, მალევე შემაჩნევთ შედეგს. ეს ხერხი ეფექტურიცაა და კბილის ემალისთვისაც უსაფრთხოა.



image



10. ბანანის კანი ეფექტური საშუალებაა ავეჯის გასაპრიალებლად.



11. თუ ბანანის კანს ოთახის მცენარეებისთვის კომპოსტად გამოიყენებთ, მცენარეები უფრო სწრაფად და ჯანმრთელი გაიზრდება.



image


12. ბანანის ქერქი ვერცხლის პოლირებისთვისაც გამოიყენება. მოათავსეტ იგი ბლენდერში, დაამატეთ ცოტა წყალი, რათა მიიღოთ კბილის პასტის კონსისტენციის მასა. დაიტანეთ მიღებული მასა ქსოვილზე და გააპრიალეთ ვერცხლის ნაკეთობა. ნახავთ, რომ მუქი ფერის ნადები მალევე მოშორდება. ამის სემდეგ ჩამორეცხეთ ბანანის ნარჩენები და სუფთა ქსოვილით გაწმინდეთ. ვერცხლი ბზინვარებას დაიბრუნებს.



image



13. ბანანის ქერქში არსებული ბუნებრივი ზეთებისა და ცვილის არსებობის წყალობით მისი გამოყენება შეიძლება ტყავის ფეხსაცმლის გასაწმენდადაც. გაუსვიტ ფეხსაცმელს ქერქის შიდა მხარე და შემდეგ გააპრიალეთ სუფთა ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით.



image



14. ბანანის ქერქს გაფხაჭნილი დისკის აღსადგენადაც იყენებენ. გაუსვით დისკის პრიალა მხარეს ჯერბანანის რბილობი, შემდეგ კი, 2 წუთის მანძილზე - ქერქი. ამის მერე გაწმინდეტ სუფტა ქსოვილით, რომელიც ოდნავ დასველებული იქნება მინის საწმენდი ხსნარით. ბოლოს გააშრეთ დისკი ჰაერზე.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავაერთიანოთ სასტუმრო ოთახი და საძინებელი - ადგილის დაზოგვის ეფექტური ხერხი პატარა ბინისთვისimage


2. იცით რა განსხვავებაა ხახვის ამ ჯიშებს შორის? - ის, რაც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს!image


3. თუ თქვენ შოკოლადი გიყვართ... უმჯობესია არ ნახოთ!image


4. როგორ გავწელოთ ტყავის და რეზინის ფეხსაცმელი, რომელიც გვიჭერს - გამოცდილი მეთოდიimage


5. როგორ ავარჩიოთ ნამდვილი ბრილიანტის ბეჭედი და რას ნიშნავს ოქროს სინჯი - ნუ მოტყუვდებით!image



6. თუ თქვენი სასაპნე ხშირად ისვრება საპნის ნარჩენებით, ეს ხერხი გამოგადგებათ (+ ვიდეოინსტრუქცია)image


7. მარტივი საშუალება, რომელიც ავეჯს დამტვერვისგან დიდი ხნით დაიცავს - გამოსცადეთ!image

1
285
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
285
  
2018, 20 მარტი, 9:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1