x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508530
ცელნამგალა ვეშაპი თუ მტაცებელი დელფინი?

imageცელნამგალა ვეშაპი ანუ "კატასტა" (orcinus orca) დელფინების ჯიშის ძუძუმწოვარია, რომელიც თითქმის ყველა ოკეანეში გვხვდება. ის ერთ-ერთია დელფინთა იმ 35 სახეობას შორის, რომლებიც 11 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ. მას ტყუილად როდი შეარქვეს მკვლელი ვეშაპი, იგი მტაცებელი დელფინია, რომელიც ყველანაირი ცოცხალი არსებით იკვებება, თევზით დაწყებული, მოლუსკებით დამთავრებული. თუ ცელნამგალა დანაყრებულია ძალიან საყვარელი და მზრუნველია, იგი სხვა ვეშაპებზე ზრუნავს, მაგრამ თუ მშიერია მტრისას... მისთვის შინაური და გარეული არ არსებობს, ჭამს ყველაფერს, ნებისმიერი ზომისას და წონისას... თუ მსხვერპლი პატარაა ერთი თავდამსხმელიც ერევა, მაგრამ თუ ერთი დარტყმით ვერ მოერია, მაშინ საშველად სხვა ცელნამგალებიც მოდიან. ისინი ვეშაპებს ესხმიან თავს და თუ ერთი დარტყმით ვერ მოკლეს, მაშინ რიგრიგობით მიდიან და ხორცებს აგლეჯენ, მანამ არ მოეშვებიან სანამ არ მოკლავენ. ცელნამგალათა სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა ტიპის საკვებს მიირთმევს, ერთნი თევზით იკვებებიან, სხვები მოლუსკებს ირჩევენ და ასე შემდეგ. მათი მთავარი თავისებურება მყარი და სტაბილური ოჯახია, ისინი მეწყვილის მიმართ განსაკუთრებულ სინაზეს ავლენენ. მათ საკმაოდ რთული სოციალური ორგანიზაცია აქვთ: ოჯახი მშობლებისა და მათი შვილებისგან შედგება, რამდენიმე ასეთი ოჯახი კი ერთ დიდ მეგობრულ ჯგუფს ქმნის, რომლებსაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან, სუსტებზე ზრუნავენ და განსაცდელში მარტო არ ტოვებენ. თუ ამ დაჯგუფების რომელიმე წევრი უკმაყოფილოა, მაქსიმუმი, რასაც აკეთებს ისაა, რომ კუდს ატყლაშუნებს წყლის ზედაპირზე. ზოგჯერ რამოდენიმე ასეთი მეგობრული დაჯგუფება შეჯვარებისათვის იკრიბება. ერთი დაჯგუფების წევრებს, ნათესაური კავშირების გამო, ერთმანეთთან კავშირი არ შეუძლიათ, ამიტომ სხვა ჯგუფებს უხმობენ... შეჯვარების პერიოდში ისინი მეტად გაღიზიანებულნი და აგრესიულნი არიან.
imageამ გიგანტებს დღეში 150 კგ. საკვები ესაჭიროებათ. ყველაზე საინტერესო ვეშაპების ნადირობაა: ისინი მთლიანად კი არ ჭამენ მსხვერპლს, არამედ ცდილობენ პირი გაუღონ - ვეშაპის ენა მათი საყვარელი საკვებია. ნადირობისას საკმაოდ კარგი სტრატეგები არიან: სხვადასხვა ცხოველზე თავდასხმისას ისინი სხვადასხვა სტრატეგიას ირჩევენ, მათ მშვენივრად იციან მსხვერპლის სისუსტე და ამით სარგებლობენ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა ცელნამგალა ვეშაპი ადამიანს კარგად ეგუება და მასთან მეტად მეგობრული დამოკიდებულება აქვს. თავისუფლებაში მყოფები, ისინი თავად მიდიან გემებთან და ათვალიერებენ, ტყვეობას კი მალე ეგუებიან და სწრაფად იწვრთნებიან.

2
602
3-ს მოსწონს
ავტორი:ანგელოზი
ანგელოზი
602
  
2012, 6 აგვისტო, 20:47
სგ კაი სტატიაა
0 1 2