x
მეტი
  • 19.06.2018
  • სტატია:77959
  • ვიდეო:330697
  • სურათი:433849
ცნობილი იტალიელი მოგზაური,ვაჭარი ,მკვლევარი-ამერიგო ვესპუჩი

image1454 წლის 19 მარტს დაიბადა იტალიელი ვაჭარი, მკვლევარი და კარტოგრაფი-ამერიგო ვესპუჩი.ის დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა.მისი მამა იყო ნოტარიუსი ფულის გადამცვლელი გილდთა ფლორენციაში.1491 წელს ლორენცო დი პერპრანცესკო დი'მედიჩი და მისმა ძმამ ჯოვანიმ, რომელთანაც ის მუშაობდა გააგზავნეს ის სევილიაში, რათა იქ მათ სააგენტოში ემუშავა.მას მთავარი როლი ეჭირა ორ მოგზაურობაში, რომელიც იკვლევდა სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს 1499-1502 წლებში, მეორე რეისის დროს ამერიგომ შენიშნა, რომ სამხრეთი ამერიკა, იმაზე მეტად ფართოვდებოდა სამხრეთისაკენ, ვიდრე ეს ევროპელებმა იცოდნენ.ის დარწმუნდა, რომ ეს მიწა ახალი კონტინენტის ნაწილი იყო.1502-1504 წლებში გამოქვეყნდა მისი ჩანაწერები.1507 წელს მარტინ ვალდზეემიულერის მიერ გამოქვეყნდა მსოფლიო რუკა, სადაც ახალ კონტინენტს უწოდა "ამერიკა" ვესპუჩის პატივსაცემად.სწორედ ამ ფაქტის გამო ამერიგოს ქრისტეფორე კოლუმბის დიდების მითვისებას ედავებოდნენ, მაგრამ შემდგომ გაირკვა, რომ რუკა შედგენილი იყო სხვა პირის მიერ და სახელწოდებაც რა თქმა უნდა სხვის მიერ იყო წოდებული და არა ვესპუჩის მიერ.ის გარდაიცვალა 1512 წლის 22 თებერვალს.მიუხედავად ბევრი მითქმა-მოთქმისა კონტინენტს მაინც მისი სახელი ეწოდა.

image


0
55
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0