x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80774
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
ბუტერბროდი-შესანიშნავი საუზმე და მისი მრავალი ვარიაციები

imageბუტერბროდისთვის შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა პროდუქტი:მოხარშული ან შემწვარი ხორცი, შაშხი, ძეხვი, თევზი, ბოსტნეული, კარაქი და სხვ.

პური უნდა დაჭრათ თანატოლ ნაჭრებად, ხოლო მისი სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1 სანტიმეტრს.შეიძლება გამოიყენოტ ცხიმში შემწვარი პურის ნაჭრებიც.

შემწვარი ან ჩვეულებრივი დაჭრილი პურისგან ბუტერბროდი შეიძლება მოვამზადოთ ასე:

1.წაუსვით მასზე კარაქი, ირგვლივ გააყოლეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვის არშია.

2.წაუსვით შავი ან წითელი ხიზილალა და ზეწდ დაადეთ კარაქის რგოლ;ი, ხოლო ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

3.წაუსვით კარაქი, შემდეგ ხიზილალა და ზედ დაადეთ მაგრად მოხარშული კვერცხის თხელი ნაჭერი.

4.წაუსვით კარაქი, დაადეთ ყველო, ზემოდან ძეხვი და სალათის ფოთოლი.

5.დაადეთ პომიდვრის თხელი ნაჭერი, ზემოდან ორად გაკეცილი შემწვარი ბადრიჯნის თხელი ნაჭერი და მოასხით მაიონეზი.

დახურული ბუტერბროდების მომზადება შეგვიძლია შემდეგნაირად:

პურის ორ თხელ ნაჭერს შუა ჩადეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები.მაგ:

1.მოხარშული ან შემწვარი წვრილი ძეხვები.

2.ცხიმში მოხრაკული სოკო.

3.ძეხვი და ყველის ნაჭერი და სხვ.

imageასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ვიტამინებით გაჯერებული ბუტერბროდები,

მაგ:პურის თხელ ნაჭრებზე წაუსვით ვიტამინებით გამდიდრებული კარაქი, ე.ი.კარაქი, რომელშიც ჩაზელილია ლიმონის, ფორთოხლის, მანდარინის, ვაშლის, მოცხარის ან სხვა ხილის წვენი და შეტკბილებულია თაფლით.


0
22
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0