x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნახეთ, როგორები წარმოვედგინეთ დღევანდელი ადამიანები წინაპრებს
მომავლის ცოდნა, ყოველთვის იწვევს ინტერესს. ალბათ, არცერთი თქვენგანი არ იტყოდა უარს სცოდნოდა საკუთარი ბედი წინასწარ, ან ის, თუ რა მოხდება კაცობრიობის ისტორიაში რამდენი ათეული ან ასეული წლის შემდეგ.


იგივე სურვილები და კითხვები ჰქონდათ ჩვენს წინაპრებსაც. ისინიც ცდილობდნენ გამოეცნოთ მომავალი, მომავალი სამყარო, თუ როგორი იქნებოდა ის, სადაც, ახლა, ჩვენ ვცხოვრობთ. თუმცა, რამდენად ახლოს იყვნენ ჭეშმარიტებასთან, წაიკითხეთ სტატია და თავად ნახეთ.


image



1900 წელს, გერმანიის შოკოლადის ქარხანამ გამოსცა ღია ბარათები "პროგნოზებით", თუ როგორ გამოიყურება მსოფლიო 2000 წელს.



1. მათი აზრით, XXI საუკუნის დასაწყისში, ხალხს არ უნდა ჰქონოდა წყალზე გადაადგილების პრობლემა.image





2. თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონოდა ფრთები.image





3. ეს კი საზოგადოებრივი ტრანსპორტია მათი აზრით, თუმცა, დაავიწყდათ მოდის ცვლილებების გათვალისწინება და ის, მათ ყველა წარმოდგენაში გაყინულია.image





4. დღეს, უკვე უნდა შეგვძლებოდა სახლების აქეთ-იქით გადაადგილება.image





5. მატარებლისა და გემის ჰიბრიდი. იქამდეც მივალთ, ალბათ.image





6. მოვლენა, რომელიც სულ სხვაგან, შორს ხდება და ყველას შეუძლია დაინახოს. ჰმ... ალბათ ხვდებით რაზეა საუბარი. აქ ისინი არ შემცდარან.image





7. საფარი ქალაქის თავზე და ვერანაირი წვიმა ვერ გააფუჭებს ჩვენს განწყობას. თუმცა, ეს არაფერში გვჭირდება, ალბათ.image





8. მოწყობილობა კარგი ამინდის შესაქმნელად. (ღრუბლების გასაფანტი კი გვაქვს)image





9. XX საუკუნის დასაწყისში, ფრანგ მხატვარს ჟან-მარკ კოტესა და სხვა მხატვრებს, დღეს, ჩვენს დროში, მფრინავი მეხანძრეები წარმოედგინათ.image





10. ავტომატური პარიკმახერები. დღეს, ბევრი რამ გვაქვს ავტომატური, თუმცა, პარიკმახერებისა და სტილისტების მარჯვე ხელები, ჯერ ისევ გვჭირდება.image





11. აქ, ალბათ, სკაიპი ან სხვა რომელიმე მესენჯერია წარმოდგენილი.image





12. ცოდნის ჩატვირთვა, არც თუ ისე მარტივი პროცესია.image





13. ჩვენი წინაპრების თქმით, ჩვენი, ახლანდელი დროის ბავშვები, ცხენს ცოცხლად ვეღარ ნახავდნენ.image





14. კარიკატურების ფრანგი მხატვარი - ალბერტ რობიდა ყოველთვის იყო დაინტერესებული ფუტურისტული თემებით და დახატა რამდენიმე ილუსტრაცია. ამ ნახატზე მამაკაცი მუსიკას უსმენს ყურსასმენებით.image





15. მიიჩნევდნენ, რომ ბიბლიოთეკაში წიგნების მოსმენა შესაძლებელი იქნებოდა დღეს. ბიბლიოთეკაში არა, თუმცა, აუდიო წიგნები ნამდვილად გვაქვს.image





16. მათი პროგნოზით, 1952 წლისათვის, მოდა ასეთი უნდა ყოფილიყო. image





იხილეთ აგრეთვე:


● მათ რაღაც იციან! "სიმპსონების" წინასწარმეტყველებამ, რომლებიც მართლა ახდა, მსოფლიო გააოგნაimage




შეთქმულების თეორიები, რომლებიც შესაძლოა სიმართლე იყოსimage




ყველაზე პოპულარული საიდუმლო შეთქმულების თეორიებიimage



4
323
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
323
  
2018, 19 მარტი, 13:08
გაიხარე, გუჯა.
2018, 19 მარტი, 12:46
უმაგრესია მაკა
2018, 19 მარტი, 11:11
მაგარიაა!
0 1 4