x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81839
  • ვიდეო:333849
  • სურათი:439046
სინამდვილეში, რას ფიქრობდა სტივენ ჰოკინგი ღმერთზე?

ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი იყო Stephen William Hawking ( სტივენ უილიამ ჰო(უ)კინგი ). ვიცით, რომ ის 76 ასაკში, ახლახანს გარდაიცვალა. სტივენი 1942 წლის 8 იანვარს, ინტელექტუალურ ოჯახში (მამა ექიმი იყო, დედა — ლიბერალური პარტიის აქტივისტი) დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში გააგრძელა, თუმცა, მამის კვალს არ გაყვა და მედიცინის ნაცვლად, სწავლა მათემატიკას დაუთმო. უნივერსიტეტში მათემატიკური განათლების მიღება შეუძლებელი იყო, ამიტომ, იგი ფიზიკით დაინტერესდა.



21 წლის ასაკში ახალგაზრდა ფიზიკოსს განუვითარდა ლუ გერიგის დაავადება ანუ "ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი", რამაც 30 წლის ჰოკინგი დამბლამდე მიიყვანა. (ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, როგორც ერთ-ერთი ნეიროდეგენერაციული დაავადება, იწვევს კუნთების დასუსტებას. ეს დაავადება ზედა და ქვედა მოტორული ნეირონების დეგენერაციის გზით იწვევს მათ სრულ კვდომას, ისინი ვეღარ აწვდიან კუნთებს სიგნალს. ფუნქცია დაკარგული კუნთები სუსტდებიან და ბოლოს ხდება მათი მთლიანი ატროფირება. ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ტვინი ვეღარ აკონტროლებს ნებით მოძრაობებს, გააჩნიათ იგივე გონებრივი უნარი, მეხსიერება და პიროვნულობა, რაც დაავადებამდე ჰქონდათ)



image


უნივერსიტეტი 1962 წელს დაამთავრა. იმ დროისთვის ოქსფორდში თეორიული ფიზიკის შესწავლით არავინ იყო დაკავებული, ამიტომ ჰოკინგი კოსმოლოგიის შესასწავლად კემბრიჯში გადავიდა. 1965 წელს დაქორწინდა ჯეინ უაილდზე. წყვილს შეეძინა ერთი გოგო და ორი ბიჭი. მოგვიანებით, წყვილს ურთიერთობა დაეძაბა და ისინი დაშორდნენ. ჰოკინგი 1995 წელს მეორედ დაქორწინდა, თუმცა, 2006 წელს მასთანაც განქორწინდა. კემბრიჯში მან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და 1968 წელს კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტში პროფესორის ადგილი მიიღო.


1973 წელს იგი გადავიდა კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემეტიკისა და თეორიული ფიზიკის ფაკულტეტზე. 1974 წელს იგი გახდა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. 1979 წელს კი ლუკასის მათემატიკის პროფესორის პოსტი დაიკავა. ეს თანამდებობა კემბრიჯის უნივერსიტეტში 1669 წელს შემოიღო ღირსმა სერ ჰენრი ლუკასმა და 300 წლის წინ იგი ისააკ ნიუტონს ეჭირა.


1985 წელს მან ყელზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც დაკარგა მეტყველების უნარი. მეგობრებმა ფიზიკოსს აჩუქეს მეტყველების სინთეზატორი. მას შეეძლო მხოლოდ მარჯვენა ხელის თითების მოძრაობა, რის ხარჯზეც იგი მართავდა კომპიუტერს.


გახდა 12 საპატიო სამეცნიერო წოდების და მრავალი პრემიის, მედლებისა და ორდენების კავალერი, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ჰოკინგი ეწეოდა აქტიურ ცხოვრებას. იგი აგრეთვე მოღვაწეობდა, როგორც მეცნიერების პოპულარიზატორი. იგი გარდაიცვალა 2018 წლის 14 მარტს, კემბრიჯში.



იყო თუ არა პროფესორი ჰოკინგი ათეისტი, ან სწამდა თუ არა მას დიდებული ძალის, თვით სამყაროს შემოქმედის-ღმერთის?


თავის სამეცნიერო ნაშრომში "დროის მოკლე ისტორია", ყველაფრის წარმოშობის შესახებ ისაუბრა. "თუ ამოვხსნით უნივერსალურ თეორიას, ეს იქნება ადამიანის აზოვნების აბსოლუტური ტრიუმფი, მაშინ ჩვენ გავიგებთ რაშია ღვთის აზრი".


მის სიტყვებზე მკითხველი დაეჭვდება, ნუთუ დიდმა პროფესორმა შემოქმედის არსებობა აღიარა? სინამდვილეში, ჰოკინგს ყოველთვის სჯეროდა, რომ სამყარო გაჩნდა ობიექტური ფიზიკური კანონებით. პოპულარული სამეცნიერო გამომცემლობის «New Scientist» რედაქტორი, ასტროფიზიკოსი Roger Highfield-ი აღნიშნავდა, რომ ღვთის არსებობის იდეა სიმბოლურია. ჰოკინგისა და როჯერის მსგავსად, ალბერტ აინშტაინსაც არ სწამდა სამყაროს შემოქმედის არსებობის.


image



ჰოკინგმა, წიგნში- "დიდებული იდეა", სამყაროში ღვთის არსებობის და როლის შესახებ ისაუბრა. "უნივერსალური გრავიტაციის კანონის თანახმად, სამყაროს შეეძლო არაფრისგან შექმნილიყო. სპონტანური შექმნა, სიცარიელის ნაცვლად. სწორედ ეს არის სამყაროსა და ჩვენი არსებობის მიზეზი. სამყაროს არსებობისა და ცეცხლის დანთებისთვის ღმერთის არსებობა აუცილებელი არაა"- წერს ჰოკინგი.



image



3
424
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
424
  
10 აპრილი, 15:45
ოფიციალური წყაროებით დასტურდება, რომ სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე აინშტაინი კათოლიკე ქრისტიანად მოინათლა და ღმერთი იწამა.
ჰოკინგის "უნივერსალური გრავიტაციის" რეალურობის შემთხვევაშიც კი სამყაროში ყველაფერი ასე სპონტანურად არ და ვერ შეიქმნებოდა.
10 აპრილი, 12:45
ბევრჯერ დაიდო სტატიად, სადაც, პატარა აინშტაინი, ლექტორს ღვთის არსებობას უმტკიცებს, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის სტუდენტი ალფრედი არ ყოფილა და ვიღაცამ "მას მიაწერა".
10 აპრილი, 11:58
ჯერ ერთი,ლიბერალური პარტიის აქტივისტობა ინტელიგენტობას არ ნიშნავს,ეს არის დედამისის საზოგადოებრივი აქტივობის მაჩვენებელი.ინტელიგენტობისათვის აუცილებელია განათლება და შესაბამისი მენტალიტეტი,ცხოვრების წესი.მეორეც,აინშტაინის მიერ სტუდენტობისას ლექტორისათვის ღვთის არსებობის შესახებ მახვილგონივრული ფაქტებით დამტკიცების ისტორიებს ამ საიტზე ვკითხულობთ და თუ მას ღმერთი არ სწამდა,წინააღმდეგობაში არ მოდიხართ?
0 1 3