x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რა გვასწავლა სტივენ ჰოკინგმა - 10 მნიშვნელოვანი სიმართლე
image

დიდებული მეცნიერი - სტივენ ჰოკინგი 2018 წლის 14 მარტს გარდაიცვალა. თავისი ავადმყოფობის მიუხედავად, ამ კაცმა უდიდესი წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში და რთული თეორიები მარტივ ენაზე აუხსნა მსოფლიოს.


სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან სიმართლეს, რომელიც სტივენ ჰოკინგმა დაგვანახა.








1. IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) ტესტი სულელებისთვისაა


ჰოკინგმა არ იცოდა თავისი IQ-ის ქულა და არც აინტერესებდა. მიაჩნდა, რომ ამაზე მხოლოდ სულელები ნერვიულობდნენ.


image








2. მთელი ჩვენი სამყარო აკვარიუმია ამოზნექილი კედლებით


სტივენ ჰოკინგს მიაჩნდა, რომ ჩვენ თევზები ვართ და დიდ აკვარიუმში ვცხოვრობთ. სამყაროს არასწორად აღვიქვამთ, რადგან მხოლოდ შიგნიდან განვსჯით და არ გვაქვს შესაძლებლობა, გარედანაც შევისწავლოთ. ჰოკინგი სამყაროს შესწავლას ამ თეორიის მიხედვით განაგრძობდა და ყველა სტერეოტიპს ანგრევდა.

image








3. სამყარო შეიქმნა არაფრისგან


ჰოკინგი ამტკიცებდა, რომ სამყაროს შექმნაში არანაირი იდუმალება არ არსებობს. მან თავად შემქნა საკუთარი თავი "არაფრისგან". "ბიგ ბენგის" თეორიის მიხედვით, თავდაპირველად პატარა, ცხელი ნაპერწკალი არსებობდა უზარმაზარი სიმკვრივით, უსასრულო მასითა და, შესაბამისად, უსასრულო გრავიტაციით.

დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ ეს ნაპერწკალი აფეთქდა და ჩვენი სამყაროს სივრცე შეიქმნა.

image








4. აღსანიშნავია, რომ ჰოკინგი თავის კვლევებს ისე ატარებდა, რომ გადაადგილება და ლაპარაკიც არ შეეძლო


18 წლის ასაკში ახალგაზრდა ფიზიკოსს განუვითარდა ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი — მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს და მას სრულიად უმწეოს ხდის. ექიმებმა უთხრეს სტივენს, რომ კიდევ 2.5 წელი იცხოვრებდა, მაგრამ მან 76 წელი იცოცხლა.

ის საუბრბდა მეცნიერებაზე, როგორც რაღაც ძალიან მარტივზე და ოცნებობდა, რომ მისი სამეცნიერო წიგნების ყიდვა და წაკითხვა შეძლებოდათ უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მანამდე არაფერი გაეგებოდათ მეცნიერებაზე.

image








5. ილუზია ცოდნის მტერია


ჰოკინგის აზრით, ცოდნის მთავარი მტერი მისი იგნორირება კი არა, ცოდნის ილუზიაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ვიცით, მაშინ, როცა სამყარო ჩვენ ირგვლივ ყოველ წამს იცვლება. რამდენიმე ათეული წლის წინ, მეცნიერები გონებაშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ შავი ხვრელის არსებობას, ახლა კი მისი არსებობა სამეცნიერო საზოგადოების მიერაა დამტკიცებული.

ჰოკინგის აზრით, რაღაც ახლის აღმოჩენა და კვლევა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ფული.

image








6. მისი ადგილი დედამიწაზე არაა


როცა ვინმე ეკითხებოდა ჰოკინგს, რომელ ადგილს მოინახულებდა სიამოვნებით, ის პასუხობდა, რომ ეს ადგილი დედამიწაზე არ იყო. როგორც მეცნიერი ამბობდა, რამდენიმე მილიარდი დოლარი რომ ჰქონოდა, კოსმოსურ ხომალდს იქირავებდა და აქედან გაიქცეოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოკინგმა ვერ მოახერხმა კოსმოსში გაფრენა, მაინც გამოსცადა ნულოვანი გრავიტაცია. ამერიკულმა კომპანიამ Zero Gravity-მ მას მისცა შესაძლებლობა, ყოფილიყო სპეციალურად აღჭურვილ ხომალდში, რომელიც 25 წამის განმავლობაში ნულოვან გრავიტაციას ქმნიდა.

image








7. წარსული მხოლოდ რიგი შესაძლებლობებია


ჰოკინგის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, რა მოგონებებს ვინახავთ წარსულზე, რადგან წარსულის მოვლენები მაინც არ ხდება ერთი კონკრეტული გზით, ისინი ბევრნაირად შეიძლება მოხდეს.

ეს იდეა კვანტურ მექანიკას ემყარება, რომელსაც ალბერტ აინშტაინი კატეგორიულად არ აღიარებდა.

"ღმერთი კამათელს არ თამაშობს", - ამბობდა აინშტაინი.

თუმცა, ჰოკინგმა შავი ხვრელის მაგალითით დაამტკიცა, რომ ღმერთი არა მხოლოდ კამათელს თამაშობს, არამედ მას ისეთ ადგილას ისვრის, სადაც არ ჩანს.

image








8. დრო ფარდობითია


ამ შემთხვევაში კი ჰოკინგი აბსოლუტურად ეთანხმებოდა აინშტაინს. ის ფიქრობდა, რომ რაც უფრო ახლოსაა ობიექტი დედამიწასთან, მით უფრო ნელა გადის დროს მისთვის.

ჰოკინგი ასევე აღნიშნავდა, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია.

„დროში მოგზაურობას მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაში იყენებენ, მაგრამ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია გვაძლევს საშუალებას, დრო-სივრცე იმდენად გავამრუდოთ, რომ გავფრინდეთ რაკეტით და უკანაც დავბრუნდეთ მანამ, სანამ მას საერთოდ შევქმნით. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვწერდი იმ გარემოებათა შესახებ, რომელშიც ეს შესაძლებელი გახდება. ვაჩვენე, რომ ეს მოითხოვს უარყოფითი ენერგიის სიმკვრივის მქონე მატერიას, რომელიც შესაძლოა, ხელმისაწვდომი არ იყოს. ჩემმა კვლევამ სხვა მეცნიერები წაახალისა და ამ თემაზე სხვა კვლევებიც გამოაქვეყნეს“, — უთხრა ჰოკინგმა გამოცემა Parade-ს 2010 წელს.

image








9. ბედისწერა ილუზიაა


სტივენ ჰოკინგს არ სჯეროდა, რომ სამყაროში ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული და აღნიშნავდა, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებსაც ბედისწერის სჯერათ, გზაზე გადასვლისას აქეთ-იქით იყურებიან.

ფიზიკოსს საკუთარი თავი ოპტიმისტად მიაჩნდა და იმის მიუხედავად, რომ არ იყო დარწმუნებული, ადამიანები დედამიწაზე კიდევ ათასი წელი იცხოვრებდნენ, სჯეროდა, რომ მათ ამ დროისთვის კოსმოსის დიდი ნაწილი ექნებოდათ შესწავლილი და სხვაგან წასვლას შეძლებდნენ.

„სივრცეს თანდათან ვავიწროვებთ და წასასვლელი ერთადერთი ადგილი მხოლოდ სხვა პლანეტებია. დროა ვეძებოთ სხვა ვარსკვლავური სისტემები. გაქცევა და უცხო პლანეტებზე გავრცელება შეიძლება ერთადერთი გზა იყოს საკუთარი თავისგან გადასარჩენად. დარწმუნებული ვარ, ადამიანებს პლანეტის დატოვება მოუწევთ“, - ამბობდა ის 2017 წლის ივნისში.

image








10. ცხოვრებაში არ არის ტრაგედიის ადგილი


"ცხოვრება ტრაგიკული იქნებოდა, სასაცილო რომ არ იყოს", - თქვა ჰოკინგმა. დღეს, როცა მსოფლიო დიდი მეცნიერის დაკარგვას გლოვობს, ეს სიტყვები ბევრს ეხმარება მწუხარების დაძლევაში.

image










ახლობლების რეაქცია მეცნიერის გარდაცვალებაზე


სტივენ ჰოკინგს სამი ზრდასრული შვილი ჰყავს. უფროსი კომპიუტერული პროგრამირებითაა დაინტერესებული, შუათანასა და უმცროსს კი უცხო ენები აინტერესებთ.


14 მარტის დილას ისინი მედიას დაუკავშირდნენ და მამის გარდაცვალება აცნობეს. "ის დიდებული მეცნიერი და არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომლის შრომა და მემკვიდრეობა მრავალი საუკუნის განმავლობაში იცოცხლებს. მისმა გამბედაობამ და გამძლეობამ, ბრწყინვალე იუმორის გრძნობასთან ერთად, მრავალ ადამიანს მისცა მოტივაცია მსოფლიოში". - განაცხადეს ჰოკინგის შვილებმა. მათ მამამისის ციტატაც მოიყვანეს:


"სამყარო ასეთი კარგი არ იქნებოდა, აქ რომ არ ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს".

image













2
499
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
499
  
2018, 19 მარტი, 13:08
გმადლობთ, მანჩო❤❤❤
2018, 18 მარტი, 23:40
საოცარია...ღმერთი ერთ რამეს ართმევს ადამიანს და სამაგიეროდ სხვას აძლევს. 76 წელი....მე ის მიკვირს, მისი სხეულის პატრონმა როგორ იცოცხლა ამდენ ხანს?
ძალიან საინტერესო სტატია იყო..რესპექტი ჩემგან :)
პ.ს. თუმცა ბევრი ნახვის იმედი არ გქონდეთ. ხალხს ასეთი ინფორმაცია არ აინტერესებს :(
0 1 2