x
მეტი
  • 16.10.2018
  • სტატია:81649
  • ვიდეო:333730
  • სურათი:438824
ნოვიჩოკზე ცდებს ათასობით ძაღლი შეეწირა

image

ბრიტანული პრესის თანახმად, რუსმა მეცნიერებმა ნერვული აგენტის ტესტირებისას ათასობით ძაღლი აწამეს და მოკლეს. უზბეკეთში, ქალაქ ნუკუსის ახლოს მდებარე ქიმიური კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ექსპერიმენტების მიმდინარეობისას ძაღლებს აირწინაღის ტარებას და შემდეგ სარბენ ბილიკებზე სიარულს აიძულებდნენ.

ისინი ცხოველებზე ნოვიჩოკს ცდიდნენ. ნერვულ აგენტს, რომლისგანაც მოწამლული სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი სალისბურის საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძვიან. ხსენებული ცენტრი საბჭოთა კავშირის არსებობისას ნერვული აგენტის შესაქმნელად აშენდა და წითელი არმიის მიერ 1992 წელს იქნა მიტოვებული.

ნოვიჩოკის ადრეული ვერსიები მოსკოვში, ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტში გაიგზავნა, რის შემდეგაც ნუკუსში ისევ გააგრძელეს მასზე ექსპერიმენტები.

გამოცემა The Sun-ის თანახმად, ნერვული აგენტის მათზე გამოცდას ათასობით ცხოველი შეეწირა.image

ამავდროულად, მეცნიერები ასევე ცდიდნენ სხვადასხვა ქიმიურ იარაღს, მათ შორის ნოვიჩოკსაც, ძაღლებზე. ექსპერიმენტები შიხანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთში მიმდინარეობდა.

ამერიკელი ექსპერტი, ჯუდიტ მილერი ნუკუსში 25 სარბენ ბილიკზე ძაღლების ნახვას იხსენებს. ის ცენტრს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ესტუმრა. “ 25 მინიატურული სარბენი ბილიკი და ასობით პატარა გალია დავინახე, სადაც ძაღლები ჰყავდათ დამწყვდეული.’’ იხსენებს ის.image

ამასობაში სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით ახალი ფაქტი ამოტივტივდა. ცნობილი გახდა, რომ სკრიპალის ქალიშვილს ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, რომელიც პუტინისთვის მუშაობაშია ეჭვმიტანილი.

წყარო :Daily Mail




0
141
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0