x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
როგორ მკურნალობდნენ ძველად შელოცვებით- შეშინებულ და ნათვალევ ბავშვებს
imageგასულ საუკუნეებში, ინფორმაციის ნაკლებობისა და სხვა მრავალი პირობების გამო, ხშირად თვითნებურ მკურნალობებს მიმართავდნენ ამა თუ იმ დაავადებების დროს.სამკურნალოდ იყენებდნენ სხვადასხვა ბალახეულს და ხშირად თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ სიტყვებსაც კი!საზოგადოებაში არსებობდა ღრმა რწმენა, რომ სიტყვა უდიდეს ძალას ფლობდა(ეს მოსაზრება დღესაც არ კარგავს აქტუალურობას), ბებიები და დედები, უბის წიგნაკებში იწერდნენ სხვადასხვა მაგიურ სიტყვებსა და სტრიქონებს და სხვადასხვა რიტუალების შესრულების დროს ჩუმად ჩურჩულობდნენ დასწავლილ ფრაზებს...

ხალხში ბლომადაა გაბნეული ეს ჯადოსნური სტრიქონები, ხალხურ ზეპირსიტყვიერებას შემორჩა რამდენიმე მათგანი.დღეს გაგიზიარებთ შეშინებულისა და გათვალულის შელოცვებს, რითაც ადრე არათუ პატარებს, ოჯახის ყოველ წევრს მკურნალობდნენ თუ ამის საჭიროებას ხედავდნენ.აქვე მინდა დავსძინო, რომ სტატიის მიზანი მხოლოდ შემეცნებითი ხასიათისაა.

თვალზე შელოცვა:"მარიამ, რად სტირი?მარიამ, რათ ჟივი?რავა რას ვტირი, რავა რას ვჟივი.ურიასა ქორწილი აქ, ჩემი შვილი წეულია, თვალში ბურთი მოხდენია და რაა მისი წამალი?–ჩაი ჩემსა ჭალიკონსა, მოთხარე სამი სამყურე.ფოლადი, ნემსი, წითელი ძაფი და მუუსვი ამ და ამ კედარო ადგილზე.დასწერე ღმერთო, ჯვარი შენი და წააყენე ლოცვა ჩემი!"

"ალისასა, მალისასა, მე გილოცავ თვალისასა, შინაურისასა, გარეულისასა.დედა, მარიამ, რა გატირებს, რა გაჟივლებს?დაესხა მარგალიტი ცრემლსა, ზეწარს ვქსოვდი ზეწრისასა, შემომესწრო ტურა, ურია, შენ, ტურა, ურიაო, რას ჩამთვალე, რას ჩამაგიზნოურე, რას შემიკარი ორივე ხელ-ფეხი, მოუტხარე ორი ძირი მწარე ბალი მას.დაუფსე მას ორივე გამოსახული სამზერი მავნე თვალი.ჯვარი აქე, ჯვარი აქე, შენი სვი და შენი ჭამე.ჩვენ ჯვარი დაგვწერე.ცხრა ჯვარი ცხრა ანგელოზი თავქვეს უსვენებია.მას ქე ძინავს.ღმერთი იცავს, სული წმიდა ქი აღვიძებს, ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი, ბრძანება შენი(სამჯერ)."


შეშინებულის ლოცვა:"გულო, მოდი შინა, მოდი, სისხლთან, გულო, ნუ გეშინია, გულო.რამაც შეგაშინა გულო, იმან მოგარჩინა, გულო.ძაღლის დაყეფების შეგეშინა?კაცის შეგეშინა?გულო, რამაც შეგაშინა, გულო, იმან მოგარჩინა.დაიცავი წმიდა გიორგი".

0
207
შეფასება არ არის
ავტორი:დარეჯან ჩახვაძე
დარეჯან ჩახვაძე
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0