x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80772
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
ლავანდა-უნიკალური ყვავილი,ქალთა მშვენიერების კიდევ ერთი საიდუმლო

image
ლავანდის ლათინური დასახელება "გასუფთავებას, რეცხვას"ნიშნავს.ლავანდის გამხმარ ყვავილებს ძველი რომაელები აბანოში საპნის ნაცვლად იყენედბდნენ.მისი შესანიშნავი სურნელის და სხვა სასიკეთო თვისებების გამო, მას ფართოდ იყენებდნენ პარფიუმერიაში, ის ძველი ეგვიპტელი ქალების პარფიუმერიის განუყრელი ნაწილი იყო.შუა საუკუნეებში მას ავი სულების დასაფრთხობადაც იყენებდნენ, სჯეროდათ, რომ მას ეშმაკების განდევნა შეეძლო.

ძალიან კარგია ლავანდის ზეთი თუ მას აბაზანის მიღების დროს გამოვიყენებთ, ის გამაჯანსაღებლად იმოქმედებს კანზე, დაატენიანებს და სურნელებით აავსებს.მას გააჩნია დამამშვიდებელი და ანტიბაქტერიული თვისებები.აცხრობს გაღიზიანებას, ანთებას, სიწითლეს.ძალიან დაგეხმარებათ თუ ერთმანეთში გაურევთ 2 წვეთ ლავანდის ზეთს და ე ს/კ სელის, ზეითუნის, ქოქოსისის, ატმის, გარგარის ან კედარის ზეთს და სახეზე წაისმევთ, 30-40 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანთ.

image
შეგიძლიათ ლავანდის ზეთის რამდენიმე წვეთი გაურიოთ აბაზანის წყალში, ის შესანიშნავად მოუხდება თქვენს კანს.

ლავანდას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიაჩვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეში თუ მას დავაფასებთ და სათანადოდ გამოვიყენებთ.


0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ჟღენტი
მაკა ჟღენტი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0