x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ახალგაზრდა ბიჭმა გოგონა ძაღლების ხროვისგან იხსნა,თვითონ კი დაიღუპა(ვიდეო)


image

ქალაქ ისტრაში(მოსკოვის ოლქი) 19 წლის ახალგაზრდა ბიჭი სასიკვდილოდ დაგლიჯეს ქუჩის მაწანწალა ძაღლებმა იმ დროს, როდესაც უცნობ გოგონას დაცვას ცდილობდა გაავებული ძაღლებისგან.


გოგონა სახლში ბრუნდებიდა, როდესაც წინ მაწანწალა ძაღლების ხროვა გადაეღობა, ერთ-ერთი ძაღლი გოგონას შეახტა და წააქცია, მას სხვებმაც მიბაძეს და გოგონას დაესივნენ.


ეს დაინახა ახალგაზრდა, 19 წლის ოლეგ შაშუნოვმა, მიუვარდა ძაღლებს და ჯოხით სცადა მათი მოგერიება, სანამ ის მეზობლებს ელოდებოდა დასახმარებლად, მანამდე ძაღლებმა მოასწრეს მისი სასიკვდილოდ დაგლეჯა, რაც შეეხება გოგონას ის სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმეა.


imageფოტოზე: 26 წლის გოგონა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია



აღსანიშნავია, რომ 19 წლის ოლეგი ერთ თვეში თავის შეყვარებულისგან შვილს ელოდებოდა.

image

როგორც გაირკვა, დაღუპული ოლეგ შაშუნოვი ცნობილი რუსი მომღერლის, იური ლოზას ნათესავი გამოდგა, ამის შესახებ მომღერალმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა

image


ისტრაში მაწანწალა კაციჭამია ძაღლები დაიჭირეს და თავშესაფარში გადაიყვანეს, დაკავებულია მამაკაცი, ვისაც ძაღლების მოვლა ევალებოდა.





0
164
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0