x
მეტი
  • 27.04.2018
  • სტატია:76438
  • ვიდეო:329077
  • სურათი:432621
სერიული მკვლელი მანიაკების ცოლები,რომლებიც აზრზე არ იყვნენ,რომ მათი ქმრები საშინელი მონსტრები იყვნენ

ხშირად როდესაც პოლიცია მორიგ სერიულ მანიაკ მკვლელს ან შეშლილ მანიაკს დაიჭერს, საზოგადოებაში იბადება კითხვა:ნუთუ მისი ოჯახის წევრები და ნათესავები ვერ ამჩნევდნენ რა საშინელი მონსტრი ცხოვრობდა მათ გვერდით? როგორც ირკვევა მანიაკების უმეტესება სანიმუშო მეოჯახეეები იყვნენ.


1-მერი ელიზაბეტ გარიმანი-მერი რასელ უილიმსთან 19 წელი იყო ქორწინებაში.სამაგალითო მეოჯახე და მოსიყვარულე ქმარი და ყველასთვის საპატივცემლო ადამიანი.ყოფილი სანიმუშო სამხედრო.

image

სინამდვილეში კი რასელი იყო მკველელი, გაუკუღმართებული მოძალადე და ტრანსვესტიტი.რასელი სარდაფში მსხვერპლთა ნივთებს ინახავდა, როგორც "სუვენირს", იგი ამასთანავე ფეტიშისტი იყო, იპარავდა ქალის თეთრეულს და აკურატულად ინახავდა სექს-სათამაშოებთან ერთად.

image


2-ჯუდიტ მოუსონი-მისის მოუსონი ვერაფრით იჯერებდა, რომ მისმა ქმარმა გერი რიჯვეიმ მინიმუმ 62 მკვლელობა ჩაიდინა, რომელიც აგრეთვე ცნობილი იყო მეტსახელით "მკვლელი მწვანე მდინარიდან"(Green River Killer).

image

ჯუდიტის განცხადებით გარი იდეალური ქმარი იყო, სანამ დაქორწინდებოდნენ წყვილი 2 წელი ხვდებოდა ერთმანეთს, ეს საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ჯუდიტს რაიმე ეეჭვიანა, მაგრამ პირიქით, ქალი ცამდე ბედნიერი იყო.

დაქორწინების შემდეგ წყვილი ჩვეულებრივ ცხოვრობდა:გერი კვირაში ექვსი დღე მუშაობდა, ჯუდიტი სახლში დიასახლისობდა, უქმე დღეებში პიკნიკებს აწყობდნენ და ბარბეკიუს მიირთმევდნენ.ჯუდიტის განცხადებით, ისინი ერთმანეთს ძალიან თბილად და ნაზად ეპყრობოდნენ.

იშვიათად რომ გერი სახლში გვიან დაბრუნებულიყო, თუ იყო ასეთი შემთხვევა, მას ყოველთვის მყარი გასასამართლებელი საბუთი ჰქონდა.

ჯუდიტი მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს:როდესაც იგი რიჯვეის ბინაში მივიდა მან ცარიელი კედლების და იატაკზე გაფენილი ლეიბების მეტი ვერაფერი აღმოაჩინა.

ჯუდიტი მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს:როდესაც იგი რიჯვეის ბინაში მივიდა მან ცარიელი კედლების და იატაკზე გაფენილი ლეიბების მეტი ვერაფერი აღმოაჩინა.

image

რა თქმა უნდა ჯუდიტმა ეს ამბავი დაიჯერა, თუმცა წლების შემდეგ, როდესაც რიჯვეი დააკავეს გამოაშკარავდა სიმართლე: ავეჯი იმიტომ გადააგდო რიჯვეიმ, რომ მსხვერპლთა სისხლით იყო გაჭღენთილი.

ჯუდიტმა აღიარა, რომ როდესაც ქმრის შესახებ სიმართლე გაიგო დეპრესიაში ჩავარდა, მიეძალა ალკოჰოლს და დამაწყნარებელ ტაბლეტებს.შემდეგ, როდესაც უკვე ქალი გონს მოვიდა, გამოიცვალა გვარი და საცხოვრებელი.

ერი რიჯვეიმ პირველი მკვლელობა 1982 წელს ჩაიდინა.დააკავეს მხოლოდ 1997 წელს დნმ-ს ანალიზის წყალობით.


2003 წლის 18 დეკემბერს რიჯვეის 48 გზის მუდმივი პატიმრობა მიუსაჯეს ვადამდელი განთავისუფლების უფლების გარეშე.



3-ლინდა იეტსი-26 წელი ცხოვრობდა ლინდა იეტსი თავის ქმარ, რობერტ იეტსთან ერთად, რომელმაც 16 ადამიანი მოკლა და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გასჩენია ეჭვის ნატამალიც კი, რომ მისი ქმარი სერიული მანიაკი იყო.ერთადერთი რაზეც ეჭვიანობდა, ეს სხვა ქალთან რომანი იყო, მაგრამ თუ მკვლელი იყო, ვერაფრით წარმოიდგენდა.

image

მაშინაც კი არ დაეჭვებულა, როდესაც ერთხელ ოჯახურ ფურგონის უკანა სავარძელზე ლინდამ სისხლი აღმოაჩინა. ქმარმა გულისამაჩუყებელი ვერსია მოუყვა:შემთხვევით ძაღლი გავიტანე, ჩავსვი მანქანაში და ვეტერინართან გავაქანეო.

ერთხელ საღამოს რობერტი გაოფლილი და ტალახში ამოთხვრილი დაბრუნდა სახლში, თუმცა მაშინაც დიდი ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის ლინდას.

image


რობერტ იეტსმა პირველი მკვლელობა 1973 წელს ჩაიდინა, მისი მსხვერპლი ძირითადად მეძავები იყვნენ.იეტსი დააკავეს 2000 წლის 18 აპრილს.


2002 წლის ოქტომბერში მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა.იგი დღესაც განაჩენის აღსრულებას ელოდება ვაშინგტონის ციხეში.



4-კეროლ ჰოფი-იგი ჯონ უენ გეისის მეორე ცოლი გახლდათ.მათ ხელი 1972 წელს მოაწერეს. ზუსტად ამ პერიოდში ჯონს მობეზრდა მხოლოდ ძალადობა და პედოფილია და სერიულ მკვლელობებზე გადავიდა.ამ ხნის განმავლობაში კეროლს ერთხელაც არ შეპარვია ქმარში ეჭვი.

მაშინაც კი, როდესაც სარდაფიდან საშინელი მძორის სუნი ამოდიოდა, ქმარმა მეუღლე დაარწმუნა, რომ ეს მხოლოდ მკვდარი ვირთხა იყო.


უცნაური იყო ის ფაქტიც, რომ გე
ისის ბევრი ნაცნობი ბიჭები უკვალოდ იკარგებოდნენ და შემდეგ გარდაცვლილს პოულობდნენ, ერთ-ერთი მათთან სახლშიდაც კი ცხოვრობდა, ხოლო კეროლი ამაში ვერაფერ საეჭვოს ვერ ხედავდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ სანამ კეროლი ცოლად გაყვებოდა ჯონს, იცოდა, რომ მისი მომავალი ქმარი არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის იჯდა ციხეში.

image

1975 წელს მან ცოლს განუცხადა, რომ იგი ბისექსუალია და მასთან დაწოლის სურვილი აღარ გააჩნია.ამის შემდეგ ისინი გაიყარნენ.


ჯონ უენ გეისი1978 წლის 11 დეკემბერს დააკავეს.სულ ჩადენილი ჰქონდა 33 მკვლელობა. მას მეტსახელი "მკვლელი კლოუნი"(Killer Clown»)შეარქვეს .მსხვერპლთა უმეტესობა მოზარდი ბიჭუნა გახლდათ.


1980 წელს მას 21გზის სიკვდილის დასჯა მიუსაჯეს. განაჩენი მხოლოდ 1994 წლის 10 მაისს აღსრულდა.

image

5-ჯული ბაუმაისტერი-აქ წარმოდგენილი ცოლებიდან ვფიქრობთ ყველაზე მიამიტი.

როდესაც ჯულის ხელში მორიგი ადამიანის თავის ქალა ან პისტოლეტი ჩაუვარდებოდა.იგი მაშინვე იჯერებდა მეუღლის ჰერბ ბაუმაისტერის მოთხრობილ ზღაპარს, რომ თითქოს ეს იყო რეკვიზიტი სამედიცინო სკოლიდან, სადაც მუშაობდა მამამისი-ანესტეზეოლოგი.

ერთხელაც მათმა შვილმა უკანა ეზოში თამაშის დროს ადამიანი ძვლები იპოვა.თუ ძვლებს სერიული ნომრები ექნებოდა, შეიძლებოდა მაშინ იმის დაჯერება, რომ შესაძლოა ძვლები მართლაც სამედიცინო სკოლიდან იყო, თუმცა ჯულის ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება როდესაც ადამიანის ნარჩენები დაიკარგა.ჯულიმ იფიქრა, რომ მაწანწალა ცხოველებმა დაიტაცეს.

როდესაც გამოძიება დაიწყო, ცოლმა სამართალდამცავებს ასე განუცხადა:" იცით ძვლებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ეს არ იყო ის რაზეც 24 საათი უნდა მეფიქრა".

image

როდესაც სამართალდამცავები მათი სახლის და ეზოს გასაჩხრეკად მოვიდნენ ჰერბმა ცოლი დაარწმუნა, რომ მას რაღაც წვრილმან ქურდობაში დებდნენ ბრალს, იგი უდანაშაულოა და მან არ უნდა შემოუშვას პოლიციელები სახლში.

ქალი მაშინაც კი ჯიუტად უარზე იყო სახლში შემოშვებაზე, როდესაც პოლიციელებმა სიმართლე გაუმჟღავნეს ჯულის, რომ მისი ქმარი მკვლელი იყო.


მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ აეხილა თვალი ჯულის და თვითონვე დაურეკა პოლიციას და ჩხრეკის ნებართვა მისცა.


ჰერბერტ ბაუმაისტერმა პირველი მკვლელობა 1992 წელს ჩაიდინა, მისი მსხვერპლი გეი-მამაკაცები იყვნენ.

image

1996 წელს პოლიციამ მის ეზოში 11 მამაკაცის ჩონჩხი აღმოაჩინა.პოლიციის ვარაუდით ბაუმაისტერი კიდევ 9 კაცის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა ამის დამტკიცება შეუძლებელი გახდა, რადგან იგი ონტარიოში გაიქცა და იქვე მან თავი მოიკლა 1996 წლის 3 ივლისს.


6) ელენა პოპკოვა-"ანგარელი მანიაკის"(მიხეილ პოპკოვი) ცოლი-ელენეს ყოველთვის მიაჩნდა, რომ ქმარში გაუმართლა, არ სვამდა არ ეწეოდა, ცოლისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია, დროის უმეტეს ნაწილს ოჯახში ატარებდა, 30 წელი ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელმაც ასამდე მკვლელობა ჩაიდინა და თვით ჩიკატილოსაც გადააჭარბა.ქმრის დაკავების შემდეგ ელენა პოპკოვა მონაწილეობდა თოქ-შოუებში, სადაც ჯიუტად ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი დამნაშავე არ არის და აქ რაღაც შეცდომაა.ქმრის გასამართლების შემდეგ ელენამ ბინა გაყიდა და სხვა ქალაქში გადასახლდა.

image


7)ფაინა ჩიკატილო, საბჭოთა სერიული მკვლელის ანდრეი ჩიკატილოს ცოლი-მორიდებული, მორცხვი და ყოველთვის დაბნეულ ქმარზე ფაინა ვერაფრით იჯერებდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მანიაკის გვერდით გაატარა ნახევარი ცხოვრება, იმისთვისაც არასდროს მიუქცევია ყურადღება, როდესაც ხანდახან მის ქმარს ტანასაცმელზე სისხლის ლაქები ეტყობოდა.

ჩიკატილოს დაკავების შემდეგ ფაინამ გვარი გამოიცვალა და სხვაგან გადასახლდა.


image

8)ლუდმილა სლივკო-"დამსახურებული მწამებლის", მკვლელი-პედოფილის, ანატოლი სლივკოს ცოლი-17 წლიანი ერთობლივი ცხოვრების დროს, ლუდმილა ერთხელაც არ დაფიქრებული, იმაზე, რომ ამ ხნის განმავლობაში ქმართან ინტიმური კავშირი თითზე ჩამოსათველი ჰქონდა, მართლაც სინამდვილეში სლივკო ლტოლვას მხოლოდ პატარა ბიჭუნების მიმართ განიცდიდა, სწორედ ამიტომ მოეწყო ტურისტულ ბანაკში სამუშაოდ.

მსხვერპლს ძირითადად ღარიბი ოჯახებიდან არჩევდა, 7-მა აღსაზრდელმა წამებას ვერ გაუძლო.

ცოლს ვერაფრით იჯერებდა ქმრის სადიზმს, სანამ სამართალდამაცვებმა ვიდეოფირი არ უჩვენეს.(მსხვერპლის წამებას თან ვიდეოზე იღებდა)

სლივკო დააკავეს 1986 წელს, ხოლო 1989 წლის 16 სექტემბერს სიკვდილით დასაჯეს.

image

image

იხილეთ აგრეთვე

0
307
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0