x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ნანუკა ჟორჟოლიანი გუდაურის საბაგიროსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს - რა იცოდა მამამისმა და რას წერდა იგი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ?
image


ნანუკა ჟორჟოლიანი გუდაურის დაბაგიროსთან დაკავშირებითპოსტს აქვეყნებს:


"30 წელია ხალხი გუდაურში სასრიალოდ დადის. დარწმუნებული ვარ, ამ წლების განმავლობაში, დენიც წასულა და მწყობრიდანაც გამოსულა საბაგირო, მაგრამ მსგავსი არასოდეს, არაფერი მომხდარა.

იქნებ კითხვები ცოტა უფრო გარკვევით დავსვათ და სამ დღეში, არ გავაქროთ ეს თემა მეხსიერებიდან.


ყელშია უკვე ამათი არაკომპეტენტურობა და გულგრილობა! თან როცა, ამ ყველაფერს ადამიანების ჯანმრთელობა ეწირება!"



image


ხოლო ამავე პოსტზეა მამამისის კომენტარი:


ერთი კვირის წინ ვწერდი რომ სათადარიგო კვების კაბელი ორი წელია დაზიანებულია და როცა 9 მარტს ძირითადიც დაზიანდა სამი დღე მხოლოდ პირველ და მეორე საბაგიროებს ამუშავედენ. უსაშველო რიგები იყო, ვინაიდან 3000 კაცი ვერ გაატარეს 1-2 საბაგირომ.ქუმსიშვილი და მისი სამინისტრო მხოლოდ ფულის ინკასაციით არიან დაკავებულები(საშუალოდ 100000ლარი დღეში). 90-ნი კვეთის კვების კაბელზე რომელიც 1986 წელს ჩაიდო დაკიდეს მთელი გუდაური, და 70წლის კოლიაზე ვართ დამოკიდებული . შედეგმაც არ დააყოვნა. დასაჭერია ყველა ვისაც ოდნავი შეხება აქვს. უპასუხისმგებლობის, არაკომპეტენტურობის და ფეხებზე დაკიდების ბრალია ეს. გუდაურის შემოსავლეზე დაკიდეს მთელი საქართველოს სათხილამურო კურორტები და აქ ერთი კაბელი ვერ გამოუცვლიათ. ერთი კვირაა დენის პრობლემებია და აი შედეგიც. დენი გაითიშა, მუხრუჭებმა ვერ გაუძლო და საძელეს საბაგირო უკან დაატრიალა. არ უნდა ამას დიდი კვლევა ძიება. ალტერნატიული დენის კვების წყარო უნდა ქონდეს, ვინაიდან მექანიკური მუხრუჭი არ აქვს. აღნიშნული დარღვეული იყო.

image



იგი ასევე აზიარებს ვიდეოს, სადაც გუდაურში არსებული ვითარებაა ასახული

image

0
790
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
790
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0