x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უჩინარი «სიკვდილის ხელის» შიშით, დამსვენებლები ფეშენებელურ კურორტზე, წყალში კოლგოტებით ჩადიან

ავსტრალიის ჩრდ–აღმ ნაწილი ანუ კუინზლენდი ნამდვილი ტროპიკული სამოთხეა დედამიწაზე. თბილი წყალი, მდიდრული პლაჟები... ერთი შეხედვით, იქ ყველაფერია ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის. თუმცა, ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს, მეცნიერები სერიოზულად დაეჭვდნენ, რომ სანაპირო წყლებში ყველაფერი «რიგზე ვერ იყო».


image


საქმე იმაშია, რომ ამ ზღაპრულ სანაპიროზე ბანაობისა, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, განსაკუთრებით, ბავშვები. თან, მეტად უცნაურ და იდუმალ გარემოებაში: ერთი წამის წინ ადამიანი რომ ცურავდა, უეცრად ჩერდებოდა. ამასთან, სხეულის დათვალიერების და გაკვეთის დროს, სიკვდილის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდებოდა. დასკვნაში კი, რადგან მიზეზის მითითება საჭირო იყო, ყველას ერთნაირად, – «გულის უეცარი გაჩერება»-ს უწერდნენ.

ყველამ, ვისაც ტროპიკულ წყლებში უბანავია, იცის, რომ ხანდახან ასეთ ადგილებში შხამიანი თევზს, ზღვის გველს ან მედუზებს შეიძლება გადააწყდნენ. მაგრამ, ამ სანაპირო წყლებში, მსგავსი არაფერი ყოფილა. ადგილობრივი მყვინთავების განმარტებით, ტკივილი არსაიდან ჩნდება. ხოლო, წყალი ირგვლივ სუფთა და კამკამაა. ძლიერი ტკივილის განცდის შემდეგ, ადამიანს, თუ გადარჩა, რამდენიმე დღის მანძლიზე, ღებინება და მოწამვლის სხვა სიმპტომები აღენიშნება.

ძველთაგანვე, სანაპირო წყლებთან დაკავშირებით, ლეგენდა არსებობდა, რომლის მიხედვით, მასში უხილავი მკვლელი, – «ზღვის კრაზანა» ბინადრობდა. აბორიგენები კი, უხილავ მკვლელს დემონს ეძახდნენ, და ამბობდნენ, რომ მას წარმოუდგენელი ტკივილის მიყენება და მოკვლაც კი შეუძლია, – თუმცა, მეცნიერებს მათი მონაყოლის არ სჯეროდათ... «ჩვენ რეგიონში ყველა ზღვის ცხოველი გამოვიკვლიეთ და ვერ აღმოვაჩინეთ ისეთი ძლიერი შხამი, რომელსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია», – ამბობდნენ ისინი.


image


და ერთხელ, 1955 წლის შუა ზაფხულში, პლაჟზე კიდევ უბედურება მოხდა – 5 წლის ბიჭი დაიღუპა. ბავშვი წყალმარჩხზე თამაშობდა, მას ტალღები ფეხებზე ევლებოდა, ის წყალშიც კი არ ყოფილა ჩასული და უეცრად, ისე, რომ ხმაც არ ამოუღია, დაეცა. მშობლებმა მაშინვე მიირბინეს, მაგრამ ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ადგილობრივმა ბიოლოგმა, დოკ. გუგო ფლეკერმა, მაშველებს სთხოვა მაშველებს, რომ იმ ადგილისთვის, სადაც ბავშვი დაიღუპა ბადე შემოევლოთ. ხოლო, შემდეგ, ყველა ცოცხალი არსება ამოეყვანათ, რაც ზონის შიგნით იყო. მათ შორის წყალმცენარეები, თევზები, მედუზები და კიბოსნაირები... «ნათევზავის» დახარისხებისას, ფლეკერმა მისთვის უცნობი სახეობის მედუზა აღმოაჩინა და მიხვდა, რომ სწორედ ის იყო «ზღვის კრაზანა» და «დემონი ირუკანჯი», როგორც მას ადგილობრივები ეძახდნენ.

მეცნიერის მაგიდაზე იდო ნიმუში, რომელიც აშკარად კუბომედუზების (ლათ. Cubozoa) რიგს ეკუთვნოდა. ჩვეულებრივი მედუზებისგან განსხვავებით, ამ მედუზებს კუბის ფორმა აქვს და «კუბიკის» თითოეული ქვედა კუთხიდა, 4–4 საცეცეა ჩამოკიდებული. მედუზა საკმაოდ დიდი (დაახლოებით, 15 სმ) და გამჭვირვალე იყო. იმდენად გამჭვირვალე, რომ წყალში მისი დანახვა, მხოლოდ აკვარიუმის ულტრაიისფერი შუქით განათებით შეიძლებოდა. სხვა შემთხვევაში, მკვლელი, მართლაც რომ უჩინარი იყო!


image

«ზღვის კრაზანა» ულტრაიისფერი ნათების ფონზე


კვლევის დროს, მედუზის საცეცეებში საკნისებური უჯრედები – ნემატოციტები აღმოაჩინეს, რომლებშიც ჩვენს პლანეტაზე არსებული შხამებიდან, ყველაზე სახიფათო შხამი იყო და ამიტომ, «ხირონექსი» (ბერძ. Chironex) დაარქვეს, რაც ქართულად «სიკვდილის ხელს» ნიშნავს.

როგორც მეცნიერები ამბობენ ამ მედუზის შხამი იმდენად ძლიერია, რომ მხოლოდ ერთ მედუზის შხამს, 60 მამაკაცის მოკვლა შეუძლია! შხამის სასიკვდილო დოზა – 0.04 მილიგრამია, სხეულის მასის 1 კგ–ზე და მედუზის საცეცესთან შემთხვევითი შეხებაც კი, მთელს სხეულში ძლიერი ტკივილს შეგრძნებას და გულისა და ფილტვების პარალიზებას იწვევს. გადარჩენის მცირე შანსი მხოლოდ ძლიერი და ჯანმრთელ ადამიანებს აქვთ, ბავშვები კი, მომენტალურად იღუპებიან.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მედუზა ნებისმიერ შემხვედრ სხეულს არ სუსხავს და რომ მას საცეცეებში სპეციალური უჯრედები, – ანალიზატორები აქვს, რომელიც უცხო ობიექტთან კონტაქტისას, მის რაობას ადგენს და მედუზას ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, მის წინ ცოცხალი ორგანიზმია (ანუ პოტენციური «საკვები»), თუ უსიცოცხლო საგანი. თუ ანალიზატორები სიგნალს იძლევიან, რომ ობიექტი ცოცხალია, ნემატოციტები მაშინვე შხამს ისვრიან, რომლიც ადამიანის სხეულზე ნემსით ნაჩხვლეტის სახით ფიქსირდება და ფაქტიურად, შეუმჩნეველია. ხოლო, თუ ობიექტი «საინტერესო არ არის», მედუზას არანაირი რეაქცია არა აქვს.

ამ კვლევების საფუძველზე, ავსტრალიელმა დაივერებმა და უბრალო დამსვენებლებმა მაშინვე მოძებნეს გამოსავალი, – მათ წყალში შესვლისას კოლგოტების გამოყენება დაიწყეს. როდესაც მედუზა საცეცეებით ნეილონის ქსოვილს ეხება, მას უსიცოცხლო ობიექტად აღიქვამს და თავს არ ესხმის. ამიტომ, ავსტრალიელი მაშველები, წყალში შესვლის წინ, კოლგოტებს იცვამენ, თან 2 წყვილს ერთად. ერთს, ჩვეულებრივ, ფეხებზე, ხოლო მეორეს, – უბის ნაკერზე ხსნიან, თავის გასაყოფად და მას ხელებზე და სხეულის ზედა ნაწილზე იცვამენ.



image

image


ზოგიერთმა ავსტრალიურმა კომპანიებმა კი, სპეციალური საცურავო კოსტუმების, «stinger suites»-ს წარმოება დაიწყო – ეს იგივე კოლგოტებია, რომლითაც მთელი სხეულის დაფარვა შეიძლება. თუმცა, «სტრინგერები» საკმაოდ ძვირი ღირს (დაახლოებით, 100 დოლარი). ასე, რომ, «ზღვის კრაზანისგან» თავდასაცავად, უფრო ხშირად, კოლგოტებს იყენებენ.

imageimageimageimageimageimageimage







2
1582
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1582
  
2019, 27 ნოემბერი, 13:51
სახელიც რა შესაბამისი ქვია, კუბოსთან ასოცირებული - "კუბომედუზა" :დდდ
2019, 17 ოქტომბერი, 23:25
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება --- www.Bredhot.Com
0 1 2