x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტოპ 20 უნივერსიტეტი ,რომელთა ბიზნესსკოლების კურსდამთავრებულები ყველაზე მაღალანაზღაურებადები არიან მსოფლიოში
image

Emolument.com-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2018 წლისთვის ბიზნესის მიმართულების ყველაზე მაღალანაზღაურებადი კურსდამთავრებულები მეტწილად ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლობენ. უფრო კონკრეტულად, ამ ნიშნით 20 საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლიდან 11 სწორედ აშშ-ის ტერიტორიაზეა. სიას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სლოუნის მენეჯმენტის სკოლა ლიდერობს 286 000 დოლარიანი საშუალო ხელფასითა და ბონუსებით.

ჰარვარდის და ჩიკაგოს უნივერსიტეტები შესაბამისად მეორე და მესამე პოზიციებს დასჯერდნენ.

რაც შეეხება ევროპას, აქ პირველ ადგილს საფრანგეთში, ფონტაინებლუში არსებული INSEAD-ის ბიზნეს სკოლა იკავებს, რომელიც საერთო სიაში 21-ე ადგილზეა საშუალოდ 185000 დოლარით. მთლიანი სიის მე-14 ადგილზე კემბრიჯის უნივერსიტეტი აღმოჩნდა, რომელიც ბრიტანეთის მასშტაბით ლიდერია. ტოპ ოცეულში ვერ მოხვდა აზიის ვერცერთი სასწავლებელი.



წყარო :Bloomberg

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0