x
"შენ როგორ სამყაროში გინდა იცხოვრო"




როგორ სამყაროში მინდა ვიცხოვრო“


image


ძვირფასო. მეც არამიშავს. აქ სიმშვიდეა რა..

შენ როგორ ხარ?

შენთანაც ხომ სიწყნარეა?

მეც მენატრები, ძალიან მინდა შენი ნახვა.. მაგრამ არ შემიძლია! ვბრაზდები, რატომ?!

image

მე ახლახანს მოვრჩი ლოცვას, უფალს მშვიდობა ვთხოვე და ღვთისმშობელს შევავედრე ჩვენი სამშობლო, ღმერთს გამთლიანება ვთხოვე, მერე ხომ ერთმანეთის ნახვაც აღარ გაგვიჭირდება (როგორ, მოუთმენლად ველი ამ დღეს). უსამართლობაა, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ და „ოკუპაცია“ საზღვრებს გვიწესებდეს! საქართველო-აფხაზეთის საზღვარი წლების წინ ეს სასაცილოდ ჟღერდა, დღეს კი მავთულ-ჯაჭვები უფლებას არ გვაძლევს ჩვენ მიწაზე თავისუფლად ვიაროთ.. როგორ მტკივა გული..

დღეს ქართულში ასეთი დავალება გვქონდა: „როგორ სამყაროში მინდა ვიცხოვრო“, მინდა ჩემი ნაწერი წაიკითხო, შენი აზრი მაინტერესებს.


image


„ფანჯრიდან შემოპარული მთვარის შუქით განათებულ ოთახში ვზივარ და ვფიქრობ, წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე, იმ მომავალზე, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი ვქმნით. სურვილი მიჩნდება შევცვალო რეალება და შევქმნა მშვიდობიანი ლამაზი სამყარო, სადაც ადამიანი ფასობს და არა ფული, ძალაუფლება. მაგრამ „მე“ ამის ძალა არ შემწევს. იცით, გული ძალიან მტკივა, როცა სიტყვა „ომი“ მესმის. ამ სიტყვის გაგონებაზე შიში მიპყრობს და ტკივილიც დიდია.. როცა წარმოვიდგენ, თუ რამდენი უდანაშაულო ადამიანის, ახალგაზრდა სამშობლოსათვის თავდადებული ჯარისკაცის სიცოცხლე ერთ გასროლას მიჰყვება და მაინც რატომ? ადამიანები რატომ უნდა კლავდნენ ერთმანეთს? რისთვის? -იმისთვის რომ ვიღაცას მეტი მიწა შერჩეს! ის მიწა, რომელიც დღეს თუ ხვალ ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ!

არა! არა და ეს ყველამ უნდა გაათვითცნობიეროს, სხვა გზა არ არის, ამდენ ცოდვას ვერ დაიტევს ეს სამყარო! თუ ადამიანები ერთმანეთს დავხოცავთ, მაშინ ღმერთს როგორღა შევთხოვოთ მშვიდობა..

ომი. დიახ, ომი ამ სამყაროში ყველაზე დიდი და ვრცელი ბოროტების ზესახელია, რომელიც სპობს, ანადგურებს, არაფერს არ ტოვებს და შედეგიც ყოველთვის სიკვდილი, ტკივილი, განადგურებული ადამიანების ტრაგიკული ისტორიებია: ზოგი შვილის საფლავს ნატრობს, ზოგი მშობლებს ტირის, ვიღაცამ და დაკარგა ვირაცამ ძმა და ვიღაცა გაღმა ნაპირზე დარჩა.. ეს საშინელი ტკივილია, ადამიანების მიერ ჩადენილი სისასტიკის შედეგი.


image


-სიტყვა ომი არ უნდა არსებობლეს დედამიწაზე!

თუმცა ომს რომ არ შევეხოთ კიდევ ბევრი ცოდვა დაგვიგროვდა ადამიანებს. დიახ! ყველას, თითოეულ ცოცხალს, რომელსაც ლაპარაკი შეუძლია და აზროვნების უნარი გააჩნია: მე, შენ, მას, ჩვენ ყველას!


აი მაგალითად, თუ ბოროტება პირადად ჩვენ არ გვეხება, თუ უსამართლოდ ჩვენ არ გვექცევიან, თავს ვარიდებთ, თვალებს ვხუჭავთ და ყრადღებას არ ვაქცევთ „სხვას“ - „თუ მას ტკივა მე რა ვქნა, მე ხომ არაფერი დამიშავებია მისთვის, სრულიად არაფერი“, სინდისს ვიმშვიდებთ და თავს ვინუგეშებთ. რეალურად კი საკუთარ თავს უფრო მეტს ვუშავებთ, როცა დახმარება შეგვიძლია, თუნდაც სიტყვიერი და უბრალოდ შეწუხება „გვეზარება“, არადა ეს შეწუხება არ უნდა იყოს, პირიქით უნდა გვსიამოვნებდეს, ადამიანისთვის დახმარების გაწევა, გაჭირვებულისთვის ხელის გაწვდენა, დაჩაგრულის დაცვა, მაგრამ, სამწუხაროდ დღეს ასე არ არის. ადამიანები „ერთმანეთს“ მხოლოდ ნათესავებს, ახლობლებს ვეძახით და ნებისმიერი ადამიანი რომ მოყვასია, მოყვასის სიყვარული კი უმთავრესია - დაგვავიწყდა. დღეს დაცინვის დონე უფრო მაღალია, ვიდრე თანადგომისა და დაფასების. ასე კი შორს ვერ წავალთ. ტრადიციებს ვკარგავთ უკეთესის ძიებაში და კარგსაც ვერ ვქმნით.


image



-რატომ? ამ კითხვას ყველა თუ დავუსვამთ საკუთარ თავს, „გამოსავალი ყოველთვის არის“, მაგრამ ადამიანებს შეცდომების აღიარება ნაკლებად გვახასიათებს, ვიდრე თავის მართლება, დაუფიქრებელი და ჩქარი ნაბიჯები.

უკვე იმდონემდე ვარ მისული, დედა შვილს კლავს (აბორტი) და აცხადებს რომ ეს მისი სახელმწიფოებრივი (თავისუფალი) უფლებაა, მეზობელი მეზობელს ზემოდან უყურებს, ექიმი გაწირავს პაციენტს ფული თუ არა აქვს, და ძმას ვეღარ ენდობა, ბიჭი ბიჭს თუ მოიყვანს ცოლად ცივილიზაციაა, ქვეყანაში ოლიგარქიაა და ირწმუნებიან, რომ დემოკრატიულ ერთიან ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს ის დემოკრატიაა, როცა თავისუფალნი ვართ და არ ვიცით რას ნიშნავს „თავისუფლება“. პატრიოტიზმი წარსულის მოგონებად დარჩა, ახლა „ევროპელობაა“ მოდაში.



image

!!!


image

დიდი ილია წერს: „ერის დაცემა და გათახსირება, მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს..“ ასე მგონია ეს სენი შეგვეყარა და ხელებდაკრეფილები ვზივართ, როცა მოქმედებაა საჭირო. ისევ ილიას სიტყვები მახსენდება: „ქვეყანა ტაძარი კი არაა, სადაც კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, სადაც უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“

-როგორ სამყაროში მინდა ვიცხოვრო?

- მშვიდობიან სამყაროში! სადაც ადამიანი ფასობს! სადაც უმთავრესი ღირებულება სიყვარულია! სადაც არ არსებობს სიტყვა „ომი“! დიახ, მე სამოთხეში ცხოვრება მოვინდომე.. მე ასე მესახება ჩემი სამყარო, რომელიც ამდენი სისასტიკის მიუხედავად მშვენიერია!

მე დავხატავდი ამ სამყაროს

image

ნათე ფერებში: წითელ (სიყვარული), მწვანე (სიცოცხლე), ცისფერ (ზეცა), ყვითელ (სიხარული) ვარდისფერ (ბედნიერება) და ყველა ფე

რს (ყვავილები, ხეები, ცხოველები, ფრინველები...) გარდა შავისა! ყველაზე მეტს წითელ საღებავს გამოვიყენებდი.“

მოუთმენლად ველოდები შენ პასუხს.მიყვარხარ და მენატრები ჩემო ძვირფასო.

შენი ლინდა. "

image

სიყვარული აცოცხლებს სამყაროს!


image

სიცოცხლე მსვენიერია !

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:ხელო ვანი
ხელო ვანი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0