x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
აბეზარი ფოტოგრაფის მიერ შეწუხებული ბუ
image


ხის ფუღუროში მყუდროდ მოკალათებული ბუ აბეზარი ფოტოგრაფის კამერის ჩხაკუნმა გააღვიძა. ქვებეკში, კანადაში გასულ კვირას გადაღებულ ფოტოზე სწორედ ეს მომენტია აღბეჭდილი .აღმოსავლური, მყვირალა ბუ იძულებული გახდა ცალი თვალით შეეთვალიერებინა სტუმარი, თუმცა მალევე ისევ თავის შუადღის ძილს დაუბრუნდა.

“ შესანიშნავი კამუფლაჟის გამო ბუ უმალვე ვერ შევამჩნიე.მასზე პარკის თანამშრომელმა მიმითითა, რომელსაც ის რამდენიმე დღის წინ ხეზე 25 ფუტის სიმაღლეზე დაენახა .ბუს კამერის ჩხაკუნი მოესმა, თუმცა მხოლოდ ერთი თვალი გაახილა . მიუხედავად იმისა, რომ შეწუხებული ჩანდა ამ ფაქტით, როგორც კი დაინახა ვინ იდგა მის წინ, თვალები მყისვე დახუჭა.’’ ამბობს ფოტოგრაფი ანდრე ლანუეტი.


image



მონრეალში არსებული ანგრიგნონის პარკი, რომელიც 20000 ხეს მოიცავს და სავსეა დაკლაკნილი ბილიკებით, მე-19 საუკუნის ინგლისური ბაღების ინსპირაციითაა მოწყობილი.

ანდრეს თქმით, ბუ მიჩვეულია პარკში მოსიარულე ადამიანების დანახვას და მოსმენას, უბრალოდ არ სურდა იმ მომენტში ვინმეს შეეწუხებინა.

მყვირალა ბუ არამხოლოდ შენიღბვის საოცარი უნარითაა განთქმული, არამედ თავისი დაბალხმიანი ბგერებით, რის გამოც შესაბამისი სახელწოდებაც მიიღო.

წყარო :Daily Mail

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0