x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ძველი ცივილიზაციის ადამიანები ვართ
დაახლოებით 1, 2 მილიონი წლის წინ, მას შემდეგ, რაც მაიმუნის წინაპარმა ადამიანმა, ქვის იარაღების საჭიროებისამებრ გამოყენება დაიწყო, გაჩნდა პირველი ადამიანი. მეცნიერული მონაცემების მიხედვით, ევოლუციური პროცესის შედეგად 200 ათასი წლის წინ გავჩნდით, თუმცა, ყოველ ახალ ათასწლეულში, სულ უფრო და უფრო გაუმჯობესდა ჩვენი ყოფა.


image


საინტერესოა, განვსხვავდებით კი პირველყოფილი ადამიანების ცივილიზაციისგან?


დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს, რომლებიც ადასტურებს რომ ჯერ კიდევ ძველი ცივილიზაციის ადამიანებივით ვცხოვრობთ.




კბილის ბჟენი (პლომბი), რომელიც 13 ათასი წლის წინაა დამზადებული.image

როგორც ჩანს, პირველყოფილმა ადამიანებმაც იცოდნენ სტომატოლოგიური მომსახურების შესახებ. ტოსკანის მთებში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კბილის უძველესი ბჟენი, რომელიც მიღებული იყო სამედიცინო ჩარევის შედეგად. ბჟენი დამზადებულია ფისოვანი ნივთიერებისგან, მცენარეული ბოჭკოებისგან და თმისგან.





დამწერლობა 30 ათასი წლის წინ შეიქმნა?image

ლასკო და შოვეს გამოქვაბული, ხელოვნების ცოცხალი ნიმუშია. გამოქვაბეულის კედლებზე 30 ათასი წლის წინანდელ ნახატებს ნახავთ, თუმცა, საინტერესო ამ კედელზე, სურათების გვერდითა ნაწილია. არსებობს კონკრეტული ნიშნები, რომლებიც შეიძლება იყოს პირველყოფილი ადამიანების წერილების კვალი. მეცნიერები სხვადასხვა ჰიპოთეზებს გამოხატავდნენ, რათა გაერკვიათ, თუ რა იყო ჩვენი წინაპრების მიერ გაკეთებული სიმბოლოების საიდუმლო, თუმცა, კონკრეტულ დასკვნამდე დღემდე ვერ მივიდნენ.





40 ათასი წლის წინ, ადამიანები უკრავდნენ ფლეიტაზე.image

გერმანიის სამხრეთ ნაწილში, ერთ-ერთ გამოქვაბულში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც 40 ათასი წლისაა. ექსპერტების თქმით, ფლეიტა შედგება ხუთი ჭრილისა და ხუთი ხვრელისგან და მასზე დაკვრა დღესაც შესაძლებელია.





70 ათასი წლის წინ, 200-მდე ადამიანმა წითელი ზღვა გადმოკვეთა.image

არქეოლოგებმა და გენეტიკოსებმა ჩაატარეს ერთობლივი კვლევა და აღმოჩნდა, რომ 70-90 ათასი წლის წინ, ადამიანების მცირე ჯგუფმა, კლიმატის მკვეთრი ცვლილების გამო, რამაც დააზარალა ევროპა, აზია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია, გადმოკვეთა წითელი ზღვა. სწორედ მათგან შეიქმნა და გამრავლდა თანამედროვე ადამიანები.





ცისფერთვალება ადამიანები, 7 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ.image

მეცნიერები, ამ დრომდე იყვნენ დარწმუნებულები, რომ ადამიანის, ჯერ კანი, მუქიდან ღია ფერამდე დავიდა გარკვეული კლიმიატისა და ცვლილებების შედეგად და ყველას ყავისფერი თვალები ჰქონდა და შემდეგ გაღიავდა თვალის ფერი, თუმცა, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შემონახულმა ნაშთებმა, თავდაყირა დააყენა მათი ძველი მოსაზრება. მამაკაცის ნაშთები, რომლებიც ძალიან კარგად შემოინახა, (მამაკაცი ლა ბრანა 1-ის სახელითაა ცობილი) ადასტურებს ფაქტს, რომ ადამიანს მანამ ჰქონდა ცისფერი თვალები, სანამ კანის ფერი გაუღიავდებოდა.




P. S. როგორც ხედავთ, მეცნიერული სწავლებები ჯერ კიდევ არ დგას თავის საფეხურზე და ახალმა აღმოჩენებმა, შეიძლება ხვალვე შეცვალოს ჩვენი ცხოვრება და წარმოდგენები.



იხილეთ აგრეთვე:


ის, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, ნამდვილად შეგაძრწუნებთimage




მკურნალობის ყველაზე გამაოგნებელი და შოკისმომგვრელი მეთოდები წარსულის ისტორიიდან, რომლებიც შეგაშფოთებთimage





სასწაულად შემორჩენილი ყველაზე უძველესი ნივთები, რომელთა თარიღები გაგაოცებთimage




4
519
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
519
  
2018, 20 მარტი, 13:19
დიდი მადლობა
2018, 20 მარტი, 13:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 20 მარტი, 11:40
და სად მიწერია, რომ იმ გამოქვაბულში შუმერული დამწერლობაა აღმოჩენილი? წერია, რომ არსებობს კონკრეტული ნიშნები, რომლებიც შესაძლოა პირველყოფილი ადამიანების წერილობითი კვალი იყოს, ანუ მოცემული სიმბოლოები გამოხატავდნენ რაიმე აზრს. (შენს ნათქვამსა და აქ დაწერილს შორის კი ძალიან დიდი სხვაობაა) (სტატიებს ძირითადად ვთარგმნი და ნამდვილად ვერ გადავამოწმებ ხოლმე თითოეულ სიტყვას, რადგან ამაში ისედაც დიდი დრო მიდის და კიდევ უფრო დიდი წავა, ბოლოს კი ხედავ 200 კაცმაც არ ნახა და ვისთვის გავისარჯო ასე?)
2018, 20 მარტი, 3:43
ლასკო დე შოვეს გამოქვაბულებში რა უნდა შუმერულ დამწერლობას? მანდ ცხოველების ნახატებია.
0 1 4