x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
წითელა–ბავშვთა ვირუსული დაავადება,მისი გართულებული ფორმები და მკურნალობა
image

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა.ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, გამონაყარი კანზე და ლორწოვანის დაზიანება.ეს დაავადება უძველესი დროიდან არის ცნობილი.ყოველ დროში და ყველგან ფართოდ იყო გავრცელებული.

წითელას ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია.იგი გადამდები ხასიათისაა გამონაყარის წარმოქმნამდე 3–4 დღით ადრე(კატარული პერიოდი) და დაავადებიდან 10 დღის განმავლობაში.გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით.გამომწვევის შეჭრის ადგილია ცხვირ-ხახის ლორწოვანი.ვირუსი შეიძლება შეიჭრას კონიუნქტივიდანაც. 3თვემდე ავად არ ხდებიან წითელას ვირუსით ახალშობილები.ის განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ბავშვებში 1-დან 4 წლამდე.წითელა გადატანის შემდეგ ტოვებს მყარ იმუნიტეტს.უიშვიათესია განმეორებით დაემართოს ერთსა და იმავე ადამიანს.თუ წითელათი დაავადებულის ბინასი თუნდაც ძალიან დიდი ხნით მოხვდება ადამიანი, რომელსაც არა აქვს გადატანილი ეს დაავადება, ის აუცხილებლად გახდება ავად, გამომდინარე იქედან, რომ წითელას ახასიათებს ძალიან მაღალი მიმღებლობა.წითელას გავრცელება შესაძლებელია არამჭიდრო კავშირის დროსაც, მაგალითად, თუ თუ პირველ სართულზე მყოფება წითელას ვირუსით დაავადებული ადამიანი, დაავადება შეიძლება გავრცელდეს სადარბაზოს ყველა სართულებზე(მიუხედავად ასაკისა), თუ წითელა გადატანილი არა აქვთ.

წითელა უმეტესად გვხვდება ზამთარსა და გაზაფხულზე.ხასიათდე3ბა პერიოდული ეპიდემიური გავრცელებით–ყოველ 4–6 წელიწადში.სხვა დროს გვხვდება ერთეული სახით.

ორგანიზმში ლორწოვანიდან(ზემო სასუნთქი გზები, საყლაპავი, კონიუნქტივა)მოხვედრილი ვირუსები მრავლდებიან და გადადიან სისხლში.განსაკუთრებით კანსა და სასუნთქ სისტემას აზიანებენ.იწვევენ ცხვირ-ხახის, ბრონქების, ბრონქიოლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის ანთებას.საყურადღებოა ფაქტი, რომ წითელას ვირუსს აქვს უნარი დაუქვეითოს და ზოგჯერ დაუკარგოს ორგანიზმს შეუვალობა სხვა ინფექციების მიმართანუ დაუქვეითოს იმუნოგენეზი.ამიტომ ხშირად წითელას სხვა ინფექციური დაავადებებიც დაერთვის ხოლმე თან(დიფთერია, დიზენტერია და სხვ.)ორგანიზმში იქმნება ხელსაყრელი პირობებიილტვების ანთების, შუა ყურის ანთების და მენინგიტის განვითარებისთვის.


ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-11 დღემდე.დაავადება იწყება სწრაფად.ბავშვი არის მოწყენილი, ტემპერატურა იწევს 39 გრადუსამდე, აქვს ხველა და სურდო.აწუხებს თავის ტკივილი, ამცივნებს და გრძნობს დამტვრეულობას.ცხვირ-ხახიდან აქვს დიდი რაოდენობით გამონადენი, მატულობს ცხვირის ცემინება, ძინავს მოუსვენრად, აქვს უმადობა.უწითლდება კონიუნქტივა, ეწყება ცრემლდენა, ვერ იტანს სინათლეს.უშუპდება სახე და უძლიერდება მშრალი ხველა, ზოგჯერ უბოხდება ხმა.პირის ღრუს ლორწოვანი ძლიერ გაფხვიერებულია და წითელია.ლოყისა და ტუჩის შიგნითა ზედაპირზე უჩნდება მოთეთრო-მოყვითალო ფერის მცირე წინწკლები, რომელიც არ შორდება ლორწოვანს, იგი გრძელდება 2-3 დღე და წითელას დიაგნოზის უტყუარი ნიშანია.დაავადების გამოვლინების მესამე დღიდან ჩნდება გამონაყარი.24 საათის განმავლობაშჭი მთელ სახეზე, კისერსა და გულ-მკერდის ზემო ნაწილში ჩნდება პაპულოზურ--მაკულოზური გამონაყარი.ტემპერატურა მატულობს გამონაყრის გაჩენისთანავე.გამონაყარი კანიდან ოდნავ ამოწეულია, რბილი კონსისტენციისაა, სხვადასხვა ფორმის.აქვს გაერთიანების მიდრეკილება, მაგრამ ყოველთვის უცვლელია კანი გამონაყარს შორის.თუ ხელს გადაუსვამთ გამონაყარ კანზე ხავერდის შეგრძნებას ტოვებს. მე-4–5 დღეს გამონაყარი დაფარავს მთელ კანს.გამონაყრის პერიოდშირთულდება კატარული მოვლენები(კონიუნქტივი, სურდო, ხველა, სინათლის შისი)ეს მოვლენები გაივლის გამონაყრის გაქრობის შემდეგ.ავადმყოფის პულსი აჩქარებულია, ქ1ვეითდება არტერიუყლი წნევა.აღინიოშნება ტრაქეობრონქიტის მოვლენები. 4 დღის შემდეგ თანდათან ქრება გამონაყარი და მის ადგილზე მე-6 დღეს რჩება პიგმენტაცია.ასე, რომ თუ ავადმყოფის კანზე აღინიშნება პიგმენტაციური ლაქები, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის დაავადების მე-10 და გამონაყრის მე-6-7 დღე.ამ დროიდან წითელა გადამდები უკვე აღარ არის.

გამონაყრის გაქრობის შემდეგ შეიძლება კანზე აღინიშნებოდეს ქატოსებრიაქერცვლა. სისხლში აღთინიშნება ლეიკოპენია.

მძიმე ფორმას ეკუთვნის აგრეთვე ჰემორაგიული წითელა, როცა ლორწოვანზე და კანზე სისხლჩაქცევებია, ამ დროს ავადმყოფი შარდთან და განავალთან ერტად გამოყოფს სისხლს.წითელა მძიმედ მიმდინარეობს რაქიტიან, დისტროფიულ და სხვა დაავადებების შედეგად დასუსტებულ ბავშვებში.

წითელა მსუბუქად მიმდინარეობს ფიზიკურად ძლიერ და აცროლ ბავშვებში.

წითელას დროს ყველაზე ხშირი დეა საშიში გართულებაა ფილტვების ანთება, რომელიც შესაძლოა განვიტარდეს დაავადების პირველივე დღეებსი., ათების მიზეზი თვითონ წითელას გამომწვევი ვირუსია.სხვა გართულებებიდან აღსანიშნავია შუა ყურის ჩირქოვანი ანთება, ენცეფალიტი, ჩირქოვანი მენინგიტი.

წითელათი დაავადებულის საავადმყოფოში მოთავსება, თუ ვირუსი გართულებულად არ მიმდინარეობს, არ არის სავალდებულო.ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური სამკურნალო საშუალებები არ არსებობს.აუცილებელია ამყოფოთ განცალკევებულად, ოთახი ხშირად უნდა გაანიავოტ, წითელათი დაავადებული ბავშვის ოთახში უნდა იყოს მშვიდი და წყნარი გარემო.გაითვალისწინეტ რომ კონიუნქტივის გამო ბავშვს არ ესიამოვნება სინათლე.

საკვებად მიეცით თხიერი არაცხარე საკვები, ხილი და გამაგრილებელი წვენეწბი.

ავადმყოფის იზოლაცია უნდა გაგრძელდეს დაავადებიდან 10 დღის განმავლობაში.



0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:დარეჯან ჩახვაძე
დარეჯან ჩახვაძე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0