x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
როგორ შევახამოთ სწორად ტანსაცმელის ფერები ?
image

1. თეთრი - ყველაფერს უხდება. საუკეთესო შეხამებაა - ლურჯთან, წითელთან და შავთან.

2. კრემისფერი - ცისფერს, ყავისფერს, ზურმუხტისფერს, შავს, წითელს, თეთრს.

3. რუხი - საბაზო ფერია, კარგად შეეხამება ჭირვეულ ფერებს: ფუქსიას, წითელს, მელნისფერს, ვარდისფერს, ლურჯს.


4. ვარდისფერი - ყავისფერს, თეთრს, მწვანე პიტნის ფერს, ზეთისხილის ფერს, რუხს, ფირუზისფერს, ნაზ ცისფერს.

5. ფუქსია (მუქი ვარდისფერი) - რუხს, მოყვითალო-ყავისფერს, მწვანე ლაიმის ფერს, მწვანე პიტნის ფერს, ყავისფერს.

6. წითელი - უხდება ყვითელს, თეთრს, წაბლისფერს, მწვანეს, ლურჯს, შავს.

7. მუქი წითელი - ცისფერს, მწვანე პიტნის ფერს, ქვიშისფერს, სპილოსძვლისფერს, რუხს.

8. ალუბლისფერი - ცისფერს, რუხს, ღია ნარინჯისფერს, ქვიშისფერს, ღია ყვითელს, კრემისფერს.

9. ჟოლოსფერი - თეთრს, შავს, დამასკური ვარდის ფერს.

10. ყავისფერი - მკვეთრ ცისფერს, კრემისფერს, ვარდისფერს, მწვანეს, ბეჟს.

11. ღია ყავისფერი - ღია ყვითელს, მოკრემისფრო-თეთრს, ლურჯს, მწვანეს, წითელს.

12. მუქი-ყავისფერი - ლიმონისფერს, ცისფერს, მწვანე პიტნის ფერს, მკვეთრ ვარდისფერს, მწვანე ლაიმის ფერს.

13. წითური-ყავისფერი - ვარდისფერს, მუქი ყავისფერს, ლურჯს, მწვანეს, წითელს.

14. ნარინჯისფერი - ცისფერს, ლურჯს, მელნისფერს, იასამნისფერს, თეთრს, შავს.

15. ღია ნარინჯისფერი - რუხს, ყავისფერს, ზეთისხილისფერს.

16. მუქი ნარინჯისფერი - ღია ყვითელს, ზეთისხილისფერს, ყავისფერს, შინდისფერს.

17. ყვითელი - ლურჯს, მელნისფერს, ღია ცისფერს, იასამნისფერს, რუხს, შავს.

18. ლიმონისფერი - ალუბლისფერს, ყავისფერს, ლურჯს, რუხს.

19. ღია ყვითელი - ფუქსიას, რუხს, ყავისფერს, წითელს, მოყვითალო-ყავისფერს, ლურჯს.

20. მოოქროსფრო-ყვითელი - რუხს, ყავისფერს, ცისფერს, წითელს, შავს.

21. ზეთისხილისფერი - ფორთოხლისფერს, ღია ყავისფერს, ყავისფერს.

22. მწვანე - მოოქროსფრო-ყავისფერს, ნარინჯისფერს, სალათისფერს, ყვითელს, ყავისფერს, რუხს, კრემისფერს, შავს, სპილოსძვლისფერს.

23. სალათისფერი - ყავისფერს, მოყვითალო-ყავისფერს, რუხს, მუქი ლურჯს, წითელს.

24. ფირუზისფერი - ფუქსიას, ალუბლისფერს, ყვითელს, ყავისფერს, კრემისფერს, მელნისფერს.

25. ელექტრიკი - მოოქროსფრო-ყვითელს, ყავისფერს, ღია ყავისფერს, რუხს ან ვერცხლისფერს.

26. ცისფერი - წითელს, რუხს, ყავისფერს, ნარინჯისფერს, ვარდისფერს, თეთრს, ყვითელს.

27. მუქი ლურჯი - ღია იისფერს, ცისფერს, მოყვითალო-მწვანეს, ყავისფერს, რუხს, ღია ყვითელს, ნარინჯისფერს, მწვანეს, წითელს, თეთრს.

28. მელნისფერი - ნარინჯისფერს, ვარდისფერს, იასამნისფერს, ზეთისხილისფერს, რუხს, ყვითელს, თეთრს.

29. იისფერი - მოოქროსფრო-ყავისფერს, ღია ყვითელს, რუხს, ფირუზისფერს, მწვანე პიტნის ფერს, ღია ნარინჯისფერს.

30. შავი უნივერსალურია, ელეგანტური, კარგად გამოიყურება ყველა შეხამებაში, ყველაზე ძალიან კი უხდება ნარინჯისფერს, ვარდისფერს, სალათისფერს, თეთრს, წითელს, იასამნისფერსა და ყვითელს.

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთრინი
ქეთრინი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0