x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვინ იყო პირველი ავტორი, რომლის შემოქმედებაშიც გამოიკვეთა ინგლისური სალიტერატურო ენის ნორმები?
პირველი ავტორი, რომლის შემოქმედებაშიც გამოიკვეთა ინგლისური სალიტერატურო ენის ნორმები იყო ჯეფრი ჩოსერი, რომელსაც უკავშირდება წინარენესანსული პერიოდის განვითარება ინგლისურ ლიტერატურაში.imageჯეფრი ჩოსერი, ინგლისური პოეზიის მამა დაიბადა ღვინით მოვაჭრის ოჯახში, 17 წლის მეფის კარზე პაჟი გახდა, ორი წლის შემდეგ დაატყვევეს, თუნცა მალევე გამოისყიდეს. იყო პერიოდი, როდესაც პოეტი ხელმოკლეობას განიცდიდა და გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე მეფე ჰენრი მეოთხემ პენსია დაუნიშნა. პოეტი დაკრძალულია ლონდონში.

ჯეფრი ჩოსერის შემოქმედება შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად :

1. 70-იანი წლების დასაწყისამდე, ამ დროს პოეტი ქმნის ლექსებს ფრანგული ლირიკის გავლენით. შემორჩენილია Xlll საუკუნის ფრანგული ნაწარმოების "ვარდის რომანის" ჩოსერისეული თარგმანის ფრაგმენტები.

2. 70-იანი წლები, როდესაც ჩოსერის შემოქმედებაში იწყება ახალი ეტაპი. ის ორჯერ მოგზაურობს იტალიაში და ეცნობა აღორძინების კულტურის მიღწევებს, განსაკუთრებით ინტერესდება ბოკაჩოს შემოქმედებით.


3. 80-90-იანი წლები ჩოსერის შემოქმედებაში სრული გაფურჩქვნის ხანაა, ამ პერიოდში იგი შეუდგა ინგლისელი ხალხის ცხოვრების ამსახველი თემების დამუშავებას.

ჯეფრი ჩოსერის პოემებია-

" ფრინველთა პარლამენტი", რომელიც სატირული ხასიათისაა.

"დიდების სახლი", რომელიც დიდაქტიკური პოემაა.

"ლეგენდა კეთილ ქალებზე", რომელსშიც პოეტი ადიდებს მიწიერ სიყვარულს.

მთელი თავისი გამოცდილება და პოეტური ნიჭი ჩააქსოვა "კენტერბერიულ მოთხრობებში", რომელიც დაუმთავრებელი დარჩა.imageსიუჟეტის მიხედვით, ნაწარმოებში უნდა ყოფილიყო 120 მოთხრობა, თუმცა ავტორმა მხოლოდ 24-ის დაწერა მოასწრო, საიდანაც 22 ლექსადაა დაწერილი, ხოლო 2 კი პროზად.

0
133
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0