x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კოსმოსში გატარებული ერთი წლის შემდეგ ასტრონავტის დნმ-ი იდენტური ტყუპისცალისას აღარ ემთხვევა

image
ასტრონავტმა სკოტ კელიმ ნასას ინოვაციური მისიის ფარგლებში, კოსმოსში ერთი წელი გაატარა. კვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას თავის იდენტურ ტყუპისცალთან ადრინდელი ზუსტი გენეტიკური მსგავსება აღარ ჰქონდა.


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სკოტ კელიმ, რომელმაც კოსმოსში ზედიზედ გატარებული დღეების მიხედვით რეკორდი დაამყარა, “მოულოდნელი’’ გენეტიკური ცვლილებები განიცადა.კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ ნასას მკვლევარებმა მის სხეულში “ასობით უნიკალური მუტაცია’’ აღმოაჩინეს. ზოგიერთმა მათგანმა სისხლში ე.წ “უუჯრედო'' დნმ-ის ცირკულაცია გამოიწვია, ზოგიერთებმა კი ცვლილებები ეპიგენომში - გენეტიკური კონტროლის სისტემაში, რომელიც გენების ფორმირებას განსაზღვრავს. ზოგმა ტელომერების, ქრომოსომების დაბოლოებების, გადიდება გამოიწვია. ეს უკანასკნელი დაბერების პროცესის რეგულირებას უწყობს ხელს.


კვლევის თანახმად, ცვლილებების დაახლოებით 93 % დროებითი აღმოჩნდა, რის გამოც დედამიწაზე დაბრუნებიდან მცირე დროში კელის გენეტიკური პროფილი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. ტელომერების შემთხვევაში დაგრძელებები 48 საათის განმავლობაში გაქრა. ცვლილებების 7 % კი 2 წლის შემდეგაც შენარჩუნდა. მათ ძირითადად მიეკუთვნებოდა მუტაციები, რომლებიც კელის იმუნურ სისტემაში, ძვლების ფორმირების ქსელში, ჰიპერკაპნიაში და ჟანგბადის მიწოდების სისტემაში შეინიშნებოდა.


ნასას ამ პროექტს “ ტყუპის კვლევა’’ ეწოდებოდა . ამ მიზნით დედამიწაზე სკოტის ტყუპისცალი მარკი, როგორც ექსპერიმენტის მაკონტროლებელი ფაქტორი, ისე დატოვეს.



სკოტმა სოციალურ ქსელ ტვიტერში იხუმრა კიდეც, რომ ეს კარგი სიახლეა, ვინაიდან მას მარკისთვის იდენტური ტყუპისცალის დაძახება აღარ მოუწევს .

მიუხედავად ამისა, ნასამ მაინც ნათლად დააფიქსირა, რომ ძმების გენეტიკურ კავშირში არაფერი შეცვლილა.

“მარკი და სკოტი ისევ იდენტური ტყუპები არიან. სკოტის დნმ-ი ძირეულად არ შეცვლილა. მკვლევარების მიზანი გენების ფორმირებაში ცვლილებების შესწავლა იყო, რაც გარემოზე ადამიანის სხეულის რეაქციებს გულისხმობს. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ცვლილებების მხოლოდ 7 % შენარჩუნდა, რაც გენების ფორმირებისთვის მინიმალური მაჩვენებელია. ჩვენ ახლაღა ვიწყებთ იმის გაგებას, თუ როგორ მოქმედებს კოსმოსური ფრენები ადამიანის მოლეკულურ დონეზე.სავარაუდოდ, ნასას მეცნიერები სხვა სწავლულებთან თანამშრომლობით ტყუპის კვლევაზე უფრო დეტალურ შედეგებს ამ ზაფხულს გააცნობენ საზოგადოებას’’ ნათქვამია ნასას ოფიციალურ განცხადებაში.


ახალი აღმოჩენები, როგორც ძმებისთვის, ისე საყოველთაო ჯანმრთელობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მარსზე მისიას სამ წლამდე დასჭირდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს დარჩებიან წითელ პლანეტაზე ასტრონავტები.ადამიანზე გრძელვადიანი კოსმოსური ფრენების გავლენის მხოლოდ საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ იქნება მარსისკენ მისიის უსაფრთხოდ გაგზავნა შესაძლებელი.



წყარო : Daily Mail

0
83
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0