x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ენკავედეს მიერ გასაიდუმლოებული პრეპარატი,რომლითაც ბერიას დედა განკურნეს
მძიმე დიგანოზის დროს, პაციენტები ხშირად ეძებენ ხსნას მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებში. პანაცეის ერთერთ პოპულარულ სახეობად ბოლო დროს პრეაპარატი ასდ იქცა, რომელიც ჯერ კიდევ სტალინურ ეპოქაში შეიმუშავა ა.ვ. დოროგოვმა.


image


ომის შემდეგ საბჭოთა მეცნიერებმა ისეთ პრეპარატზე მუშაობა დაიწყეს, რომელიც ბირთვული ომის შემთხვევაში ადამიანებს და ცხოველებს ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისა და რადიაციისგან დაიცავდა.

1946 წელს მკაცრად გასაიდუმლოებული სამეცნიერო კვლევების შედეგად პროფესორმა დოროგოვმა მიიღო ანტისეპტიკური, მასტიმულირებელი და ჭრილობების მომშუშებელი თვისებების პრეპარატი.


უფასო და ხელმისაწვდომი ნედლეულის სახით პროფესორი ბაყაყებს იყენებდა და მათ ნამდვილი ალქიმიური წესით ხარშავდა არაყის სახდელი აპარატის მსგავს მოწყობილობაში.


image


მოგვიანებით დოროგოვმა ბაყაყები ხორცკომბინატის ნარჩენებით შეცვალა. ნივთიერებას დოროგოვის ანტისეპტიკ-სტიმულატორი უწოდეს ანუ ასდ.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა სხვადასხვა სახის სოკოს და კანის დაავადებების ეფექტური განკურნება აჩვენეს. პრეპარატი ეფექტური იყო ასევე ეგზემის, დერმატიტის, ტროფიკული წყლულის, ნეიროდერმიტის და ფსორიაზის მკურნალობისას. აუმჯობესებდა ორგანიზმის ადაპტაციას და დამცავ თვისებებს, ააქტიურებდა იმუნურ და ენდოკრინულ სისტემას.

პრეპარატი გასაიდუმლოებული იყო და მას მხოლოდ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები იყენებდნენ. როგორც ამბობენ, ამ პრეპარატით განიკურნა ბერიას დედა სიმსივნისგან.



image


სტალინის გარდაცვალების და ბერიას დახვრეტის შემდეგ, პრეპარატის გამომგონებელი უკანონო სამედიცინო საქმიანობაში დაადანაშაულეს. 1957 წელს დოროგოვი უეცრად გარდაიცვალა. პრეპარატ ასდ-ს მიმართ ყურადღება აღარავის გამოუჩენია და მას მხოლოდ ვეტერინარიაში იყენებდნენ.


image


თავისი “საიდუმლო" წარსულის მიუხედავად, ასდ უკვე დიდი ხანია ოფიციალურად იყიდება ვეტერინარულ კლინიკებში. ის ორი სახისაა: შინაგანად მისაღები-ფრაქცია ასდ-2, და გარეგანად მოხმარებისთვის-ფრაქცია ასდ-3.

პრეპარატი ზეთისმაგვარ სითხეს წარმოადგენს, რომელსაც ძალიან უსიამოვნო, ლპობის სუნი აქვს.



image


და თუმცა დღეს ასდ-ს მხოლოდ ვეტერინარულ კლინიკებში ნახავთ, ბევრი მას პირადი მოხმარებისთვისაც ყიდულობს.

თავად დოროგოვმა ფრაქცია ასდ-2-ის მიღების ხერხი შეიმუშავა:

1. დაუმატეთ 5 წვეთი პრეპარატი ჭიქა მაგარ ჩაიში ან ანადუღარ და გაგრილებულ წყალში.

2. დალიეთ უზმოზე ჭამამდე 30წთ-ით ადრე.დღეში 2-ჯერ.

3.ყოველ მომდევნო დღეს გაზარდეთ წვეთების რაოდენობა 1 წვეთით.

4. კურსი 5 დღიანია, შემდეგ შეისვენეთ 3 დღით და ასე გააგრძელეთ გამოჯანმრთელებამდე.


იმისთვის, რომ მკვეთრმა სუნმა გულისრევის რეფლექსი არ გამოიწვიოს, პრეპარატი არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ, ნემსით ჩახვრიტეთ რეზინის საცობი და ისე ამოიღეთ. მოარიდეთ ჰაერთან კონტაქტს.არ მოხსნათ თავსახური.


image


ისინი, ვინც უკვე გამოსცადა ამ წამლის ზემოქმედება, მის მიღებას მთელი რიგი დაავადებების დროს გვირჩევენ, დაწყებული რძიანით და დამთავრებული ონკოლოგიური დაავადებებით.

რაოდენ უცანურიც არ უნდა იყოს, კანზე წასმის შემდეგ კანის სხვადასხვა დაავადებები ნამდვილად კარგად იკურნება.

ოფიციალური სამედიცინო პრაქტიკა ამ პრეპარატის ადამიანზე გამოყენებას ეწინააღმდეგება, თუმცა არავითარი მონაცემები არ არსებობს მისი უკუჩვენების და გვერდითი მოვლენების შესახებ. ინტერნეტში კი კომენტარებსაც შეხვდებით, რომელთა ავტორებიც ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ პრეპარატით განიკურნენ სხვადასხვა დაავადებების დროს.

0
1246
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0