x
კანის დასნეულების მიზეზები,ეგზოგენური,ენდოგენური და სოციალურ–ეკონომიკური ფაქტორები
image

კანი, ადამიანის სხეულის ის ნაწილია, რომელსაც უშუალოდ უხდება გარემოსთან შეხება.ყოველი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს სხეულზე, პირველ რიგში აისახება კანზე.კანი მჭიდროდ დაკავშირებულია ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებთან სსხლისა და ლიმფის ძარღვების ქსელით და ნერვიული სისტემის მეშვეობით.სწორედ ამიტომ კანის დაავადების შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს შინაგანი ორგანოების დაავადებები.დიდი მნიოშვნელობა აქვს ცხოვრების ხარისხს, შრომის პირობებს, კვებას, ჩვეულებებს და ა.შ.

კანის დაავადების რაიმე ცალკე აღებული მიზეზი არ არსებობს, ცხოვრების წესი და ადამიანის შინაგანი სიჯანსაღე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ასე ხაზგასმით ძნელია დააზუსტო, თუ რომელ ფაქტორს გააჩნია გარკვეულ მომენტში გარკვეული უპირატესობა.არც თუ იშვიათ შემთხვევაში საქმე გვაქვს პარაზიტებით გამოწვეულ დაავადებებთან, რაც შეიძლება იყოს მცენარეული სოკო.მის მიერ გამოწვეული დაავადება ცნობილია სოკოვანი დერმატოზების სახელწოდებით.ასეთი დაავადებებია:სირსველი–ტრიკოფიტია, ქაჩალი–ფავუსი, მიკროსპორია, სპოროტრიქოზი, ბლასტომიკოსი და სხვა კანის სოკოვანი დაავადებები.


ასევე გამომწვევი მიზეზი კანის დაავადებებისა გახლავთ ცხოველური პარაზიტები.კანის სნეულებას იწვევს მუნის ტკიპა, ბაღლინჯო, რწყილი და სხვ.კანის დაავადებებს იწვევს აგრეთვე მუცლის ღიები და ზოგიერთი ჭიაღუა.


გარედან მოქმედებისას კანს აღიზიანებს და აზიანებს ზოგიერთი მცენარე(ჭინჭარი, რძიარძია და სხვ.).ასევე გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდება სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები ან ტუბერკულოზის ჩხირები.



მრავალი შემთხვევა ფიქსირდება მეტადრე თანამედროვე ცხოვრებაში კანის დაავადებებისა, რომლებიც გამოწვეულ იქნენ კანზე ქიმიურ ნივთიერებათა მოქმედების შედეგად.ქიმიურ ნივთიერებებს შე4უძლია გამოიწვიოს ქრონიკული და მწვავე სახის დერმატოზი .ხშირია შემთხვევა როცა დერმატოზს იწვევს მზის, რენტგენის ან რადიუმის მოქმედება ანუ სხივური ენერგია.


კანის დაავადება შერსაძლოა გამოიწვიოს მაღალმა ან დაბალმა ტემპერატურამაც, რაც კანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს.ზოგჯერ კანს აფორაჯებს, ზოგჯერ არღვევს კანს და მის ქვეშ მდებარე ვქსოვილებსაც და სხვ.


კანის სნეულების გამომწვევ მიზეზად შეიძლება დავასახელოტ სამკურნალო ნივთიერებებიც. ხშირეია შემთხვევა როცა სხვადასხვა წამლეწბის მოხმარების შედეგად ხდება კანის დასნეულების მიზეზი.ამ მიზეზთა შორის სახელდება აგრეთვე კვება და საკვები პროდუქტებიც.ტოქსიკურ ერითემას და ჭინჭრის ციებას ხშირად იწვევს ძეხვი, კონსერვები, მარწყვი ან სხვა რომელიმე საკვები.


კანის ავადმყოფობის ერთერთი მიზეზი შეიძლება გახდევს ასევე ავიტამინოზი, ენდოკრინული სისტემის ფუნქციის მოშლა, მოწამვლა–კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის მოშლის ნიადაგზე(გაძლიერებული დუღილი)შესაძლოა განვითარდეს კანის ქავილი.ნივთიერებათა ცვლის მოშლა ასევე გავლენას ახდენს ორგანიზმზე და მას შეუძლია გამოიწვიოს დერმატოზი.ასევე დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს მიკრობიც, ხშირად ხდება, რომ შინაგანი ორეგანოს ტუბერკულოზით დაავადების დროს ვითარდება კანის ტუბერკულოზი, პირვანდელი კანიდან ტუბერკულოზის ჩხირი ჰემატოგენური გზით ხვდება კანში.


დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ეკონომიკურ და საყოფაცხოვრებო მდგომარეობას.საჭიროა დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან, ვიკვებოთ სწორად, ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით და დაავადების პირველივე გამოვლენიდან დროულად მივმართოთ ექიმს.



0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:დარეჯან ჩახვაძე
დარეჯან ჩახვაძე
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0