x
რა განასხვავებს სერიალ ფოირაზ ქარაელს სხვა სერიალებისგან და გვანან თუ არა ბურჩინი და აიშეგული ერთმანეთს ? ბურჩინ თერზიოღლუს ინტერვიუ სპეციალურად მერსედეს ბენც თურქეთისთვის
გვიმბეთ როგორ დადექით მსახიობობის გზაზე?
მსახიობობა - ეს არის გზა, რომელზეც ბავშვობაში დავდექი და დღემდე ვაგრძელებ ამ გზას, ჩემი ოჯახი-მსახიობების ოჯახია და ბავშვობაში მათთან ერთად ხშირად ვყოფილვარ გადაღებებზე, გადასაღები მოედანი იყო ჩემთვის საბავშვო გასართობი პარკი, შემდეგ მე თავად დავიწყე ეპიზოდური როლების თამაში, აქედან დავიწყე ეს გზა და ამ გზაზე სიარულს ვაგრძელებ, თითოეული ის გმირი რომელსაც ვთამაშობ ცოტათი ზრდასრულს მხდის, თითოეულ ახალ პროექტში, რაღაცას ვსწავლობ და რაღაც სიახლეებს ვიგებ ჩემი მეგობარი მსახიობებისაგან, არასოდეს მდომებია ჩემი გზის სწრაფად ჩარბენით გავლა.
image
თითოეული თქვენი პროექტი ეს არის როლი რომელიც განსხვავდება წინამორბედისგან, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი თაყვანსმცემელი გყავთ, რაშია თქვენი საიდუმლო?
ყოველ პროექტში მუდამ ვცდილობ ჩემს პერსონაჟს ხასიათში რაიმე განსაკუთრებული მივცე, ვცდილობ ვიყო ბუნებრივი, ვფირობ რომ ამას მაყურებელიც გრძნობს, მარტოს არ მტოვებენ და მუდამ მხარსმიჭერენ.
სერიალმა “ფოირაზ ქარაელი’’ წარმატება პირველივე სეზონზე მოიპოვა, რაშია ამ პროექტის საიდუმლო?
სერიალში არის დრამაც და იუმორიც, ჩვეულებრივ სერიალებში დიდი დოზით ან დრამაა ან პირიქით კომედიაა, მაყურებელი ან ბევრს იცინის ან პირიქით ბევრს ტირის, ჩვენ პროქეტში ასევე არის მაფია და ძალიან ბევრი სასაცილო მომენტი, ისევე როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ადამინი ზოგჯერ იტანჯება და ისეთი მომენტებიც აქვს როდესაც იღიმება, ჩვენ ძალიან კარგი და შესანიშნავი სცენარისტი გვყავს, ეთჰემ ოზიშიქი - ძალიან ნიჭიერი მწერალია, მე პირადად თითოეული სერიის სცენარის წაკიითხვის შემდეგ მისით აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
როგორ ემზადებით როლისთვის? თქვენი რაიმე განსაკუთრებული მეთოდი გაქვთ?
როდესაც ვიღებ როლს, ვესაუბრები სცენარისტს, მას ვინც დაწერა პერსონაჟის ხასიათის შტრიხები, ვუსმენ მის შეხედულებებს და შემდეგ ვადგენ ჩემი გმირის წარსულს, ეს წარსული შედგება შემდეგი კითხვებისაგან : როგორი ბავშობა ჰქონდა?, როგორი მეგობრები ჰყავს?, რისი გაკეთება უყვარს და რას ვერ იტანს? ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იცოდე რადგან, როდესაც ჩვენ ვიღებთ სცენარს აღარ გვრჩება იმის დრო რომ ჩვენი გმირი შევიცნოთ.
როგორ როლს შეასრულებდით ძალიან მარტივად?
მე მომწონს პერსონაჟები საკუთარი ხასიათით, თავისუფლები დამერწმუნეთ ასეთი როლების თამაში დიდი სიამოვნებაა, თუმცა მე როლებს სირთულისა და სიმარტივის მიხედვით არ ვყოფ.
რთულია სერიალბში და ფილმებში თამაში, ენერგია და ტემპი სჭირდება, როგორ იმაღლებთ განწყობილებას?
ვცდილობ რაიმე მხიარული გავაკეთო, ბევრ მუსიკას ვუსმენ, მუსიკა კოცენტრირებაში მეხმარება, როდსაც გადაღება არ არის გავრბივარ ქალაქ გარეთ იმისათვის რომ ცოტა ამოვისუნთქო, ჩემთვის გადასაღები მოედანი სათამშო პარკია, ვცდილობ მეგობრებთნ ერთად გართობას გადაღებეზეც კი, მიყვარს ჩემი სამუშაო და ამიტომ არ მაწუხებს სტრესი, დეპრესია და უძილობა.
image
გვიამბეთ თქვენი სამუშაოს სირთულეების შესახებ
საქმე იმაშია რომ ჩვენი სამუშაო დიდ შრომას მოითხოვს, არ აქვს მნიშვნელობა ცხელა, თუ ცივა, ავად ხარ თუ არა, ჩვენ მაინც უნდა გადავიღოთ 120 წუთი, ეს არამარტო მსახიობებისთვის . ყველასთვის რთულია. მსახიობობა სიყვარულია და მე შეყვარებული ვარ ჩემ პროფესიაზე.
გვანან თუ არა ერთმანეთს აიშეგულ უმმანი და ბურჩინ თერზიოღლუ?
ის (აიშეგული) არის გმირი, რომელსაც ცხოვრებისეულად მივეწეპე, მასში მთელი სული და გული ჩავდე, მივეცი ყველაფერი რაცკი მაქვს. რათმაუნდა არის რაღაც საერთო ჩვენ შორის, შეიძლებ ჩვენი ცხოვრებაც რაღაცით მსგავსია, მისი სიარულის მანერა, მისი მიმიკები, ჟესტები ეს ყველაფერი შეიძლება ჩემშიც დაინახოთ.
თქვენ მერსედესის “ ბ'' სერიით დადიხართ რითი მიგიზიდათ ამ მოდელმა?
მოკლედ მოგვიყევით თქვენი დამოკიდებულების შესახებ თქვენი მანქანის მიმართ.
საქმე იმაშია რომ ავტომობილებში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ჩვენ სტამბულში ვცხოვრობთ, იქ სადაც თითოეული ნაბიჯი უკვე საცობია, ჩვენ გადაღებიდან გადარებაზე დავდივართ, ამიტომ კომფორტი და მოხერხებულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ბ სერია კი ძალიან მოხერხებული და კომფორტულია და შიგინით თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, ესეც ასეთუ ისე მნიშვნელოვანია.
თქვენ ძალიან მშვიდი გოგონა ხართ. როგორი ხართ რეალურად?
ცოტათი მშვიდი და ცოტათი გიჟი ვარ, ძალიან ენერგიული ვარ, რეალურად კი ჩემი ტიპაჟი სიმშვიდე და ბედნიერებაა, სიმშვიდე ყველგან მნიშვნელოვანია სახლშიც და გადაღებაზეც, ვფიქრობ რომ ღიმილი მუდამ ბედნიერს ხდის ადამიანს, ამიტომ ვცდილობ მუდამ გავიღიმო, არ განვსხვავდები როგორიც ვარ სახლში ისეთი ვარ გარეთაც, პრეტენზიული არ ვარ და დეპრესიაშიც არ ვვარდები, მე სიცოცხლე მიყვარს და ჩემ გრძნობებში მუდამ ოქროს შუალედს ვიჭერ, ყოველთვის ვცდილობ არ გავუწიო წინააღმდეგობა, დაე წავიდეს ისე როგორც უნდა წავიდეს.
imageსაკუთარ თავს დროს უთმობთ? რა არის თქვენი ჰობბი?
თავისუფალ დროს მიყვარს მოგზაურობა და რაიმე ახლის აღმოჩენა, შესწავლა, ყველაზე დიდი სიამოვნებაა გადაღებებიდან განთვისუფლების შემდეგ, რამდენიმე დღით საზღვარგარეთ გაქცევა, გასულ წელს კეიტ ბორდით (კეიტ სერფინგი) დავინტერესდი და ეს ჩემთვის თერაპიად იქცა.
0
36
2-ს მოსწონს
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0