x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზოდიაქოს ნიშნები უარყოფითი ენერგეტიკით - გაიგე, ხარ თუ არა სიაში
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში, ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა, ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას- "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.


გვჯერა თუ არა, დაბადების რიცხვი და წელი არსებით გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და ბედზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბევრად დამოკიდებულია გარემოსა და აღზრდაზე, თუმცა, ასტროლოგები ამბობენ, რომ ვარსკვლავები მომავლის ყველაზე ერთგული და საიმედო მაცნეები არიან.


image


ალბათ, ბევრჯერ გიგრძვნიათ ვიღაცისგან "ცუდი თვალი" და იმ დღესაც, შესაბამისად, კრახით ჩაუვლია. გარკვეულწილად, ეს დამოკიდებულია ზოდიაქოს ნიშანზე.



გჯერათ თუ არა, მაინც შემოგთავაზებთ ზოდიაქოს ოთხ ნიშანს, რომლებსაც ყველაზე დიდი უარყოფითი ენერგეტიკა გააჩნიათ. ასტროლოგების თქმით, მორიელს, თევზებს, ტყუპებს და თხის რქას შეუძლია თავისი უარყოფითი ენერგია, პირდაპირ მომართოს თქვენსკენ.



● მორიელი. მათ არაერთხელ უწოდეს ბოროტება და ყველაზე ეშმაკური ზოდიაქოს ნიშანი. ისინიც კარგად ხვდებიან თავიანთ შესაძლებლობის არსებობას და იყენებენ ბოროტად სხვების წინააღმდეგ.



image




● ტყუპები. ტყუპები ქვეცნობიერად აფრქვევენ უარყოფითი ენერგიის ტალღებს. ხშირად, მათ მიერ წამოსროლილი სიტყვები, მტრული ენერგიის გზავნილია. ამიტომ, მათ უნდა ისწავლონ თავის კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ზიანი მიაყენონ ახლობელ ადამიანებს.

image




● თხის რქა და თევზები. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ მოითმინონ მათთვის მიუღებელი, თუმცა, შემდეგ დამნაშავის მიმართ ჩაიდენენ რეპრესიულ, სასტიკ ქმედებას. რაოდენ გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს, თხის რქისა და თევზების მიერ წამოძახებული ცუდი სიტყვები, ადრესატს, ხშირად უხდება ცხოვრებაში.

image




P. S. ძლიერი ენერგეტიკული ინდუსტრიის მფლობელებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი გავლენა სხვების მიმართ და ისწავლონ დადებითად იფიქრონ. სამყარო არასდროს დაუშვებს ბუმერანგის კანონის დავიწყებას. თუ ბოროტებას სხვა პიროვნებას უსურვებთ, უარყოფითი მოგვიანებით ათჯერ დაგიბრუნდებათ.






6
2020
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2020
  
2018, 16 მარტი, 22:51
მოკლედ არ მოვწონვართ "მორიელები" ცაგარელს. :)))))
2018, 16 მარტი, 16:31
:))))) ცაგარელმა ასე თქვა და მეც დავწერე, რა ვიცი, აბა? :))) დეიდაშვილი მყავს ტყუპები და მასზე კეთილშობილი და დადებითი, მეორე ადამიანი არ არსებობს :))))
2018, 16 მარტი, 14:26
უნდა დაგიბლოკო ეს სტატია, ეშმაკისეული და ბოროტი ვარ მე!? :)))))))))))))))))
მორიელი ვარ :)))
2018, 16 მარტი, 12:08
პირიქით, უნდა გაგიხარდეს, რომ არ მოხვდა სიაში. აქ ცუდი ენერგიის ზოდიაქოს ნიშნებზეა საუბარი :) ე.ი შენ დადებითი ენერგეტიკა გაქვს :)
2018, 16 მარტი, 11:53
მშვილდოსანმა რა დააშავა სიაში რომ არ მოხვდა:)))
0 1 6