x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
გაიცანით ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სამართლიანობისთვის და სიმართლისთვის!!!

imageმოგესალმებით, დღეს მინდა გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის, ჩვენი პრობლემების მოგვარებისთვის და მინდა გაგაცნოთ ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა ანდოთ თქვენი ოჯახის ან შვილის უსაფრთხოება ან თქვენი ბიზნესის დაცვა მიანდოთ, მოკლედ კომპანია "ჰოლმისის" დეტექტივთან ინტერვიუს გაგიზიარებთ!
- მოგესალმები ნუცა, მინდა მადლობა გადაგიხადო, რომ დრო დამითმეთ.

- დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს კითხვებს.

- პიველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ თქვენი საქმიანობა ბავშვობაში, რომ გვიოცნებია და ტელევიზიით გვინახავს ისეთია, მოდი უფრო დაწვრილებით გვიამბე, ვინ არიან კერძო დეტექტივები, უფრო ზუსტად ჰოლმსის ჯგუფის დეტექტივები, როგოც თქვენ თავებს უწოდებთ.

დიახ, ჩვენ ჩვენს თავებს ჰოლმსის გუნდს ვუწოდებთ, ჰოლმსის გუნდის წევრებს, ბევრისთვის შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჰოლმსი ეს ის უკვდავი და მისაბაძი პერსონაჟია, რომლის წყალობით იზდება იურიდიულ ფაკულტეტზე მსურველთა რაოდენობა, თუმცა შერლოკ ჰოლმსი სულაც არ იყო იურიდიული განათლებით, როგორც ჩვენი ბევრი თანამშრომელი, ჰოლმსის გუნდის წევრებს დიდი პროფესიონალიზმი აერთიანებთ, ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ აკეთონ საქმე, რომელიც უყვართ და რომლითაც სხვას ეხმარებიან.

- მე ვესაუბრე ადამიანს, რომელმაც თქვენი დახმარებით, შვილი გამოიყვანა მძიმე სიტუაციიდან.

-დიახ, ეს საქმე საკმაოდ ნაყოფიერად დასრულდა და ერთის მხრივ სამწუხაროა, როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება, მეორეს მხრივ მიხარია, რომ დღეს ყველაფერი კარგად არის.

-გარდა მშვილების მეთვალყურეიობისა, კიდევ რას საქმიანობს ჰოლმსის გუნდი?

-ჰოლმსის გუნდი, ასევე მუშაობს ოჯახური ღალატის და ტყუილის გამოვლენაზე, ბიზნესის უსაფრთხოებასა და საეჭვო ურთიერთობების დადგენაზე, ეს ალტერნატიული გამოძიებაა, ჩვენ გვყავს ფსიქოლოგიც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ერთვება საქმეში, ვცდილობთ ჩვენთვან მოსული ადამია-ნის პრობლემა ძირფესვიანად აღმოვფხვრად.

-რამოდენიმე კომპანია ცნობილი გახდა სატელევიზიო სივრციდან, ასევე სხვადასხვა ურნალებიდან, თუმცა თქვენ არასდროს გამოდიხართ საჯაროდ, რატომ?

-დიახ, ამის შესახებ მსმენია და ეს ნორმალურია, ყველა მიმართავს თავისი საქმის პოპულარიზაციის სხვადასხვა გზას, ამავდროულად ეს კარგი რეკლამაც არის და რატომაც არა, თუმცა ჩვენი კომპანიის იდეა დაარსებიდან იმთავითვე იყო, რომ რაცშეიძლება შეუმჩნევლები ვყოფილიყავით, საჯარო შოუები და სატელევიზიო სიჭრელე არ უხდება ამ საქმეს, ამავდროულად მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი კლიენტების კომფიდენციალურობის ღირსეულ და სრულ დაცვას რაღაც დოზით საფრთხესაც კი უქმნის, თუმცა დარწმუნებული ვარ ის სააგენტოები საკმაოდ გააზრებულად აკეთებენ ამას და საფრთხე მინიმუმანდეა დაყვანილი, ნუ იმედი მაქვს ყოველშემთხვევაში.

-კომფიდენციალურობა ეს ის ძირითადი და უმიშვნელოვანესი კანონია რასაც თქვენი სააგენტო უმაღლეს დონეზე იცავს, ამაში დავრწმუნდი როდესაც ინფორმაციის გაგება დავაპირე თქვენგან, ქალბატონზე, რომლის შესახებაც წინა სტატიაში მქონდა საუბარი, და სანამ იმ ქალბატონის ნებართვა არ მიიღეთ წერილობით, თქვენ ზოგადადაც არ მოისურვედ ამაზე საუბარი.

-ეს ბუნევრივია, ჩვენი სახელი ჩვენი პროფესიონალიზმია, მე ვერ დავდგავ შოუს ადამიანთა პრობლემებზე, განცდებზე და ვერ მოვიხვეჭავ ამით სახელს, ჰოლმსის გუნდი მუშაობს ადამიანებისთვის, რომლებსაც როცა უჭირთ ტელტელევიზიისა და ყვითელი პრესის გარეშეც პოულობენ ჩვენს გზას!

- დიდი მადლობა, მართალი რომ ვთქვა აღფრთოვანებული ვარ.

-მადლობა თქვენ.

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ნალჩევანიძე
ნინო ნალჩევანიძე
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0