x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
10 მავნე ჩვევა ,რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ
image

ბავშვბობაში გვასწავლიდნენ, რომ ჭამის შემდეგ კბილები გამოგვეხეხა, ყურები კარგად გამოგვეწმინდა და ა.შ. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, უმჯობესია ზოგიერთი “სასარგებლო" ჩვევისგან დღესვე გავთავისუფლდეთ.

1. ყურების გამოწმენდა

ჩვენი ორგანიზმი-იდეალურად მოწყობილი მექანიზმია. ყურის გოგირდი ორგანიზმის ერთგვარი თვითწმენდაა. ყურის გოგირდი იცავს არხებს ბაქტერიების, მწერებისა და სოკოსგან. ყურის გოგირდი ბუნებრივი გზით ტოვებს ყურის შიდა ნაწილს და ღეჭვითი მოძრაობის დროს გარეთ გამოიყოფა. ყურის გამუდმებულმა და გულმოდგინე წმენდამ კი შასაძალოა უკუეფექტი გამოიწვიოს და ყურის გოგირდი უფრო ღრმად მოხვდეს ყურის არხებში.


image

2.უარი მიკროტალღურს

მიკროტალღური არც ისე საზიანოა, როგორც ფიქრობთ. რენტგენისა და სოლარიუმის აპარატებისგან განსხვავებით, მას არ აქვს იონიზებული გამოსხივება, რომელიც დნმ-ის დაზიანებას და გენეტიკურ მუტაციებს იწვევს. ის ისეა მოწყობილი, რომ ელექტრო მაგნიტური გამოსხივება ფაქტიურად არ სცდება მის კედლებს. ამიტომ, თუ მაინცდამაინც გულში არ ჩაიხუტებთ ჩართულ მიკროტალღურს, ისე თქვენს ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

image

3.დააფარეთ უნიტაზს

ყველამ იცის, რომ გამოყენების შემდეგ უნიტაზი უნდა ჩაირეცხოს, მაგრამ მთავარია ეს სწორად გააკეთოთ. თუ უნიტაზს არ დააფარებთ და ისე ჩარეცხავთ, წყლის უმცირესი შხეფები ბაქტერიებთან ერთად 2 მეტრზე ამოიფრქვევა და ირგვლივ ყველაფერს დააბინძურებს. გახსოვდეთ, ჩარეცხვამდე ყოველთვის დააფარეთ უნიტაზს.

image

4.პროდუქტების რეცხვა

ყველა პროდუქტის გარეცხვა როდი შეიძლება, მაგალითად, ხორცის გარეცხვა არ შეიძლება, არანაირის. გარეცხვით ხორცს ბაქტერიებს ვერ მოაცილებთ და მხოლოდ მათ გავრცელებას შეუწყობთ ხელს სამზარეულოს ნიჟარაში. ხარშვისას თუ შეწვისას, ხორცზე არსებული ბაქტერიები დაიღუპებიან. ის ბაქტერიები კი, რომელიც გარეცხვის შედეგად ჭურჭელსა თუ მაგიდაზე მოხვდა, დიდი ალბათობით ჩვენს ორგანიზმშიც შეაღწევენ.

image

5.სუფთა ცხვირი

გაჭედილი ცხვირი უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს და მთელი ძალით ვცდილობთ მის გამოსუფთავებას. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს თითებით, რადგან შესაძლოა ცხვირში პათოგენური ბაქტერიები შეიტანოთ და ინფექცია განვითარდეს. ცხვირი თავისით იწმინდება გამონადენისგან უბრალოდ მოიხოცეთ სუფთა ცხვირსახოცით ან გამოირეცხეთ მარილიანი წყლით. და არავითარ შემთხვევაში არ მოიკიდოთ ცხვირზე ჭუჭყიანი ხელები.

image

6.გგონიათ, რომ ნალექი ჩაიდანში საშიშია

ჩაიდანში არსებული თეთრი ნადები სხვა არაფერია თუ არა კალციუმის კარბონატის და მაგნიუმის ნადები, ისინი ანტაციდებია, რომელთაც აფთიაქის თაროებზეც ნახავთ. ეს ნადები თავისი არსით სრულიად უსაფრთხოა, თუ რათქმაუნდა ვინმე ისეთი არ გამოჩნდა, რომელიც მისი დიდი რაოდენობით ჭამას გადაწყვეტს.

image

7.კბილების გამოხეხვა ჭამის შემდეგ

კბილების გამოხეხვა აუცილებელია, მაგრამ არა მაშინვე, როგორც კი ჭამას დაამთავრებთ, არამედ 30-60 წთ-ის შემდეგ. კბილის ემალი საკმაოდ მყარია, მაგრამ მჟავურ გარემოში ის რბილი ხდება, მაგ. როცა ხილს ან რძის პროდუქტებს მიირთმევთ. ამიტომ, ამ დროს თუ კბილებს გაიხეხავთ, შესაძლოა ემალი დაზიანდეს. ჭამის შემდეგ უმჯობესია წყალი გამოივლოთ ან საღეჭი რეზინი დაღეჭოთ, რომელიც ნერწყვის გამოყოფას და ნორმალური pH ბალანსის აღდგენას შეუწყობს ხელს.

image

8.ფეხის ფეხზე გადადება საზიანოა

დიდი ხანი ითვლებოდა, რომ ჯდომისას ფეხის ფეხზე გადადება არ შეიძლება, რადგან ვარიკოზი ვითარდება, თუმცა ბოლო კვლევები ამტკიცებენ, რომ ეს პოზა ნამდვილად არაა რისკ-ფაქტორი. უბრალოდ, ამ პოზაში დიდი ხნით ჯდომა არ შეიძლება, ისევე როგორც დიდი ხნით ჯდომა სხვა ნებისმიერ პოზაში.

image

9.კომპიუტერი მხედველობას ვნებს

რათქმაუნდა, თუ კომპიუტერთან დიდ დროს ატარებთ, თვალები იღლებიან, მაგრამ თვალის დაღლა ახლომხედველობის მიზეზი არ არის. “კომპიუტერული მხედველობის სინდრომი" ხასიათდება თვალის სიმშრალით, ყელისა და მხრების ტკივილით. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო მაგიდა სწორად შეარჩიოთ, ასევე კომპიუტერის განათებაც. არ დაგავიწყდეთ თვალის ხშირად დახამხამება და ხშირად შეისვენეთ.

image

10.მართავთ ავტომობილის საჭეს “10 და 2 " პოზიციაში

ავტოსკოლებში ამ წესს თავიდანვე ასწავლიან. ითვლება, რომ ეს საუკეთესო პოზიციაა მაშინ, როცა მოულოდნელად გიწევთ მანევრის შესრულება, თუმცა ეს მცდარი აზრია. ექსპერტები საუკეთესო პოზიციად მიიჩნევენ “9 და 3" -ს ( ანუ 9 საათი და სამი საათი, ხელების განლაგება ხდება საათის ისრების დონეზე, რომლებიც ამ დროს აჩვენებენ), რათა კომფორტულად მოხდეს მოხვევა მაღალი სიჩქარის დროსაც კი.

image

0
279
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0