x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩინეთში მამაკაცი "ლეკვს" ზრდიდა და დათვი გამოდგა
image
კურიოზული შემთხვევა მოხდა ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, მამაკაცს ჩამოართვეს ჰიმალაიური დათვი, რომელსაც როგორც "ლეკვი" ისე ზრდიდა, კაცი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მიხვდა, რომ სახლში ძაღლი კი არა, დათვი მოიყვანა, ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post-ი, ავრცელებს.



2015 წელს ხანშიშესული ჩინელი მამაკაცი ტყეში სოკოს საკრეფად იყო წასული, როდესაც იპოვა თავის ჭკუით"ძაღლის ლეკვი" და სახლში მიიყვანა, მამაკაცი ლეკვს ისე უვლიდა და ზრდიდა, როგორც ჩვეულებრივ ძაღლებს უვლიან, მამაკაცი მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა შეცდომას, როდესაც "ლეკვი" წამოიზარდა, ცხოველი ჰიმალაიური დათვი აღმოჩნდა, ამჟამად დათვი სამი წლისაა და იწონის 80 კილოგრამს.

image

ხელისუფლებამ მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით გაიგო დათვის არსებობის შესახებ, კანონის მიხედვით ოფიციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია ჰიმალაიური დათვის შინაპატიმრობაში ყოლა, რაც 3 000 იაუანი ჯარიმით განისაზღვრება.


ხელისუფლებამ დაინდო ხენშიშესული მამაკაცი და ჯარიმა არ გადაახდევინა, რადგან ჯერ ერთი:მან თავიდან არ იცოდა, რომ სახლში დათვის ბელი მოიყვანა და მეორეც, იგი შესანიშანავად უვლიდა დათვს.


პოლიციის ადგილობრივმა დეპარტამენტმა დათვი ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანა.



ჰიმალაიური დათვის სხეულის სიგრძე 1.3-1.7 მეტრს აღწევს, მამრების წონა მინიმუმ 50-დან და მაქსიმუმ 180 კილოგრამია, ხოლო მდედრებისა 42-70 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-24 წელია. ჰიმალაიური დათვი, ანუ აზიური დათვი ოდნავ პატარაა, ვიდრე მისი ამერიკელი ორეული და ბინადრობს აზიის ტყისა და მთიან რეგიონებში, მოყოლებული ირანიდან კორეასა და იაპონიის ჩათვლით. მისი ლათინური სახელწოდება „Selenarctos“ ნიშნავს „მთვარის დათვს“. ეს სახელი მან მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ მკერდზე ნახევარმთვარის ფორმის თეთრი ნიშანი აქვს. ჩვეულებრივ მისი ბეწვი მუქი შავი ფერისაა, თუმცა გვხვდება მურა ან მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობის ჰიმალაიური დათვიც.

image

imageიხილეთ აგრეთვე

image

0
90
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0