რჩევები 8 ხერხი,რომ ნებისმიერ სამოსში უნაკლოდ გამოიყურებოდეთ 2018, 15 მარტი, 15:53 ყველამ კარგად ვიცით, რომ სამოსი გარკვეულ შთაბეჭდილებას ახდენს გარშემომყოფებზე, ამიტომ, სხვადასხვა ვიზიტის წინ გულმოდგინედ ვემზადებით და ვარჩევთ რა ჩავიცვათ, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, თუ გსურთ, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ და შთაბეჭდილება მოახდინოთ.
გაგიმხელთ რამდენიმე დეტალს: საყელო და სახის ფორმა ბლუზის შერჩევის დროს ბევრი ყურადღებას არ აქცევს მისი საყელოს ფორმას. ვერ ვიტყვით, რომ ეს უხეში შეცდომაა, მაგრამ თუ ამ დეტალზე ყურადღებას გაამახვილებთ, შეძლებთ თქვენი სახის ნაკვთები საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ. ვიწრო საყელო იმ ადამიანებს უხდებათ, რომელთაც ფართო სახე აქვთ. ასეთი საყელო ვიზუალურად აპატარავებს სახეს. ოვალური ფორმის სახეს ყველაზე მეტად კლასიკური საყელო უხდება. ვიწრო სახის მქონეთათვის კი მრგვალი ფორმის საყელო ყველაზე კარგი ვარიანტია. მხრები და სახელოები ნებისმიერი სამოსის გასინჯვისას, რომელიც სილუეტზეა მორგებული, ყურადღება მიაქციეთ მხრებსა და სახელოებს: სამოსის მხარი ზუსტად თქვენს მხარზე უნდა იჯდეს-არც დიდი უნდა იყოს და არც პატარა. ხოლო სახელოს რაც შეეხება, ხელის იდაყვში მოხრისას, სახელოს დაბოლოება თქვენს მაჯას უნდა ემთხვეოდეს. აკეცილი სახელოები ბევრს ჩვევად აქვს მუშაობის დროს სახელოების აკეცვა, დღის ბოლოს კი დაჭმუჭნული პერანგი შეგრჩებათ, რომლითაც სერიოზულ შეხვედრაზე ვერ წახვალთ. თუ მაინცდამაინც ვერ ელევით ამ ჩვევას, შეეცადეთ ისწავლოთ, რომ დრო და დრო ისევ ჩამოუშვათ აკეცილი სახელოები, რომ მათი დაჭმუჭვნა თავიდან აიცილოთ. ღილები პლაშსა და პალტოზე საოცარია, მაგრამ ფაქტია, ისეთი უმნიშვნელო დეტალიც კი, როგორიცაა პალტოს ღილი, გარკვეულ ყურადღებას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ ზედა ღილი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეიკრათ ან გახსნილი ატაროთ. შუა ღილები ყოველთვის შეკრული უნდა გქონდეთ, ხოლო ქვედა ღილი უმჯობესია საერთოდ არ შეიკრათ. ნუ გააკეთებთ ეკონომიას ფეხსაცმელზე საიდუმლო არაა, რომ ხარისხიანი ფეხსაცმელი უფრო დიდხანს გემსახურებათ, ვიდრე იაფფასიანი და თანაც ფეხი მასში გაცილებით კომფორტულადაა.თუმცა გახსოვდეთ, რომ ნატურალური მასალისგან დამზადებულ ფეხსაცმელს მოვლა ესაჭიროება, რომ ფორმა არ დაკარგოს და ნესტმა არ დააზიანოს. ხარისხიანი ფეხსაცმლით ყოველთვის შეგიძლიათ კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. ქამარი თუ შარვალს საქამრე ღვედები აქვს, მათი უგულებელყოფა არ ღირს. უქამრო სილუეტი თითქოს დაუმთავრებლად გამოიყურება. ქამრის ფერი კი სასურველია ფეხსაცმელს შეუხამოთ. მაისური არ უნდა ჩანდეს ეს პუნქტი ძირითადად მამაკაცებს ეხებათ.მაისურის ჩაცმისას გახსოვდეთ, რომ ის არ უნდა ჩანდეს, ამიტომ კარგად შეიკარით ყველა ღილი, ან საერთოდ ნუ ჩაიცვამთ მაისურს და არჩევანი ჟილეტზე გააკეთეთ. წინდები თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში თამამად შეგვიძლია ექსპერიმენტები ვატაროთ, სერიოზულ და ოფიციალურ შეხვედრებზე უმჯობესია წესები დაიცვათ. წინდების ფერი თქვენი შარვლის ფერს უნდა ეხამებოდეს. 262 1-ს მოსწონს
|