x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მანანა არჩვაძე გამსახურდია:წერილი ნიკა გვარამიას! რამ გაგაბოროტა,ვინ დაგავალა
image

საქართველოს პირველი ექს-პრეზიდენტის მეუღლე, მანანა არჩვაძე-გამსახურდია "რუსთავი"-2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას სოციალური ქსელით მიმართავს:



"წერილი ნიკა გვარამიას! რამ გაგაბოროტა, ვინ დაგავალა 2018 წ.10.03რუსთავი-2ის საინფორმაციო გადაცემა, რომელიც ნოდარ მელაძესა და ეკა გაგუას მიყავდათ, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას სიცრუის, შეურაცხყოფის და სუიციდის ტირაჟირება მოუწყე ტელეეთერით.შენ კარგად იცი რა მოხდა 1993 წლის დეკემბერში სამეგრელოში, ნუთუ თავმოყვარეობაზე ისე უნდა აიღო ხელი, რომ ამ სიბინძურეზე წახვიდე. შენ დაიცავი ზვიადის მკვლელები და მაქსიმალურად შეეცადეთ შეურაცხყოფა მიგეყენებინათ როგორც ზვიადის, ასევე მისი ოჯახისთვის.ასეთი სიბინძურის გავრცელებას, რომ მწვანე შუქი აუნთო ძალიან ბოროტი, დაუნახავი და კარიერისტი უნდა იყო.ვისგანაც დავალების შესრულებაში “ გასამრჯელოს“ ელოდები ის გაგწირავს, თუ უკვე არ გაგწირა, ამ გადაცემაზე თანხმობის მიცემით. ერთს შეგახსენებ, შენ თუ აფხაზეთის ჩაბარება გახსოვს, არც ის დაგავიწყდება თუ რამდენგზის გაუწოდა დახმარების ხელი ზვიად გამსახურდიამ მამაშენს ანზორ გვარამიას. შენ არ იფიქრო, რომ მე იმის საზღაურს ვითხოვ, თუ ჟურნალისტობასა და კაცობაზე თავს დებ, პირველ რიგში მართალი უნდა იყო, იმ ადამიანთან, რომელსაც ცხოვრებაში არ დაუმსახურებია უშიშროების ჯაშუშების, მკვლელების, მძარცველების, არაკაცების ტელეეთერში გამოყვანით, ზვიად გამსახურდიას გასამართლებისა და შეურაცხყოფის მიყენების ინტერესით. სირცხვილით უნდა იწვოდეს ყველა, ვინც ამ სიბინძურეს დათანხმდა.( თუ სირცხვილის გრძნობა შერჩენილი აქვთ). 2018 წლის 10 მარტი “თქვენი “ ტელევიზიის დახურვის დღეთ გამოცხადდა, აბა შენ იცი, გააგრძელე ზვიადთან ომი და ცილისწამება სანამ უფსკრულში არ გადაიჩეხები, საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანე."-წერდს სოციალურ ქსელში მანანა არჩვაძე-გამსახურდია.


image

შეგახსენებთ, საუბარია 10 მარტს "კურიერში" გასულ სიუჟეტზე, სადაც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების აქამდე უცნობ დეტალებზეა საუბარი.

1
1070
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1070
  
2018, 16 მარტი, 20:12
ზვიადი ღირსეული ქართველი და პრეზიდენტი იყო და მას ისტორია საკუთარ ადგილს დაუმკვიდრებს! ნიკა გვარამიასნაირი არარაობები მის სახელს ვერაფერს დააკლებენ! მაგ უბადრუკი ორფეხების ადგილი მხოლოდ სანაგვეა!
0 1 1