x
მეტი
  • 16.10.2018
  • სტატია:81649
  • ვიდეო:333730
  • სურათი:438824
ბლეფის ოსტატები ანუ ათი მოხერხებული ადამიანი, რომლებმაც შეძლეს კანონისა და სისტემის მოტყუება

კანონებისა და სისტემის წესებისაგან თავის დაღწევა და მათი მოტყუება მხოლოდ თაღლითების და აფერისტების პრეროგატივა როდია. მოხერხებული და გონებაგამჭრიახი ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავიანთი არასტანდარტული აზროვნების საშუალებით ცდილობენ გამოსავალი იპოვონ ისეთი სიტუაციებიდან, საიდანაც ერთი შეხედვით ძნელია თავის დაძვრენა. ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ გონებამახვილი და საზრიანი ადამიანების ათეული, რომლებმაც შეძლეს და გვერდი აუარეს კანონებს და მოხერხებულად მოატყუეს სისტემა.



image


1. საბანკო მეთოდებით ბანკის წინააღმდეგ


image

სამართალდამცავი ორგანოების ყოფილმა თანამშრომელმა, 42 წლის დიმიტრი აგარკოვმა პოპულარობა მოიპოვა იმით, რომ საინტერესო ოინი ჩაუტარა ბანკს «Тинькофф. Кредитные системы». დიმიტრიმ ამ ბანკში კრედიტი აიღო, რის შემდეგაც მას ფოსტით გაუგზავნეს ხელშეკრულება. მან, მიიღო რა ფოსტით გამოგაზვნილი ხელშეკრულება, წვრილი შრიფტით შეიტანა მასში თავისთვის სასარგებლო შესწორებები, კერძოდ, დაამატა ის, რომ კრედიტით სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 0%-ს. ბანკმა ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ისე, რომ თანამშრომლებიდან არავის მოსვლია აზრად ხელშეკრულების ტექსტის გადაკითხვა.

ბანკის მიერ გაცემული საკრეფიტო ბარათით ორი წლით სარგებლობის შემდეგ დიმიტრის წინააღმდეგ ბანკმა საქმე აღძრა სასამართლოში, მაგრამ მოსამართლემ ბანკს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. აგარკოვმა თავისი გამჭრიახობის და ეშმაკობის წყალობით ეს საქმე მოიგო.

2.უფასო VIP-სერვისი ერთი წლის განმავლობაში


image

ჩინელი კვონგ იფ პო მთელი წლის განმავლობაში იყო აეროპორტის VIP-ზონის კლიენტი, თუმცა ის ამ ხნის განმავლობაში არსად არ გაფრენილა. აეროპორტის სერვისი ბიზნეს-კლასის მგზავრებს მოსახურების ფართო სპექტრს სთავაზობდა, მათ შორის იყო პირველი კლასის კვება, ბარი, დასვენების ზონა და ყველა ამ მომსახურების საფასური წინასწარ იყო შესული ბილეთის ფასში. კონგ იფმა, შეიძინა რა ერთხელ China Eastern Airlines-ის სამგზავრო ბილეთი, ყოველდღე მიდიოდა აეროპორტში და ერთი დღით გადადებდა გამგზავრებას, ახანგრძლივებდა რა ამით VIP-კლუბის წევრობას. ის ყოველდღე გადიოდა რეგისტრაციას, რათა უფასოდ ესადილა, შემდეგ გამგზავრებას გადადებდა მეორე დღისათვის და მშვიდად ბრუნდებოდა სახლში. ასე გრძელდებოდა ყოველდღე თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სანამ მისი ეშმაკობა არ გამომზეურდა. თუმცა ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი დონის სადილი კვონგს, როგორც იტყვიან, "ხახვივით შერჩა".


3.დაქირავებული პროგრამისტები ჩინეთიდან


image


ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის დაცვის და უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა, რომ მათი თანამშრომელი პროგრამისტი ძალიან ბევრ დროს უთმობდა ინტერნეტში ვიდეოების მოძიებასა და საიტების Reddit და eBay-ის მონახულებას სამუშაო საათებში. აღმოჩნდა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის 40 წლის სპეციალისტი თავის საქმეს უბრალოდ უგზავნიდა ჩინელ პროგრამისტებს, რომელთაც თავისი ხელფასის მხოლოდ მეხუთედს უხდიდა, ჩინელები მის მაგივრად მუშაობდნენ და შესრულებულ სამუშაოს ინტერნეტით უგზავნიდნენ დამკვეთს, თავად სპეციალისტი კი სამუშაო დროს ვიდეოების ნახვასა და ონლაინ-შოპინგს ანდომებდა.


4. თამბაქოს საწინააღმდეგო კანონის გვერდის ავლა მინესოტაში


image

2007 წელს აშშ-ში, მინესოტას შტატში, მიიღეს თამბაქოს საწინააღმდეგო კანონი, რომელიც კრძალავდა ბარებში მოწევას. ზამთარში, როცა გარეთ საშინელი სიცივე იყო, არავის არ უნდოდა ქუჩაში გასვლა მოსაწევად, ცხადია, რომ მწეველი კლიენტები სახლში დარჩენას ამჯობინებდნენ, ამით კი ბარების მეპატრონეები ზარალდებოდნენ. ამიტომ მათ კანონის გვერდის ავლის მეტად უცნაური ხერხი მოიგონეს: კანონი პასუხისმგებლობისაგან მხოლოდ მსახიობებს ათავისუფლებდა, ასე რომ მათ არ ეკრძალებოდათ გადაღებების ან სპექტაკლის დროს ბარ-რესტორნებში მოწევა. რადგან კანონი არ აკონკრეტებდა, ეხებოდა თუ არა ეს პუნქტი პროფესიონალ მსახიობებს თუ მოყვარულებს, ადგილობრივი ბარის Barnacle-ის მეპატრონეებმა დაიწყეს ბარში ყოველ საღამოს წარმოდგენების გამართვა, რომელშიც მონაწიელობას ღებულობდა მთელი პერსონალი და სტუმრები...მოკლედ, ბარის მთელი შემადგენლობა მსახიობი ხდებოდა. ასეთი "სამსახიობო საღამოების" ფორმატი მალე გასცდა შტატის საზღვრებს თამბაქოს მწეველთა გასახარად და კანონის დამცველთა გულის გასახეთქად.


5.შვებულება პუდინგის მწარმოებლების ხარჯზე

image


1999 წელს კალიფორნიელი დევიდ ფილიპსი შემთხვევით წააწყდა ახალი ავიახაზის და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიების ერთობლივ აქციას. აქციის პირობის თანახმად, 10 ცალი პუდინგის ყიდვისას კლიენტი საჩუქრად ღებულობდა 1000 კილომეტრს ავაიახაზის რეისზე, რომელიც მას შეეძლო სურვილისამებრს დაეხარჯა ამ ავიახაზით განხორციელებული ფრენისას. დევიდმა გამოთვალა, რომ თუ ის იყიდდა გარკვეული რაოდენობის პუდინგის შეფუთვას, გაცილებით იაფი დაუჯდებოდა ფრენა, ვიდრე სამგზავრო ბილეთის შეძენის შემთხვევაში. საერთო ჯამში, მან შეიძინა 12 550 ყუთი პუდინგი, რომელშიც გადაიხადა 3 140$. კილომეტრების რაოდენობა, რომელიც მას ამ ფასად მოუვიდა, ავიაკომპანიაში 25 000$ ღირდა. რადგან დევიდი ამდენ პუდინგს ვერასოდეს შეჭამდა, ის საქველმოქმედო მიზნით შესწირა ხსნის არმიას. თავის მხრივ, ქველმოქმედებამ მას 800$ -ით შეუმცირა გადასახადები. ასე რომ, დევიდ ფილიპსის ოჯახი მისი გამჭრიახობის წყალობით 3 წელი უფასოდ დაფრინავდა.


6. მცურავი სახლები სიეტლში


image

მრავალი წლის წინ ხალხის მასობრივმა გადასახლებამ ქალაქ სიეტლში მნიშვნელოვნად შეცვალა მისი სახე. ყველაფერი დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში, როცა ერთ-ერთმა "ჭკვიანმა" მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ კანონის მიხედვით მოძრავი ქონება, როგორიცაა ნავები, ტივები და ყოველგვარი წყლის ტრანსპორტი, გადასახადებით არ იბეგრებოდა. მაშასადამე, შესაძლებელი იყო სახლის აშენება წყალზე და ის თავისუფალი იქნებოდა ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისაგან. ასე რომ, ერთი მხრიდან წყნარი ოკეანით და მეორე მხრიდან ტბა ვაშინგტონით შემოსაზღვრული ქალაქი სწრაფად გაივსო ტივებზე და ნავებზე აშენებული სახლებით. ამ საცხოვრებლებს აშენებდნენ ძირითადად ის ადამიანები, ვისაც არ ჰქონდა მიწის ყიდვის საშუალება. დროთა განმავლობაში მოცურავე სახლებმა აავსეს მთელი ტბა, რამაც გამოიწვია წყალსაცავის ეკოლოგიურად დაბინძურება. აუცილებელი გახდა სახელმწიფოს ჩარევა: ქალაქის ხელისუფლებმა მკვეთრად შეამცირეს წყალში სახლების აშენების ნებართვა, მოცურავე სახლებს გაუყვანეს ელექტროენერგია და მათი სტატუსი გაუთანაბრეს ჩვეულებრივ შენობებს. მოკლე ხანში ღარიბების თავშესაფრებიდან ეს სახლები გადაიქცა განსაკუთრებით შეძლებული, ეგზოტიკის მოყვარული ადამიანების საცხოვრებელ სახლებად.


7. თვითმფრინავის ბილეთები აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე


image

როგორც ცნობილია, ერთდოლარიანი ქაღალდის კუპიურა აშშ-ს მეტი უჯდება, ვიდრე ერთდოლარიანი მონეტა, რადგან მონეტა მიმოქცევაში გაცილებით დიდხანს რჩება, ვიდრე ქაღალდის კუპიურა. 2010 წელს ხაზინამ გადაწყვიტა გაეზარდა სახელმწიფოში ერთდოლარიანი მონეტების მიმოქცევა და შესთავაზა მსურველებს მისი ყიდვა ინტერნეტით, საკრედიტო ბარათების საშუალებით, ამასთანავე შესყიდული მონეტების რაოდენობაზე არანაირი შეზღუდვა არ იყო. ჯეიმ ლიაუ იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ადამიანებიდან, ვინც მიხვდა, რომ ამით ფულის შოვნა იყო შესაძლებელი. მოქმედების სქემა შემდეგი იყო: ლიაუმ შეუკვეთა დიდი რაოდენობით ერთდოლარიანი მონეტები, გამოიყენა რა გადასახდელად Cash Back ბარათი, რომლითაც ნებისმიერი შენაძენის განხორციელების შემთხვევაში ერთ-ერთი ავიაკომპანია საჩუქრად იძლეოდა კილომეტრების გარკვეულ რაოდენობას. შემდეგ მან ფოსტით მიიღო შეკვეთილი მონეტები, წაიღო ის ბანკში და დაფარა კრედიტი. ამით ჯეიმმა მოიგო ავიაკომპანიაში კილომეტრების იმდენი რაოდენობა, რომ თავისუფლად ეყო შვებულების დროს ჩარტერული ფრენისათვის.



8. გონაბაგამჭრიახი მოზარდები


image

ორმა ახალგაზრდა ნიუ-ჯერსელმა ბიჭმა გაზეთ New York Post-ში განათავსა განცხადება ტოპ-10 ფილმისაგან შედგენილი ნაკრების გაყიდვაზე, რომელსაც სულ რაღაც 49, 95 $-ას აფასებდნენ. ჩვეულებრივ, 10 კასეტისაგან შედგენილი კომპლექტი 100 დოლარზე ნაკლები არ ღირს, ამიტომ მყიდველს ეს წინადადება ერთი შეხედვით სარფიანად მოეჩვენებოდა. ყიდვისას მთავარი პირობა იყო ფულის გადარიცხვით ან ფოსტით გაგზავნილი ჩეკით გადახდა, საბანკო საკრედიტო ბარათები და ნაღდი ფული არ მიიღებოდა. მყიდველი საკმაოდ ბევრი გამოჩნდა. ამიტომ მოხერხებულმა ყმაწვილებმა ბანკში გახსნეს ანგარიში, სადაც გადარიცხეს ჩეკებით მიღებული თანხა. ბიჭებმა კრედიტი ბანკში გახსნეს კომპანიის სახელზე, რომელსაც მყვირალა სახელი CHILD PORNOGRAPHY VIDEOS INCORPORATED დაარქვეს. ამის შემდეგ მათ დაიწყეს საპასუხო წერილების გაგზავნა მყიდველებისათვის ბოდიშის მოხდით, რომ კასეტების ყიდვის მსურველი ძალიან ბევრია და ისინი ვერ ახერხებენ ყველას დაკმაყოფილებას, თან წერილში დებდნენ 49, 95 $-ის ჩეკს კომპანიის CHILD PORNOGRAPHY VIDEOS INCORPORATED სახელით, ანუ მყიდველებს უკან უბრუნებდნენ გამოგზავნილ თანხას. გასაოცარია, მაგრამ ამ ჩეკის განაღდებას არავინ არ ჩქარობდა. თუმცა ყველა ჩეკი და ანგარიში ლეგალური იყო, მოტყუებული კლიენტები ეთიკური თვალსაზრისით თავს იკავებდნენ ფულის უკან დაბრუნებისაგან.



9. ოინი CitiBank-ის საკრედიტო ბარათებით


image

CitiBank-ს აქვს საკრედიტო ბარათი, რომელიც საშულებას აძლევს კლიენტს უკან დაიბრუნოს სატელეფონო ოპერატორებთან Airtel, BSNL, Vodafone და კიდევ რამოდენიმესთან დახარჯული თანხის 5%. Airtel-მა ბრუნვაში გაუშვა თავისი ელექტრონული საფულე, რომლის შევსებაც შეასძლებელი იყო საკრედიტო ბარათების და ინტერნეტ-ბანკინგის საფუძველზე. MCC-ოთხნიშნა ნომერი, რომელიც სავაჭრო წერტილის საქმიანობის კლასიფიცირებას განსაზღვრავს, Airtel-ს და CitiBank-ს ერთნაირი ჰქონდათ, ამიტომ საბანკო ბარათით განხორციელებელი ოპერაციების პროცენტები შეიძლება კლიენტს გადაეტანა სატელეფონო ოპერატორის საფულეზე, შემდეგ კი ისევ დაებრუნებინა უკან, თავისი საკრედიტო ბარათის ანგარიშზე. სწორედ ამ აბსურდული დამთხვევით ისარგებლა ბევრმა ამერიკელმა და თვეების განმავლობაში შესანიშნავად გამოიყენა ეს გაუგებრობა საკუთარი სარგებლობისათვის.

10. ავსტრალიური "სამთავრო" 30 კაცისაგან


image

გასული საუკუნის 60-იან წლებში ავსტრალიელმა ფერმერმა ლეონარდ კესლიმ ხორბლის დიდი მოსავალი მიიღო. თუ იმდროინდელ სახელმწიფოს მიერ დადგენილ სასოფლო- სამეურნეო კვოტებს გავითვალისწინებთ, ეს მოსავალი მისთვის შეიძლება პრობლემა გამხდარიყო. ხორბლის რეალიზაციის ლეგალური რაოდენობის გაზრდას სახელმწიფო არ აპირებდა, პირიქით, შეიძლებოდა ფერმერისათვის "ზედმეტი მიწა" ჩამოერთმიათ კიდეც. ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებით აღშფოთებულმა ლეონარდმა მოიფიქრა ასეთი გამოსავალი: მან მიიღო გადაწყვეტილება გამოსულიყო ავსტრალიის შემადგენლობიდან და თავისი მიწა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ასე რომ ხუთი ოჯახი ჰატ-რივერის პროვინციიდან გაერთიანდა ერთ სამთავროდ თავისი საკუთარი ვალუტით, სიმბოლოებით და მმართველით - მისი უდიდებულესობა პრინც ლეონარდ I-ით. სახელმწიფოსთან გაჭიანებული დავა კარგა ხანს გრძელდებოდა, მაგრამ საერთო ჯამში მოხდა ისე, რომ "სამთავრომ" 1972 წელს შეწყვიტა გადასახადების გადახდა და საკმაოდ მყარად მოიკიდა ფეხი, ასე რომ, დღესაც ცხოვრობს დამოუკიდებელ სამთავროში 30 ადამიანი, თუმცა აქ გაცემული პასპორტების რაოდენობა ბევრად მეტია და 14 000-ს აღწევს. სხვათა შორის კესლის მაგალითმა ბევრი მიკრონაციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით



0
158
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0