x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ მოვამზადოთ სამარხვო და გემრიელი სტუდენტური კატლეტი?
კარგი საჭმელი ძვირი სიამოვნება არისო გამიგია, მაშინ რა უნდა ვქნათ სტუდენტმა? მუდამ კვერცხით ან კარტოფილით ვიკვებოთ? მოდით მე გასწავლით, სტუდენტურ ძალიან ნოყიერ კატლეტს, სტუდენტური კატლეტი
რომელიც სასარგებლო პროდუქტებისგან შედგება...

საჭირო მასალა:

წიწიბურა-300 გრ

კარტოფილი-300 გრ


კვერცხი-1ც

ხახვი- 1 თავი

ნიორი- 2 კბილი

ქინძი-1 კონა

პიტნა-1/4ჩ/კ

პურის ფქვილი -3 ს/კ

მჭადის ფქვილი-3ს/კ

მარილი

შავი წიწაკა

ზეთი

მომზადების წესი:

გარეცხილი წიწიბურა, მოვხარშოთ კარგად. მოვხარშოთ აგრეთვე კარტოფილი კანიანად.მოხარშვის შემდეგ ვაცადოთ გაციება, გაფცქვნილი კარტოფილი დავჭყლიტოთ და გავურიოთ წიწიბურას... მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი, (არ დაგვებრაწოს)როცა დარბილდება თავისივე ზეთით დაამატეთ მასას კარგად აურიეთ... დაამატეთ კვერცხი +ქინძი წვრილად დაჭრილი+პიტნა.პურის ფქვილი შეაზილეთ ფრთხილად დაამათეთ მჭადის ფქვილიც და მასა აურიეთ კარგად ერთმანეთში მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით... დააბრგავლეთ ბურთებად შემდეგ გააბრტყელეთ და ცხელ ზეთიან ტაფაზე დააწყვეთ რიგრგიგობით... გემრიელად მიირთვით


2
443
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გუნია
მარიამ გუნია
443
  
2018, 16 მარტი, 0:35
შეგვიძლია კვერცხი ამოვიღოთ როდესაც ფქვილს ვამატებთ მადლობა....ესეც უნდა დამეწერა როგორც სჩანს გამომრჩა.... წაგბენაში 5 იანი შენ
2018, 15 მარტი, 23:46
კვერცხი სამარხვო როდის აქეთ გახდა?:)
0 1 2